29/09/2026
https://www.facebook.com/share/r/14oHrqZMyyA/
---23 სექტემბრიდან მსოფლიო ჟესტური ენის კვირეულს აღნიშნავს. სასახლის ცხოვრებაშიც ფუნქციონირებს ამ ენის შემსწავლელთა წრე.
---ჩვენი გოგო-ბიჭები არა მარტო ეუფლებიან ჟესტებით მეტყველებას,არამედ ხსნიან კიდეც,თუ რატომ,რა მიზნით სწავლობენ მას.
---მიაჩნიათ,რომ სოციუმში ადაპტირებისათვის აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა,კომუნიკაცია,კონტაქტი ყველა კატეგორიის ადამიანთან.
---ამ ფოტოზე წრის წევრი ანა კალანდაძის "თუთას" კითხულობს და გვიჩვენებს,რომ ეს ენა საინტერესო და სახიერია.
---ახალი სასწავლო წლის დასაწყისში,ვისაც,რომლებსაც გსურთ ჟესტური ენის შესწავლა,კვალიფიციური პედაგოგები ნათია და ლამარა ჯაფოშვილები დიდი სიხარულით გიწვევენ და გპირდებიან,რომ აქ ძალზე საინტერესო და სასიამოვნო მეცადინეობა გელით,შედეგიანი და საჭირო.
--- გ ე ლ ო დ ე ბ ი თ!!!