კოლეჯი ბარაკონი • Barakoni

კოლეჯი ბარაკონი • Barakoni კოლეჯი

ბარაკონი ავტორიზებული კოლეჯია, რომელიც 1992 წლიდან ზრუნავს დაინტერესებულ პირთა პროფესიულ განათლებაზე.

ჩვენი მიზანია წვლილი შევიტანოთ ქვეყნის საგანმანათლებლო და სასწავლო საჭიროებების დაკმაყოფილებაში მრავალფეროვანი და ხარისხიანი პროგრამების შეთავაზებით, შევქმნათ პროფესიული სტუდენტების საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემო და პროფესიული სტუდენტების წარმატებული დასაქმებისთვის პირობები, რათა მათ შეიძინონ ცოდნა პროფესიისა და კარიერის შესახებ კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის განვითარების გზით.

ჩვენთან ამჟამად სწავლება 4 მიმართულებით მიმდინარეობს:

• ჯანდაცვა;
• ინფორმატიკა;
• ბიზნესის ადმინისტრირება;
• განათლება.

ჩვენი დიპლომი სახელმწიფოს მიერაა აღიარებული!

🔹მიმდინარე წლის  09 ივლისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ცვლილებების ქიმია და ჯანსაღი კვება“. სემინარს ქიმიკ...
10/07/2026

🔹მიმდინარე წლის 09 ივლისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ცვლილებების ქიმია და ჯანსაღი კვება“. სემინარს ქიმიკოსი და ნუტრიციოლოგი ტატა ჯანგველაძე უძღვებოდა. 🔹შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კვების რაციონსა და ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს შორის მჭიდრო კავშირი.
სპიკერმა, რომლის პროფესიული ინტერესებიც ქიმიასა და ნუტრიციოლოგიას აერთიანებს, ხაზი გაუსვა ჯანსაღი კვების ფუნდამენტური პრინციპების ცოდნის აუცილებლობას, რაც თითოეული ადამიანის კეთილდღეობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია.
მადლობა ქალბატონ ტატა ჯანგველაძეს, სტუდენტებს და თითოეულ მონაწილეს საინტერესო დისკუსიისთვის და ჩართულობისთვის.

🔹მიმდინარე წლის 08 ივლისს კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2023 წლის ჩარიცხვის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათ...
09/07/2026

🔹მიმდინარე წლის 08 ივლისს კოლეჯში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა 2023 წლის ჩარიცხვის საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტებთან.
🔹შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ზოგადი წესისა და პირობების გაცნობა.
🔹სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტებმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების პერიოდის, ფორმატის, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგების, შეფასების წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
#აირჩიებარაკონი
#კოლეჯიბარაკონი
#შექმენიშენიმომავალიჩვენთანერთად
#წარმატებაიწყებააქ

📣კოლეჯი „ბარაკონი“ გიწვევთ საინტერესო და პრაქტიკულ ვებინარზე, რომელსაც გაუძღვება ქიმიკოსი და ISSA-ს სერტიფიცირებული ნუტრ...
06/07/2026

📣კოლეჯი „ბარაკონი“ გიწვევთ საინტერესო და პრაქტიკულ ვებინარზე, რომელსაც გაუძღვება ქიმიკოსი და ISSA-ს სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგიის ქოუჩი — ტატა ჯანგველაძე.
ვებინარზე განიხილება შემდეგი საკითხები:
✅მეცნიერებაზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია: როგორ გარდაიქმნება მაკრონუტრიენტები ჩვენს ორგანიზმში და როგორ მოქმედებს ჰორმონალური ბალანსი წონის კლებაზე;
კვება მეცნიერული სიზუსტით: როგორ შევარჩიოთ სწორი, დაბალანსებული რაციონი შიმშილისა და სტრესის გარეშე;
✅ჯანმრთელობის გაუმჯობესება: რეალური, მეცნიერულად დასაბუთებული ნაბიჯები მავნე ჩვევების დასაძლევად და ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად.
❗️შემოგვიერთდით და მიიღეთ ბევრი სასარგებლო ინფორმაცია.

https://www.facebook.com/profile.php?id=100063697465153

#აირჩიებარაკონი
#კოლეჯიბარაკონი
#შექმენიშენიმომავალიჩვენთანერთად
#წარმატებაიწყებააქ

📣📣📣ბარაკონში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!01 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთებ...
30/06/2026

📣📣📣ბარაკონში ჩასარიცხ აპლიკანტთა საყურადღებოდ!
01 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით, კოლეჯში უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
1. განცხადების შევსებული ფორმა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების
მოთხოვნის თაობაზე (ივსება ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2.1. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის სათანადო უფლებამოსილებას (დაბადების მოწმობა და/ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი);
2.2. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
3. კანონმდებლობით განსაზღვრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი/ასლი ან დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საბაზო განათლების/ სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი) ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე ან ცნობა შესაბამისი სწავლის საფეხურის დაძლევის შესახებ;
3.1. უცხოეთში/ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების შემთხვევაში -განათლების აღიარების დოკუმენტი;
4. ფოტოსურათი.
5. 17 წელს მიღწეული პირებისათვის (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) - წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
☎️574143536 / 598535455 / 551 27 88 03

☝️ახალი იდეები, საინტერესო თემები და დიდი ენთუზიაზმი — 26 ივნისს კოლეჯ ბარაკონში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა! ✨ჩვენმა...
29/06/2026

☝️ახალი იდეები, საინტერესო თემები და დიდი ენთუზიაზმი — 26 ივნისს კოლეჯ ბარაკონში სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა!
✨ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, გამართეს საინტერესო დისკუსიები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მომავალი მათ ხელშია. კოლეჯი ამაყობს თითოეული მონაწილის აკადემიური მიღწევითა და მოტივაციით.
🤝 დიდი მადლობა ყველა მომხსენებელს, დამსწრე სტუდენტს, ჟიურის წევრებსა და ორგანიზატორებს ასეთი პროდუქტიული დღისთვის!

#კოლეჯიბარაკონი
#სტუდენტურიკონფერენცია

📣📣📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფ...
25/06/2026

📣📣📣პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 26-დან 29 ივნისის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge - საბოლოო არჩევანი უნდა დაადასტურონ.
აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, საბოლოო არჩევანი მხოლოდ იმ ერთ პროგრამაზე უნდა გააკეთონ, რომელზეც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ.

ჩარიცხვის უფლების მქონე აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოუწოდებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ ყველა აპლიკანტს, დროულად გაეცნონ საკუთარ რეიტინგულ ქულასა და რეიტინგულ სიაში დაკავებულ პოზიციას პლატფორმაზე - vet.ge და დადგენილ ვადაში დაადასტურონ საბოლოო არჩევანი.
აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტი შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას დაკარგავს.

რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას - (+995 32) 2200 220; [email protected].
https://vet.ge/article/76

🔹მიმდინარე წლის 24 ივნისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა ვორქშოფი  პერსონალისთვის  -  „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფ...
25/06/2026

🔹მიმდინარე წლის 24 ივნისს კოლეჯ ბარაკონში ჩატარდა ვორქშოფი პერსონალისთვის - „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიულ საქმიანობაში’’
ვორქშოფი კოლეჯის პროფესიულმა მასწავლებელმა ნოდარ აფხაძემ ჩაატარა.
🔹კოლეჯის თანამშრომლები გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებს და მათ ეფექტურ გამოყენებას სასწავლო და პროფესიულ საქმიანობაში. მიიღეს პრაქტიკული ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები:
▪️სასწავლო მასალების მომზადებისთვის;
▪️დავალებებისა და შეფასების ინსტრუმენტების შესაქმნელად;
▪️დროის ეფექტურად მართვისთვის;
▪️პროფესიული საქმიანობის პროდუქტიულობის გასაზრდელად.
ვორქშოფი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
#კოლეჯიბარაკონი
#ხელოვნურიინტელექტი #პროფესიულიგანათლება #პერსონალი #ინოვაციაგანათლებაში #ციფრულიტექნოლოგიები #პროფესიულიგანვითარება #ვორქშოფი #განათლება

@все

🔈აბიტურიენტების საყურადღებოდ:🎓ატესტატის წარმოდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხ...
24/06/2026

🔈აბიტურიენტების საყურადღებოდ:
🎓ატესტატის წარმოდგენა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა თქვენს საგამოცდო ბარათზეა მითითებული;
⚠️ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 11 აგვისტოს 18:00 საათი;
📍ატესტატის წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9, ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
✨შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

📣საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სარეგისტრაციო გვერდიდან - online.naec.ge საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვ...
24/06/2026

📣საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა შესაძლებელია სარეგისტრაციო გვერდიდან - online.naec.ge
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ და ჩვენ ამოგიბეჭდავთ.

🔈შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ:
📄საგამოცდო ბარათზე მითითებულია გამოცდის თარიღი, ადგილი და რეგისტრაციის დრო;
🖨️ დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, მისი ხელახლა ამობეჭდვა სარეგისტრაციო გვერდიდან - online.naec.ge მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაშია შესაძლებელი;
🪪 პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა;
📄 ბარათის გადაკეცვა დასაშვებია ისე, რომ არ დაზიანდეს შტრიხკოდი;
❗ ყურადღებით გადაამოწმეთ მასზე მითითებული მონაცემები - დაგვიანების ან არასწორ დღეს გამოცხადების შემთხვევაში გამოცდაზე არ დაიშვებით.
✨ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!

🔹🧯🚒🏢18 ივნისს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავ...
24/06/2026

🔹🧯🚒🏢18 ივნისს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და მასწავლებლებთან, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა.
🔹ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა დავით კიკნაველიძემ ჩაატარა.
🔹თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, კოლეჯი მუდმივად ზრუნავს სწავლისათვის უსაფრთხო პირობების შექმნაზე. პერიოდულად ტარდება ინსტრუქტაჟი სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.
შეხვედრა ინერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
#აირჩიებარაკონი
#კოლეჯიბარაკონი
#შექმენიშენიმომავალიჩვენთანერთად
#წარმატებაიწყებააქ

Address

ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) # 4, Vl სართული
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995551278803

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი ბარაკონი • Barakoni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი ბარაკონი • Barakoni:

Shortcuts

Share