#საზაფხულობაღი2026,სპექტაკლი ,,ცეროდენა” რომელიც სპეციალურად დაიდგა ჩვენი აღსაზრდელებისთვის,მადლობა ჩვენ უნიჭერეს შემოქმედებით ჯგუფს ასეთი საინტერესო და სახალისო დადგმისთვის🫶💖🌸🫶💖🫶🌸🫶💖 ასევე მადლობა ჩვენ ხელმძღვანელს ქ.ლაურა ნატროშვილს იმისათვის რომ ასეთ ჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის საბავშვო ბაღში სადაც ყველა ლაღად და ბედნიერად გამოხატავს თავის შესაძლებლობებს💖🫶💖🌸💖🫶💖🌸💖🫶🌸💖🫶 #ერთადბავშვებისბედნიერებისთვის🌸🫶💖🫶🌸🫶💖
ქ. თბილისის 121-ე საჯარო ბაგა-ბაღი
მოგესალმებით ქ. თბილისის 121-ე საჯარო ბაგა-ბაღის ოფიციალურ გვერდზე!
5-6 წლიანთა ჯგუფი ,,პანდა” ბავშვების მიერ გაცოცხლებული ანბანი📖📖 აღმზრდელი ქეთი კაციტაძე
4-5წლიანთა ჯგუფი ,,ბაჭიები” დღეს, კურიკულუმის ფარგლებში, მეორადი მასალებით სამზარეულოს კუთხე მოვაწყვეთ და ჩვენი აღსაზრდელები გავახარეთ. მათი ფანტაზია მართლაც უსაზღვროა — ზოგი ტოლმას ამზადებდა, ზოგი ყავას. თამაშისას ისინი ქმნიან საკუთარ პატარა სამყაროს, ავითარებენ წარმოსახვას და სწავლობენ თანამშრომლობას. აღმზრდელი ბელა ქირია
4-5 წლიანთა ჯგუფი ,,ბაჭიები”დღეს, კურიკულუმის ფარგლებში, მეორადი მასალებით სამზარეულოს კუთხე მოვაწყვეთ და ჩვენი აღსაზრდელები გავახარეთ. მათი ფანტაზია მართლაც უსაზღვროა — ზოგი ტოლმას ამზადებდა, ზოგი ყავას. თამაშისას ისინი ქმნიან საკუთარ პატარა სამყაროს, ავითარებენ წარმოსახვას და სწავლობენ თანამშრომლობას. აღმზრდელი ბელა ქირია
24/06/2026
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.
რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:
1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;
6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.
5-6 წლიანთა ჯგუფი ,,პანდების” სპორტული აქტივობა, აღმზრდელი ქეთი კაციტაძე
4-5 წლიანთა ჯგუფი ,,ბომბორას” მუსიკალური აქტივობა🎼🎹🥁აღმზრდელი მაკა ნეფარიძე
5-6 წლიანთა ჯგუფი ,,ციცინათელას” მუსიკალური თამაში,აღმზრდელი ეკა იაკობიძე🥁🎹🎼🎻
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ქ. თბილისი, ვაზისუბნის I მიკრო რაიონი, შალვა მშველიძის ქუჩა
Tbilisi
0190
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |