თაკოს მოძრავი სახლი

თაკოს მოძრავი სახლი

Share

ამ გვერდზე გაგიზიარებთ ჩემს თავგადასავლებს მოძრავი სახლით

19/08/2024
Photos from თაკოს მოძრავი სახლი's post 07/08/2024

ისე კოხტად ზიხარ მაგ სიმინდის ძირში, უარიც რომ მითხრა, უნდა გადაგიღო-მეთქი. დარცხვენით ჩაიცინა. ნეტავ რას ხედავს მაქედან შენი ახალგაზრდა თვალი, მე რა გადასაღები ვარო. ეს ბებო ჭიათურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე მივიწყებულ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ულამაზეს სოფელში გავიცანი. ვანი აქეთაც ყოფილა თურმე. იმ განსხვავებით, რომ აქ არც ინტერნეტი აქვთ და არც ტელეფონი იჭერს. ცუდად რომ გახდე, კაცი არაა შენი მშველელი. გზაც ისეთია, მაღალი გამავლობის მანქანა თუ არ გყავს, რამდენიმე კილომეტრი ფეხით უნდა იარო. ამიტომაც არის, ალბათ, ამდენი ლამაზი სახლი სიჩუმეში დავიწყებას მიცემული.

v მადლობა, რომ ეს ადგილი გამიზიარე 🦋


You are so cute sitting under that plant, even if you refuse, I have to make a photo of you please - I told the grandma. She laughed a little embarrassed. I don’t know what you see with your young eyes from there, but okay. I met this grandmother in one of the most forgotten, bus as usual - beautiful villages in the Chiatura municipality of Georgia. It seems like there is another village named Vani I didn’t know about. This one is quite different, though. No Internet and no phone coverage at all. Even if you feel sick and need some help there is no one to take care of you. The road is bad, impossible to reach without a 4-wheel drive. No surprise that so many beautiful houses are abandoned to silence.

06/08/2024

ნინო წერედიანი ათეული წლებია სვანეთის საუნჯეს აგროვებს. ეთნოგრაფიული კვლევების შედეგად მას იმხელა ცოდნა და მასალა დაუგროვდა, ამ ყველაფრის შესაფერისად გაცნობას და თქვენთვის გადმოცემას 25 წუთიანი ინტერვიუ, რა გასაკვირია, არ ეყოფოდა. მაინც მოვასწარით და ბევრ თემას შევეხეთ. ვისაუბრეთ ლატალის მნიშვნელობასა და მომავალზე, ტურიზმის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, თავისუფლების ინდივიდუალურ გაგებაზე, ტრადიციების შენარჩუნებისა და თანამედროვეობასთან მორგების აუცილებლობაზე… მოკლედ, აქ აღარ გავაგრძელებ. სანახავი და მოსასმენი ისედაც საკმარისი გაქვთ. 🤭 #თაკოსმოძრავისახლი #ცხოვრებაბორბლებიანსახლში #სვანეთი #ლატალი

Photos from თაკოს მოძრავი სახლი's post 04/08/2024

In lush green mountains rising high above the Black Sea, dozens of small wooden mosques are set among hillside villages of upper Ajara. The interior designs of these mosques are unlike anything else I’ve seen in the Islamic world. Some paintings and carvings are uniquely Georgian. Before getting this chance to live in the small villages, I had heard that Georgian Muslims were often forgotten about or marginalized. “If you are Muslim, you are not Georgian” - this is what the majority of the Christian population would tell you. The latter hurts deeply many Ajarians I met on the road. And despite of this, they were keen to open their hearts to me, as well as the doors of their homes. This year’s travel is leaving me with mixed feelings. And yet, I want to believe that the story of Georgian solidarity is not just a legend and that the sparkle of tolerance is still alive somewhere deep in our hearts.


შავი ზღვის თავზე წამომართულ მწვანე მთებში, ზემო აჭარის გორაკებს შორის ჩამალულ სოფლებში, ათობით პატარა ხის მეჩეთის პოვნაა შესაძლებელი. ამ მეჩეთების ინტერიერის დიზაინი საერთოდ არ ჰგავს იმას, რაც ბოლო წლების მოგზაურობისას ისლამურ სამყაროში მინახავს. ზოგიერთი ნახატი თუ ჩუქურთმა ცალსახად ქართულია. სანამ ამ პატარა სოფლებში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცემოდა, გაგონილი მქონდა, რომ ქართველი მუსლიმები ხშირად მივიწყებული ან გამიჯნული არიან. „თუ მუსლიმი ხარ, ქართველი არ ხარ“ - ამას ამტკიცებს ჩვენი ქრისტიანი მოსახლეობის უმრავლესობა. ასეთი მიდგომა კი საშინლად სტკენს გულს უამრავ აჭარელს, რომლებიც მოგზაურობის დროს გავიცანი. მიუხედავად ამისა, არც კი დაფიქრებულან, ისე გადამიშალეს გულები და გამიღეს სახლების კარები. წლევანდელი მოგზაურობა საქართველოში არაერთგვაროვან გრძნობებს მიტოვებს. და მაინც, მჯერა, რომ ქართული სოლიდარობის ამბავი გამოგონილი არ არის და რომ ტოლერანტობის ნაპერწკალი ჯერ კიდევ ანთია სადღაც.

31/07/2024

ეს ბავშვი 🥹😍🤗

27/07/2024

ერთ-ერთი საყვარელი კადრი პანკისიდან

22/07/2024

ეს ქათამი ტაილანდში დავინახე შორიდან და ვერ მოვასწარი მეკითხა. აჭარაში ასეთ მელირებას სად გამიკეთებენ ხარისხიანად? 😅

Photos from თაკოს მოძრავი სახლი's post 21/07/2024

“ქმარმა რომ მითხრა თბილისელი სტუმარი მომყავს სახლში ღამის გასათევად, გულზე შემომეყარაო”, გამიმხილა ლამარამ დამშვიდობებისას. პირველი არ ყოფილა, ვინც ასე ფიქრობს, სამწუხაროდ. “შენ რაღაც სხვანაირი თბილისელი ყოფილხარო”, ეგეც დაამატა და ეს ლამაზი თაიგული მომცა. გულზე მომეშვა.

ნეტავ, როგორც იქცევით ეს თბილისელები სოფელში სტუმრად, თქვენი მოდებული ლაფის წმენდა რომ მიწევს, სადაც ჩავდივარ.

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi