სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University, College & University, 61, Anna Politkovskaya Street, Tbilisi.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღ...
25/09/2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რექტორთა რეგიონულ კონფერენციაში (C2R-ECO) ონლაინ მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია 18 სექტემბერს რუმინეთში, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ უნივერსიტეტ „პოლიტექნიკაში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენლები.

თეა ჯუღელმა პანელზე „რეგიონული დიალოგი მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისათვის“ მოხსენება ფრანგულ ენაზე წარადგინა. მან ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნიკალურ ისტორიაზე, დევნილობაში განათლების უწყვეტობის შენარჩუნებასა და აფხაზეთთან დაკავშირებულ სამშვიდობო პროცესებში უნივერსიტეტის როლზე.
რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უნივერსიტეტში მოქმედი სამშვიდობო სწავლების ცენტრის საქმიანობას, რომელიც მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტების რეგულირების საკითხების შესწავლას, სტუდენტების სამშვიდობო ინიციატივებში ჩართვასა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის ხელშეწყობას ემსახურება.

მან მონაწილეებს ცენტრის მიერ 2026 წელს გამართული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მშვიდობის სპექტრიც“ გააცნო.
მოხსენებაში თეა ჯუღელმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, სტუდენტური კვლევების მხარდაჭერისა და აკადემიური გაცვლების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე გამოთქვა ინიციატივა, ფრანკოფონიის ქსელში შემავალი და სამშვიდობო მიმართულებით მომუშავე უნივერსიტეტების მონაწილეობით შეიქმნას ერთიანი სამშვიდობო პლატფორმა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის განვითარებაში.

#სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ფრანკოფონია #მშვიდობისგანათლება #საერთაშორისოთანამშრომლობა

🎓 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამ...
25/09/2026

🎓 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

📅 კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 27 ოქტომბერს.

🔹 სამუშაო ენა: ქართული

🔹 კონფერენციის სექციები და მიმართულებები:

▪️ ქართველური ენები;
▪️ აფხაზური და სხვა იბერიულ-კავკასიური ენები;
▪️ თეორიული ენათმეცნიერება.

📩 აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. მას თან უნდა ახლდეს ავტორის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტის ან კვლევითი დაწესებულების დასახელება, საკონტაქტო ნომერი და ელფოსტა.

📧 აბსტრაქტები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე:

[email protected]

⚠️ წერილის თემაში მიუთითეთ: „კონფერენციის აბსტრაქტი“.

#სსუ #სამეცნიეროკონფერენცია #ქეთევანლომთათიძე #ენათმეცნიერება

🇬🇪🇮🇳 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის ელჩი ამიტ კუმარ მიშრა თანაშემწესთან ერთად ეწვია.🤝 ელჩს შეხვდნ...
24/09/2026

🇬🇪🇮🇳 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის ელჩი ამიტ კუმარ მიშრა თანაშემწესთან ერთად ეწვია.

🤝 ელჩს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, რექტორის მოადგილე რომეო გალდავა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლია ახალაძე და ენების ცენტრის უფროსი მაია დარასელია.

💬 შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო ქართულ და ინდურ კულტურებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს. ამიტ კუმარ მიშრამ ასევე ისაუბრა ინდოეთში მშვიდობის სწავლების გამოცდილებაზე.

📚 ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და გამოთქვა სურვილი, იქ ინდოეთის საელჩოს კუთხე მოეწყოს.

ℹ️ ამიტ კუმარ მიშრა ინდოეთის საგარეო სამსახურს წარმოადგენს 2004 წლიდან, ხოლო საქართველოში ინდოეთის ელჩის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2026 წლის 20 მარტიდან.

#სსუ #სოხუმისსახელმწიფოუნივერსიტეტი #ინდოეთისსაელჩო #საქართველოინდოეთი

🕯️ დღეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია 86 წლის გახდებოდა.მის სახელს უკავშირდება აფხაზეთიდან თბილ...
23/09/2026

🕯️ დღეს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია 86 წლის გახდებოდა.

მის სახელს უკავშირდება აფხაზეთიდან თბილისში დევნილობაში ყოფნის დროს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავიდან აღორძინება, განვითარება და აკადემიური ტრადიციების უწყვეტობა. ურთულეს წლებში იგი ერთგულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს და თავდაუზოგავად ზრუნავდა მის მომავალზე.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პატივისცემით იხსენებს ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება უნივერსიტეტის ისტორიასა და აღზრდილი თაობების მეხსიერებაში.

🕊️ ნათელი მის ხსოვნას და მარადიული პატივი მის ღვაწლს!

📢 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 24–25 სექტემბერს გაიმართება.რე...
22/09/2026

📢 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ბოლო ეტაპი 24–25 სექტემბერს გაიმართება.

რეგისტრაცია ეხება:

▪️ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვებულ აბიტურიენტებს, რომლებსაც ადმინისტრაციული რეგისტრაცია ამ დრომდე არ გაუვლიათ;

▪️ ე.წ. მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვებულ აბიტურიენტებს.

📑 რეგისტრაციისთვის აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

✅ პირადობის მოწმობის ასლი;
✅ წვევამდელის მოწმობის ასლი - ვაჟებისთვის, 2 ცალი;
✅ საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
✅ 3 ფოტოსურათი (3×4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
✅ დაბადების მოწმობა - არასრულწლოვანი აბიტურიენტებისთვის.

📅 რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 24–25 სექტემბერი;
🕚 დოკუმენტების მიღების დრო: 11:00–17:00 საათი.

📍 რეგისტრაციის გასავლელად გამოცხადდით იმ მისამართზე, რომელთანაც თქვენი საგანმანათლებლო პროგრამაა მითითებული.

🏢 ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61
მე-6 სართული, აუდიტორია №605

აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირდებიან შემდეგ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები:

▪️ გერმანული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ინგლისური ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ისტორია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ რუსული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ სკოლამდელი განათლება;
▪️ ქართული ფილოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ქართულ ენაში მომზადება აზერბაიჯანულენოვანთათვის;
▪️ ქართულ ენაში მომზადება სომხურენოვანთათვის;
▪️ სატყეო საქმე;
▪️ აგრარული ტექნოლოგიები;
▪️ აგრონომია;
▪️ მეცხოველეობა;
▪️ ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა.

⸻

🏢 ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26
მე-4 სართული, აუდიტორია №404

აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირდებიან შემდეგ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები:

▪️ ბიოლოგია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ გეოგრაფია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ კომპიუტერული ტექნოლოგიები - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ მათემატიკა - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ფიზიკა - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ ქიმია - მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით;
▪️ მევენახეობა და ენოლოგია;
▪️ გარემოსდაცვითი ინჟინერია;
▪️ ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია;
▪️ სასურსათო ტექნოლოგია;
▪️ სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია;
▪️ პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები;
▪️ ვეტერინარია.

⚠️ შეგახსენებთ, რომ დადგენილ ვადაში ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში აბიტურიენტი დაკარგავს მოპოვებულ სწავლის უფლებას.

📌 გთხოვთ, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია წარმოადგინოთ სრულად და განსაზღვრულ ვადაში.

#სსუ #პირველკურსელები #რეგისტრაცია #აბიტურიენტები

📸 ფოტოკოლაჟი -  2026 წლის 21 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება დ...
22/09/2026

📸 ფოტოკოლაჟი - 2026 წლის 21 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ აღინიშნა ახალი სასწავლო წლის დაწყება და პირველკურსელთა მიღება.

#სსუ #ახალისასწავლოწელი #პირველკურსელები

21/09/2026

Address

61, Anna Politkovskaya Street
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995577170740

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Sokhumi State University:

Shortcuts

Share