Conflict Institute • კონფლიქტის ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Conflict Institute • კონფლიქტის ინსტიტუტი

Conflict Institute • კონფლიქტის ინსტიტუტი A private research and educational institute

Conflict Institute is an organization dedicated to the comprehensive study, analysis, and transformation of conflicts, promoting lasting peace, social justice, and inclusive societies. Our work integrates both modern conflict management strategies and conflict psychology principles, allowing us to explore the causes, dynamics, and consequences of conflicts through a multidimensional lens. Our Vision:
A society where conflicts are perceived not as threats but as opportunities for positive change, dialogue, and collective growth. Our Mission:
To raise public awareness and develop essential skills for constructive conflict transformation, peacebuilding, and harmonious coexistence. Strategic Focus Areas:
• Conflict Research and Psychological Analysis:
We conduct in-depth conflict analysis using both social science methodologies and conflict psychology insights. Our work explores behavioral motivations, emotional triggers, and cognitive factors influencing the emergence and escalation of conflicts.
• Educational Initiatives and Awareness Programs:
We design and implement training sessions, seminars, and workshops aimed at strengthening conflict management knowledge and psychological skills such as empathy, emotional regulation, and effective communication.
• Peacebuilding Projects:
Our multi-sectoral projects promote intercultural dialogue, cooperation, and reconciliation. Special attention is given to addressing psychological trauma, supporting healing processes, and fostering mutual understanding.
• Consulting and Analytical Support:
We provide expert guidance to organizations, government bodies, and international partners on conflict prevention, transformation, and psychological aspects of conflict dynamics.
• Innovative Approaches and Modern Technologies:
We adopt and integrate innovative, multidisciplinary approaches that combine conflict analysis, psychological research, and the application of advanced technologies for effective conflict management. Core Values:
• Justice and Inclusion: We uphold human rights, fairness, and the empowerment of diverse and inclusive communities.
• Evidence-Based Practices: Our work relies on rigorous, research-driven approaches, incorporating the latest developments in conflict psychology.
• Neutrality and Impartiality: We operate with integrity, objectivity, and a commitment to unbiased analysis and action. Conflict Institute actively collaborates with international organizations, academic institutions, and civil society partners to make conflict analysis and transformation an essential part of sustainable development and global harmony.


კონფლიქტის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც კონფლიქტების კვლევის, ანალიზისა და ტრანსფორმაციის გზით ხელს უწყობს გრძელვადიანი მშვიდობის, სოციალური სამართლიანობისა და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება როგორც კონფლიქტების მართვის თანამედროვე მიდგომებს, ისე კონფლიქტის ფსიქოლოგიის ღრმა გააზრებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას კონფლიქტების მიზეზების, დინამიკისა და შედეგების მრავალგანზომილებიანი შეფასებისთვის.

ჩვენი ხედვა:
საზოგადოება, სადაც კონფლიქტები აღიქმება არა საფრთხედ, არამედ როგორც შესაძლებლობად პოზიტიური ცვლილებებისთვის, დიალოგისა და სოციალური განვითარების ხელშეწყობისთვის.

ჩვენი მისია:
გავზარდოთ საზოგადოების ცნობიერება და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კონფლიქტების კონსტრუქციული ტრანსფორმაციის, მშვიდობის მშენებლობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად.

სტრატეგიული მიმართულებები:
• კონფლიქტების კვლევა და ფსიქოლოგიური ანალიზი:
კონფლიქტების ანალიზში ვიყენებთ როგორც სოციალური მეცნიერებების, ისე კონფლიქტის ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომებს. ვიკვლევთ ინდივიდების და ჯგუფების ქცევით მოტივაციას, ემოციურ და კოგნიტურ ფაქტორებს, რაც კონფლიქტების გაჩენასა და ესკალაციაზე ახდენს გავლენას.
• საგანმანათლებლო ინიციატივები და ცნობიერების ამაღლება:
ვავითარებთ ტრენინგებს, სემინარებს და ვორქშოპებს, რომლებიც ორიენტირებულია როგორც კონფლიქტის მართვის თეორიების, ასევე ფსიქოლოგიური თვითრეგულაციისა და ემპათიის უნარების გაძლიერებაზე.
• მშვიდობის მშენებლობის პროექტები:
ვახორციელებთ მრავალსექტორულ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს კულტურათაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიური ტრავმების გადაჭრას, შერიგების პროცესების მხარდაჭერასა და ურთიერთგაგების დამკვიდრებას.
• საკონსულტაციო და ანალიტიკური მხარდაჭერა:
ვუწევთ კონსულტაციებს ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო პარტნიორებს კონფლიქტების პრევენციის, ტრანსფორმაციისა და კონფლიქტის ფსიქოლოგიური ასპექტების უკეთ გაგების მიმართულებით.
• თანამედროვე მიდგომების დანერგვა:
ვნერგავთ ინოვაციურ, მულტიდისციპლინურ მეთოდებს, რაც აერთიანებს კონფლიქტის ანალიზს, ფსიქოლოგიურ კვლევებს და ტექნოლოგიების გამოყენებას.

ღირებულებები:
• სამართლიანობა და ინკლუზიურობა – ვემსახურებით ადამიანის უფლებების დაცვას, ინკლუზიური, მრავალფეროვანი გარემოს გაძლიერებას.
• მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომები – ვეყრდნობით კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ცოდნას, მათ შორის, კონფლიქტის ფსიქოლოგიის უახლეს მიდგომებს.
• ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა – ყველა კონტექსტში ვმოქმედებთ მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მიდგომით.

კონფლიქტის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამეცნიერო ცენტრებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა კონფლიქტების გააზრებისა და ტრანსფორმაციის კულტურა გახდეს საზოგადოების განვითარების აუცილებელი ნაწილი.

საქართველო იფიცება 🇬🇪15 იანვარი, 15:00 - 18:00 #ახალიარჩევნები #თავისუფლებაპატიმრებს
15/01/2025

საქართველო იფიცება 🇬🇪
15 იანვარი, 15:00 - 18:00
#ახალიარჩევნები
#თავისუფლებაპატიმრებს

რა არის კონფლიქტის ტრანსფორმაცია?
11/01/2025

რა არის კონფლიქტის ტრანსფორმაცია?

📣 გუნდური რეგისტრაცია  -ზე უკვე დაწყებულია 👩‍💼👨‍💼
26/09/2023

📣 გუნდური რეგისტრაცია -ზე უკვე დაწყებულია 👩‍💼👨‍💼

📣 Team registration for the is now open 👩‍💼👨‍💼

It’s time to gather your best university buddies and make your mediation dream team, because you can now apply as a team to the 19th ICC International Commercial Mediation Competition ✅

This is a unique opportunity to participate in one of the biggest educational competitions worldwide dedicated exclusively to international commercial mediation. Learn from the world’s leading dispute resolution specialists, connect with peers from all around the world, and enhance your mediation skills. 💪

📝 Make your application stand out from the rest! We receive many team applications and can only offer 48 spaces in total. We strongly encourage exciting and engaging applications with a personalised approach, including your motivation for applying.

More information and registration via 🔗 https://2go.iccwbo.org/icc-international-commercial-mediation-competition.html

🎎 როგორ ხედავენ კონფლიქტებს რელიგიურ ჭრილში?🌾 ჰინდუს თანახმად 1 :კონფლიქტი არის როგორც დამანგრეველი, ასევე შეიძლება იყოს...
07/02/2020

🎎 როგორ ხედავენ კონფლიქტებს რელიგიურ ჭრილში?

🌾 ჰინდუს თანახმად 1 :
კონფლიქტი არის როგორც დამანგრეველი, ასევე შეიძლება იყოს შემომქმედი;
კონფლიქტი როგორც
ძალადობის, ასევე, განვითარების წყარო. კონფლიქტის მუშაკს აქვს მესამე როლი - როლი დამცველისა,
რომელიც ახდენს კონფლიქტის ტრანსფორმაციას ძალადობის არიდებისა და წინსვლის ხელშეწყობის
გზით.

🙏 ბუდიზმის თანახმად 2 :
არსებობს ურთიერთდამოკიდებულება წარმომავლობაში. ყველაფერი ერთად ვითარდება -
ურთიერთდამოკიდებულებაშია. კონფლიქტს არც დასაწყისი გააჩნია და არც დასასრული, ჩვენ ყველა
ვიზიარებთ პასუხისმგებელობას. არ არსებობს ერთი მოქმედი პირი - ყველა აგებს პასუხს, ყველაა
დამნაშავე.

⛪ ქრისტიანობის თანახმად 3 :
კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება ინდივიდებს, მათ
გადაწყვეტილებას იმოქმედონ მშვიდობის იმედისა და არა ძალადობის, იმედის ხელშეწყობის
მიმართულებით.

🍃 დაოიზმის თანახმად: 4 :
ყველაფერში არის ინი და იანი - კარგი და ცუდი. არჩეულ ქმედებას, ალბათ, ნეგატიური მხარეებიც
ახლავს თან. ასევე, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ქმედებას რომელიც არ ავირჩიეთ, პოზიტიურის მატარებელიც იყოს. აქედან გამომდინარეობს შექცევადობის მოთხოვნილება - კეთება იმისა, რაც
შეიძლება გაუკეთებელი დარჩეს.

🕌 ისლამის თანახმად 5 :
სიძლიერე მომდინარეობს იქიდან, რომ ყველა ემორჩილება საერთო მიზანს. ეს მოიცავს კონკრეტულ
პასუხისმგებლობას ყველას კარგად ყოფნაზე.

🕍 იუდაიზმის თანახმად 6 :
სიმართლე ძევს არა სიტყვიერ ფორმულაში, არამედ დიალოგში, რომელიც ფორმულამდე მიდის. ამ
დიალოგს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული.

✨ კონფლიქტური სიტუაციების დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო სივრცეში.შვედი სოციოლოგი მეტს ...
17/07/2019

✨ კონფლიქტური სიტუაციების დროს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციული კულტურა, სამუშაო სივრცეში.

შვედი სოციოლოგი მეტს ალვესონი ასეთი მეტაფორებით განასხვავებს ორგანიზაციულ კულტურას :

1. არაფორმალური კონტრაქტის კონტროლის მექანიზმები
2. კომპასი, რომელიც პრიორიტეტულ მიმართულებებს აჩვენებს
3. ორგანიზაციასთან იდენტიფიკაციისათვის საჭირო სოციალური წებო
4. კერპი, რომლის ერთგულნიც არიან ადამიანები
5. ემოციებისა და მათი გამოხატვის რეგულატორი
6. კონფლიქტების, ორაზროვნებისა და ფრაგმენტაციის ნარევი
7. მოცემულობად მიჩნეული იდეები, რომლებსაც მივყავართ გაუთვალისწინებელ, გაუგებარ სიტუაციებამდე
8. იდეების და მნიშვნელობების ჩაკეტილი სისტემა, რომელიც ადამიანებს ახალი შესაძლებლობების კრიტიკულად შესწავლაში უშლის ხელს.

კონფლიქტების კონტექსტში ძლიერი ორგანიზაციული კულტურა, როგორც დადებითი - ასევე უარყოფითი ხასიათისაც შეიძლება იყოს.

ძლიერი ორგანიზაციული კულტურები ვერ იტანენ უცხო პირებს, ან ადამიანებს, რომლებიც მის წესებს უგულებელყოფს. ამიტომაც ამ დროს აქტუალური ხდება უთანხმოება და დაპირისპირება.
ამ კულტურის წევრები თითქოს საკუთარ თავზე იღებენ მისიას, მიღებული წესები და აწყობილი სისტემა, დანგრევას გადაარჩინონ.

ამიტომაც მსგავსი შემთხვევა შეიძლება ფატალურადაც დასრულდეს. აღნიშნული კონტექსტი კი ყოველთვის გასათვალისწინებელია.

მიუხედავად უარყოფითი მხარისა - ორგანიზაციული კულტურა ნამდვილად არის სოციალური წებო, რომელიც ბევრი კონფლიქტის პრევენციას უწყობს ხელს და მისი ცალსახად დახასიათება რთულია.

კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი ხონს ეწვია და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე : კონფლიქტების მა...
22/05/2019

კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი ხონს ეწვია და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე : კონფლიქტების მართვა და კომუნიკაციის თავისებურებები.

შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო და გაჯერებული პრაქტიკული სავარჯიშოებით. მოსწავლეებმა კარგად აითვისეს კონფლიქტის ესკალაციის ეტაპები, კონფლიქტის ტიპები და სტრატეგიები.
უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რა როლს თამაშობს კომუნიკაცია კონფლიქტში, რა ძირითად შეცდომებს უშვებენ კომუნიკაციის დროს და როგორ უნდა გახდნენ ეფექტური კომუნიკატორები.

18/05/2019
გაქვთ კონფლიქტი? IC Connect-ის პლატფორმა ზედგამოჭრილია დისკუსიისთვის, სადაც პროფესიონალები დაგეხმარებიან მიიღოთ სწორი რჩ...
15/05/2019

გაქვთ კონფლიქტი?

IC Connect-ის პლატფორმა ზედგამოჭრილია დისკუსიისთვის, სადაც პროფესიონალები დაგეხმარებიან მიიღოთ სწორი რჩევები, მოაგვაროთ კონფლიქტი და პროდუქტიულად წარმართოთ თქვენი ცხოვრება. ანონიმურობა დაცულია!

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე:

ხშირად გქონიათ ალბათ შემთხვევა როდესაც უბრალო დისკუსიაში ჩაებით, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი კამათში გადაიზა...

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 15:00
Saturday 09:00 - 15:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Conflict Institute • კონფლიქტის ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share