სოციალური უნარების, მანერებისა და კომუნიკაციის კურსი პატარებისთვის სოლო • SOLO-თან თანამშრომლობით 💫
თბილისის პროტოკოლის სკოლა Tbilisi Protocol School
პირველი ბიზნეს ეტიკეტის და პროტოკოლის სერთიფიცირებული კურსი საქართველოში.
თბილისის პროტოკოლის სკოლა პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას მიიღოს სერთიფიცირებული განათლება საერთაშორისო ბიზნეს ეტიკეტისა და პროტოკოლის სფეროში.
ვინ არის ჩვენი ლექტორი?
სკოლის ხელმძღვანელი და მთავარი ტრენერია ნინო ახალაია. მას გავლილი აქვს ევროპის პროტოკოლის სკოლის (Europrotocol – The European School of Protocol) ტრენერთა მომზადების სასწავლო კურსი,
რატომ არის აზრს მოკლებული ევროპული სერვირება ქართულ სუფრაზე? ამ თემაზე დღეს ჩვენმა ტრენერმა, ნინო ახალაიამ ისაუბრა TV პირველის შუადღის ეთერში 🍽
21/02/2023
ცხადდება რეგისტრაცია ევროპული სუფრის ეტიკეტის მასტერკლასზე 🍴
◼️ შეხვედრის შინაარსი:
• ევროპული სუფრის სერვირება
• განსხვავება ქართული და ევროპული სუფრის ეტიკეტს შორის
• მაგიდის აქსესუარები - მათი დანიშნულება და განლაგება სუფრაზე
• დანა-ჩანგლის ხმარების წესი ევროპული და ამერიკული სტილით
• ზოგიერთი კერძის მირთმევის თავისებურება
◼️ თარიღი:
18 მარტი
◼️ დრო:
13:00 საათი
◼️ ფორმატი:
ჯგუფური შეხვედრა 4 კერძიანი სადილის
თანხლებით
◼️ ადგილი:
სასტუმრო Hilton Garden Inn Tbilisi
◼️ ხანგრძლივობა:
2 საათი
◼️ ღირებულება:
250 ლარი
ადრეული რეგისტრაციის შემთხვევაში (28 თებერვლამდე): 200 ლარი
✉️ დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე ([email protected]) ან Facebook მესენჯერის საშუალებით
20/02/2023
▪️ სად მოვათავსოთ ხელჩანთა საკვების მიღების დროს?
▪️ სპეციალური მაგიდის კაუჭი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია 👌
19/09/2022
დედოფლის დაკრძალვის ცერემონია ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართა. ეს ის ისტორიული ადგილია, სადაც 69 წლის წინ ელისაბედ მეორის კორონაცია შედგა, ხოლო 75 წლის წინ მაშინდელმა პრინცესამ და პრინცმა ფილიპემ იქორწინეს 🖤
სამგლოვიარო მსახურებას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები და სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები.
დედოფლის კუბო საფეხმავლო მსვლელობით გააცილეს ველინგტონის თაღამდე, იქიდან კი უინძორის სასახლემდე. პროცესს ათასობით ადამიანი ესწრებოდა, რომლებიც 40 კილომეტრიან პროცესიას გასდევდნენ, რათა ბოლოჯერ შეევლოთ თვალი ელისაბედ მეორის უკანასკნელი მოგზაურობისთვის წმინდა ჯორჯის ტაძრამდე 🖤
დღეს დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ტრადიციების პატივისცემისა და გრანდიოზული მასშტაბის ღონისძიების უზადოდ ორგანიზების ღირსეული მაგალითი.
08/09/2022
მეტი ვიდრე უბრალოდ მონარქი 🖤
29/06/2022
28 ივნისი, 2022წ - ნატოს სამიტის მონაწილე ქვეყნების მეთაურების საპატივსაცემო ვახშამი მადრიდში 👑
ესპანეთის მეფე-დედოფლისა და ბაიდენების მისალმების დროს პროტოკოლის სპეციალისტების აღშფოთება ერთმა დეტალმა გამოიწვია.
რა გადაცდომას ხედავთ ფოტოზე? 😉
რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ჩაცმის ფორმა? ამ თემაზე დღეს ჩვენმა ტრენერმა, ნინო ახალაიამ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა 👇
06/04/2022
თითო სიტყვა უმნიშვნელოვანესია 🤍
📙 არ არის გასაკვირი არ ვიცოდეთ და არ ვფლობდეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან სწორი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. შესაძლოა არ ვიცოდეთ როგორ მივმართოთ სწორად ან როგორ მოვიქცეთ მათთან ურთიერთობისას.
📗 ჩვენ მუდმივად შემოგთავაზებთ ტერმინებს, რომლებიც დაგეხმარებათ სწორი კომუნიკაციის წარმართვაში, რადგან კორექტული მიმართვა არამხოლოდ ეთიკურია და ზრდილობის საქმეა, არამედ ზოგიერთი ყველასათვის მისაღები სიტყვა, ფრაზა თუ ცნება, შესაძლოა შეურაცხმყოფელი იარლიყი და სტერეოტიპი იყოს ამ ადამიანებისათვის.
📘 თქვენ რა ტიპის შეცდომების შემსწრე ყოფილხართ? ან იქნებ არსებობს ისეთი ტერმინი, რომელსაც ხშირად იყენებთ და გსურთ დააზუსტოთ - სწორია თუ არ არის სწორი. მოგვწერეთ 🤗
#არცერთიბავშვიგანათლებისგარეშე
#ყველაბავშვისჩართულობისთვის
UNICEF Georgia
08/02/2022
ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა კრემლში.
მოსკოვი, 2022 წლის 7 თებერვალი
ამ გრანდიოზულმა მოლაპარაკების მაგიდამ საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მსოფლიო მასშტაბით. სოციალურ ქსელებში ამ დრომდე გრძელდება სხვადასხვა სახუმარო პოსტებისა და შარჟების შექმნა აღნიშნულ თემაზე.
მაინც რატომ იყო მაგიდა ასეთი დიდი?
როგორც კრემლის პრეს სამსახურის სპიკერმა განაცხადა, შეხვედრის ეს ფორმატი ერთადერთი მიზეზით აიხსნება და ეს მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა. შესაბამისად, ოფიციალური მოსკოვის განმარტებით, საქმე ვირუსის გადადების რისკების შემცირების მცდელობასთან გვაქვს.
თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომელთა თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ჟესტით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება დასავლეთის ლიდერების მიმართ.
თქვენ როგორ ფიქრობთ? რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე? 💭
24/01/2022
არავითარი "მეგობარო", "ერთი წუთით", "უფროსო" 🙃
p.s. თქვენც ასე ხართ? 🙃
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the school
Website
Address
Tbilisi