Pegas School / სკოლა პეგასი

Pegas School / სკოლა პეგასი მიეცი ნიჭსა გზა ფართო... "პეგასი" აგრძელებს სკოლა "ოქროს ვერძის" მემკვიდრეობას ახალი სახელით.

"ოქროს ვერძი" დაარსდა 2000 წელს, რომლის ხელმძღვანელია დირექტორი დემურ ავალიანი. სკოლა შედეგებით ფასდება. ჩვენი კურსდამთავრებულები (მათ შორის ათობით ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი) წარმატებით აბარებენ საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს.

სკოლამ გაიარა ავტორიზაცია და ხელმძღვანებლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმით.

გაძლიერებულად ისწავლება ყველა სავალდებულო საგანი.

გარდა დადგენილი დისციპლინებისა, არჩევითი საგნებია – გლობალური გეოგრაფია (XII კლ.), სამართალი (XI კლ.), ხელოვნების ისტორია (XI კლ.). უცხო ენები (გერმანული, რუსული), ჭადრაკი (I-XI კლ.) ინფორმატიკა (II-IV-VII-XII კლ.), ცეკვა (I-VIკლ).

სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება პრეზენტაციები და ინტეგრირებული გაკვეთილები, კონფერენციები, დისკუსიები, ინტელექტუალური თამაშები, შემეცნებითი ხასიათის ექსკურსიები.

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

23/09/2026
🎉🎉გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
15/09/2026

🎉🎉გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

12/06/2026

🌞🏫 პეგასის საზაფხულო სკოლა იწყება! 🏫🌞

ძვირფასო მშობლებო,

სკოლა „პეგასი“ 22 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით I–IV კლასის მოსწავლეებს გიწვევთ საზაფხულო სკოლაში 🎉

ჩვენთან ბავშვებს ელოდებათ მხიარული, შემეცნებითი და შემოქმედებითი დღეები, ახალი მეგობრები, საინტერესო აღმოჩენები და დაუვიწყარი საზაფხულო მოგონებები! ☀️❤️

✨ პროგრამა მოიცავს:
🔢 მათემატიკურ თამაშებს, ლოგიკურ და თავსატეხ ამოცანებს
📚 ზღაპრების, იგავებისა და ლექსების კითხვასა და განხილვას
🇬🇧 სახალისო ინგლისურის საათებს
🔬 ექსპერიმენტებსა და კვლევებს ბუნებისმეტყველებაში
🎬 ქართული ანიმაციების ჩვენებას და განხილვას
👩‍🍳 კულინარიის საათს
⚽ სპორტულ აქტივობებს
🎵 მუსიკალურ და რიტმულ თამაშებს
🎨 ხატვას, ძერწვას, თექაზე მუშაობას და სხვადასხვა შემოქმედებით საქმიანობას
🌳 გარე აქტივობებს კიკვიძის ბაღში

🍎 ორჯერადი კვება და ხილის ხემსი ჩართულია!

🕙 სამუშაო დრო: 10:00 – 18:00

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

👩‍🏫 სოფო შენგელია
📱 595 598 943

10/06/2026

სკოლა „პეგასი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი კოლეგის, როლანდ ჩხეიძის, ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს!

🎨✨ 1 ივნისს სკოლა „პეგასის“ მე-3 კლასის მოსწავლეები მხატვრების გამოფენას ესტუმრნენ და გაეცნენ მათ შემოქმედებას.🟢 გამოფენ...
04/06/2026

🎨✨ 1 ივნისს სკოლა „პეგასის“ მე-3 კლასის მოსწავლეები მხატვრების გამოფენას ესტუმრნენ და გაეცნენ მათ შემოქმედებას.
🟢 გამოფენის ფარგლებში გაიმართა ვორქშოფიც, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და შექმნეს საინტერესო ნამუშევრები. 🖌️🎨

26/05/2026

🇬🇪 „საქართველო უპირველეს ყოვლისა თავისუფლებაა.“ - მერაბ კოსტავა.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდევლობის დღეს❤️🤍
ეს დღე ჩვენია!✊🏻🇬🇪

22/05/2026

ბოლო ზარი 2026❗️🎉🎉🎉

🎉 ჩვენი წარმატებული მოსწავლეები 🇬🇪საქართველოში ახალგაზრდა დიპლომატები-ის მიერ ორგანიზებულ გაეროს მოდელირებულ კონფერენცია...
13/05/2026

🎉 ჩვენი წარმატებული მოსწავლეები 🇬🇪

საქართველოში ახალგაზრდა დიპლომატები-ის მიერ ორგანიზებულ გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს თავი და მნიშვნელოვანი მიღწევები მოიპოვეს 🌍✨

🇧🇪 ბრიუსელი -
50%-იანი გრანტი🏅
👩‍🎓 ნუცა ქვრივიშვილი
👩‍🎓 ნია წურწუმია
👨‍🎓 თაზო ჯულაყიძე

🇧🇪 ბრიუსელი -
30%-იანი გრანტი🏅
👩‍🎓 ბარბარე ფურელიანი
👩‍🎓 ბარბარე მიქაძე
👨‍🎓 დავით ტალახაძე
👨‍🎓 ნიკოლოზ ფერაძე
👨‍🎓 ნიკოლოზ ლაბაძე

🇯🇵 ტოკიო - 50%-იანი გრანტი🏅
👩‍🎓 ბარბარე ფურელიანი
👨‍🎓 დავით ტალახაძე
👨‍🎓 ნიკოლოზ ლაბაძე

🇺🇸 შეერთებული შტატები - 50%-იანი გრანტი🏅
👨‍🎓 თემო ლომიძე
👨‍🎓 ანდრია ჯმუხაძე
👩‍🎓 ანანო ქებურია
👩‍🎓 ელენე დავითაძე
👩‍🎓 ბარბარე მიქაძე
👩‍🎓 მარიამ დავითაშვილი
👩‍🎓 ელენე შონია

🌟 მოსწავლეებმა ასევე მოიპოვეს მრავალფეროვანი ნომინაციები:
🏆 „გუნდის საუკეთესო რეზოლუცია“
🏛️ „საუკეთესო კომიტეტი“
👔 „საუკეთესო სამოსი“
🎖️ „საუკეთესო დელეგატი“

👏 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას! 💚✨

📚✨ VI „ა“ და „ბ“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს „სახალისო გრამატიკა“ 🎭ისაუბრეს „სარეველა სიტყვებზე“ 🚫 (ჟარგონი, ბარბარ...
05/05/2026

📚✨ VI „ა“ და „ბ“ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს „სახალისო გრამატიკა“ 🎭

ისაუბრეს „სარეველა სიტყვებზე“ 🚫 (ჟარგონი, ბარბარიზმები, ვულგარიზმები) და დიალექტების მნიშვნელობაზე 🗣️, რომლებიც ამდიდრებს ქართულ ენას 🇬🇪💙

მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს იმერული და გურული დიალექტური ფორმები, ბოლოს კი იმერული კილოკავით გააცოცხლეს ზღაპარი „ციდურა და ტკაველა“ 🎬

სახალისო კითხვები და გამოცანები დარბაზის წევრებთან კი ღონისძიების მხიარული და საინტერესო დასასრული იყო 💚⭐️

28/04/2026

დედაენის დღის კვირეულის ფარგლებში, სკოლა „პეგასის“ მე-4 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ქართული კალიგრამები ✍️📖

კიდევ ერთი სახალისო, შემოქმედებითი და ამავდროულად საგანმანათლებლო გამოცდილება 🌟🎨❤️
#დედაენისდღე #ქართულიენა #პეგასი #შემოქმედება #სკოლა

Address

ჭყონდიდელის ქ. 56
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995592300689

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Pegas School / სკოლა პეგასი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Pegas School / სკოლა პეგასი:

Shortcuts

Share

Category