აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University

აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University agruni.edu.ge
youtube.com/freeunimedia
twitter.com/BenduCampus
instagram.com/bendukidzecampus

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2011 წლიდან განხორციელებული რეფორმების შედეგად, ერთ-ერთ რეიტინგულ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა და დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფადგანვითარებადი უმაღლესი სასწავლებელია.
2021 წელს ჩარიცხული აბიტურიენტების საშუალო ქულების რეიტინგის მიხედვით, საქართველოში არსებულ მულტიპროფილურ უნივერსიტეტს შორის აგრარული უნივერსიტეტი მეორე ადგილზე გავიდა. მრავალმილიონიანი ინვესტიციების შედეგად, ახალი აგრარულ უნივერსიტეტი სრულფასოვანი და მაღალხარისხიანი განათლების კერად იქცა. სასწავლო პროგრამები მაქსიმულურად დაახლოებულია დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან (მაგალითად: მიჩიგანის უნივერსიტეტი (აშშ), მისურის უნივერსიტეტი (აშშ), კორნელის უნივერსიტეტი (აშშ), კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ), ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია) და სხვ.). ჩვენთან ასწავლიან მაღალკვალიფიციური პროფესორ - მასწავლებლები, მათ შორის, ის ქართველი მეცნიერები, რომლებიც დასავლურ უნივერსიტეტებში მუშაობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, რათა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა აგრარულ უნივერსიტეტში განაგრძონ. აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორია ევროპის, ამერიკისა და აზიის 13 უნივერსიტეტი, რაც სტუდენტებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 3 ფაკულტეტს აერთიანებს:
• აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტი
• საინჟინრო - ტექნოლოგიური ფაკულტეტი
• ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
ჩვენთან სწავლება მიმდინარეობს როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ასევე პროფესიული პროგრამებით.
ჩვენ ორიენტირებული ვართ პრაქტიკით გამყარებულ ცოდნაზე. სტუდენტები მიღებულ თეორიულ ცოდნას იმყარებენ თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლის პროცესშივე არიან ჩართულები სამეცნიერო პროექტებში, დამოუკიდებლად ატარებენ საინტერესო ექსპერიმენტებს.
ეს ყველაფერი კონკურენტუნარიანს ხდის მათ შრომის ბაზარზე.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მიქაძე  სწავლას აგრძელებს იტალია...
15/09/2026

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი მიქაძე სწავლას აგრძელებს იტალიაში, მილანის უნივერსიტეტში (Università degli Studi di Milano), სამაგისტრო პროგრამაზე - “კოსმეტიკური ინდუსტრიის მეცნიერება (Cosmetic Industrial Science)”. მან მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება.

სამაგისტრო პროგრამა ინტერდისციპლინურია, რომელიც თანამედროვე ფარმაცევტული მეცნიერებებისა და ინდუსტრიის მოთხოვნებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს ახალი პროდუქტების მეცნიერულ კვლევა-განვითარებას. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ მისი დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული ავტომატურად იღებს შესაძლებლობას აკადემიური კარიერა გააგრძელოს ამავე უნივერსიტეტის “ფარმაცევტული მეცნიერებების” სადოქტორო პროგრამაზე (PhD).

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების, მარიამ ნავროზაშვილისა და ნათია ქევხიშვილის ავტორობით, საერთაშორისო რეფ...
14/09/2026

ქიმიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულების, მარიამ ნავროზაშვილისა და ნათია ქევხიშვილის ავტორობით, საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში ACS Applied Polymer Materials (Impact Factor: 5.2) გამოქვეყნდა კვლევითი სტატია „Solvent-Mediated Thermal Crosslinking of Sulfonated Aromatic Polymers“.

კვლევა განხორციელდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო პოლიმერების ლაბორატორიაში, პროფესორ გიორგი ტიტვინიძის ხელმძღვანელობით, გერმანულ კვლევით ინსტიტუტ Hahn-Schickard-თან თანამშრომლობით.

სტატიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://doi.org/10.1021/acsapm.6c02367

ვეტერინარიუმის აგვისტოს ქირურგიული თავგადასავალი 🩵✨კლინიკა ვეტერინარიუმისთვის აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეული თვე იყო. ...
09/09/2026

ვეტერინარიუმის აგვისტოს ქირურგიული თავგადასავალი 🩵✨

კლინიკა ვეტერინარიუმისთვის აგვისტო განსაკუთრებით გამორჩეული თვე იყო. გაკეთდა არაერთი რთული და მრავალფეროვანი ოპერაცია, რომელთა ნაწილიც საქართველოში მხოლოდ ჩვენს კლინიკაში ტარდება, ზოგიერთი მათგანი კი რეგიონში პირველად შესრულდა.

აგვისტოში გაკეთდა:
•⁠ ⁠მხრის ძვლის დისტალური მოტეხილობის ქირურგიული მკურნალობა - 1 ოპერაცია
•⁠ ⁠კვირისტავის ღარის ენდოპროთეზირება, ბარძაყისა და დიდი წვივის ძვლების სოლისებურ ოსტეოტომიასთან ერთად - 1 ოპერაცია
•⁠ ⁠კისრის მალთაშუა დისკის თიაქრის ქირურგიული მკურნალობა - 2 ოპერაცია
•⁠ ⁠TPLO - 2 ოპერაცია. TPLO არის მუხლის წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდი, რომელიც სახსრის სტაბილურობას წვივის ძვლის ბიომექანიკის შეცვლით აღადგენს
•⁠ ⁠მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება KYON-ის ციურიხის საპროთეზო სისტემით - 2 ოპერაცია, რომლებიც რეგიონში პირველად გაკეთდა
•⁠ ⁠მსხვილი ნაწლავის სიმსივნის რეზექცია - 1 ოპერაცია
•⁠ ⁠ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია - 1 ოპერაცია
•⁠ ⁠ბარძაყის ძვლის თავის მრგვალი იოგის პროთეზირება - 1 ოპერაცია
•⁠ ⁠ბარძაყის ძვლის თავისა და ყელის რეზექცია - 3 ოპერაცია
•⁠ ⁠ლაპაროსკოპიული კუჭის ბიოფსია და ლიმფური კვანძის აბსცესის დრენირება - 1 ოპერაცია.

და ეს არ არის სრული სია 💕

ყველა ჩამოთვლილი ქირურგიული ჩარევა ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, გააკეთა. ანესთეზიას მართავდა კლინიკის ანესთეზიოლოგი და კარდიოლოგი, ნათია რობაქიძე, ხოლო ქირურგს ასისტირებას უწევდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის სკოლის მაგისტრანტები, მარიამ კაპანაძე და ლუკა ღლონტი.

ამ სირთულის ოპერაციების უსაფრთხოდ და მაღალი პროფესიული სტანდარტით ჩატარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უზრუნველყოფს. საქართველოში ვეტერინარიუმის ქირურგიული სივრცე გამორჩეულად თანამედროვე, დიდი და ნათელია. იგი აღჭურვილია რთული ქირურგიული ჩარევებისა და პაციენტების მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგისთვის საჭირო ტექნოლოგიებით.

გაბრიელ გარსია მარკესმა „შევხვდებით აგვისტოში“ დაგვითქვა. ვეტერინარიუმისთვის კი ეს შეხვედრა გამორჩეულად რთული და მრავალფეროვანი ქირურგიული თავგადასავალი აღმოჩნდა 🫶🏼

Veterinarium’s August Surgical Adventure 🩵✨

August was an especially remarkable month for Veterinarium. Our team performed a wide range of complex surgical procedures, some of which are currently performed only at our clinic in Georgia, while others were carried out for the first time in the region.

Surgeries performed in August included:
•⁠ ⁠Surgical repair of a distal humeral fracture - 1 procedure
•⁠ Patellar groove replacement combined with CCWO (cranial closing wedge osteotomy) and DFO (distal femoral osteotomy) - 1 procedure
•⁠ ⁠Surgical treatment of cervical intervertebral disc herniation - 2 procedures
•⁠ ⁠TPLO - 2 procedures. TPLO, or tibial plateau levelling osteotomy, is an advanced surgical technique used to treat cranial cruciate ligament injuries. It restores stability to the knee joint by altering the biomechanics of the tibia
•⁠ ⁠Total hip replacement using the KYON Zurich Cementless prosthetic system - 2 procedures, performed for the first time in the region
•⁠ ⁠Resection of a large-intestinal tumour - 1 procedure
•⁠ ⁠Thyroid gland tumor resection - 1 procedure
•⁠ ⁠Open reduction of coxofemoral luxation using toggle pin method - 1 procedure
•⁠ ⁠Femoral head and neck excision - 3 procedures
•⁠ ⁠Laparoscopic gastric biopsy and drainage of a lymph-node abscess - 1 procedure

And this is not the complete list 💕

All the surgical procedures listed above were performed by Veterinarium’s Head Veterinarian and surgeon, Dr. Lasha-Giorgi Japaridze. Anaesthesia was managed by the clinic’s anaesthesiologist and cardiologist, Natia Robakidze. The surgeon was assisted by Mariam Kapanadze and Luka Ghlonti, master’s students at the School of Veterinary Medicine of the Agricultural University of Georgia.

Procedures of this complexity can be performed safely and to the highest professional standards only with the support of appropriate infrastructure. Veterinarium’s surgical facilities stand out for being exceptionally modern, spacious, and bright in Georgia. They are equipped with the technology required for complex surgical procedures and continuous patient monitoring.

Gabriel García Márquez gave us “Until August”. For Veterinarium, August brought an exceptionally challenging and diverse surgical adventure 🫶🏼

საქართველოს კულინარიის აკადემიაში გრძელდება მიღება კონდიტერის პროფესიულ პროგრამაზე ✨ ახალი ნაკადი სწავლას ოქტომბერში დაი...
06/09/2026

საქართველოს კულინარიის აკადემიაში გრძელდება მიღება კონდიტერის პროფესიულ პროგრამაზე ✨ ახალი ნაკადი სწავლას ოქტომბერში დაიწყებს 🩷

პროგრამის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვეა. სწავლება ინტერდისციპლინურია და, საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიის გარდა, მოიცავს კალკულაციას, სურსათის უვნებლობას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებსა და სხვა დაკავშირებულ დისციპლინებს. ეს კურსდამთავრებულებს აძლევს პროფესიის სიღრმისეულ, ჰოლისტიკურ ცოდნასა და გააზრებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ არა მხოლოდ კონდიტერებათ, არამედ შექმნან საკუთარი საკონსულტაციო სერვისები სარესტორნო ბიზნესისთვის მენიუს შემუშავების, პერსონალის გადამზადებისა და სხვა მიმართულებებით.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს:
•⁠ ⁠საკონდიტრო ნაწარმის მომზადების ტექნოლოგია
•⁠ ⁠ქიმიის საფუძვლები
•⁠ ⁠მიკრობიოლოგიის საფუძვლები
•⁠ ⁠სურსათის უვნებლობა
•⁠ ⁠HACCP-ის სისტემა
•⁠ ⁠კალკულაცია
•⁠ ⁠პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგი
•⁠ ⁠კომპიუტერული უნარები
•⁠ ⁠პრაქტიკა კვების ობიექტებში

პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
•⁠ ⁠მცირე ჯგუფებში
•⁠ ⁠ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების (learning by doing) მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას, როდესაც სტუდენტები დესერტებს თავად ამზადებენ. თითოეული სტუდენტისთვის შექმნილია ინდივიდუალური, თანამედროვე სამუშაო სივრცე და ინფრასტრუქტურა.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 20 სექტემბრამდე ბმულზე: https://shorturl.at/avH42

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://shorturl.at/5ZEUN

საქართველოს კულინარიის აკადემიაში გრძელდება მიღება მზარეულის პროფესიულ პროგრამაზე ✨ ახალი ნაკადი სწავლას ოქტომბერში დაიწ...
05/09/2026

საქართველოს კულინარიის აკადემიაში გრძელდება მიღება მზარეულის პროფესიულ პროგრამაზე ✨ ახალი ნაკადი სწავლას ოქტომბერში დაიწყებს 💜

პროგრამის ხანგრძლივობა დაახლოებით 1 წელია. სწავლება ინტერდისციპლინურია და, მომზადების ტექნოლოგიის, მსოფლიო და ქართული სამზარეულოს გარდა, მოიცავს დესერტების, ღვინის დეგუსტაციის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლებსა და სხვა დაკავშირებულ დისციპლინებს. ეს კურსდამთავრებულებს აძლევს პროფესიის სიღრმისეულ, ჰოლისტიკურ ცოდნასა და გააზრებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ არა მხოლოდ მზარეულებად, არამედ შექმნან საკუთარი საკონსულტაციო სერვისები სარესტორნო ბიზნესისთვის მენიუს შემუშავების, პერსონალის გადამზადებისა და სხვა მიმართულებებით.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კურსებს:
•⁠ ⁠მომზადების ტექნოლოგია და მსოფლიო სამზარეულო
•⁠ ⁠ქართული სამზარეულო
•⁠ ⁠დესერტები
•⁠ ⁠ღვინის დეგუსტაცია
•⁠ ⁠სურსათის უვნებლობა
•⁠ ⁠ქიმიის საფუძვლები
•⁠ ⁠მიკრობიოლოგიის საფუძვლები
•⁠ ⁠HACCP-ის სისტემა
•⁠ ⁠კულინარიის ისტორია
•⁠ ⁠კალკულაცია
•⁠ ⁠სერვირება
•⁠ ⁠სამზარეულოში მუშაობის წესები
•⁠ ⁠პირველადი სამედიცინო დახმარება
•⁠ ⁠კომპიუტერული უნარები
•⁠ ⁠პრაქტიკა კვების ობიექტებში
პროგრამის სწავლება მიმდინარეობს:
•⁠ ⁠მცირე ჯგუფებში
•⁠ ⁠ქმედებაზე დაფუძნებული სწავლების (learning by doing) მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს პრაქტიკულ სწავლებას, როდესაც სტუდენტები კერძებსა და დესერტებს თავად ამზადებენ. თითოეული სტუდენტისთვის შექმნილია ინდივიდუალური, თანამედროვე სამუშაო სივრცე და ინფრასტრუქტურა.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 13 სექტემბრამდე ბმულზე: https://shorturl.at/avH42

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://shorturl.at/5ZEUN

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.სწავლის დაწყ...
05/09/2026

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

სწავლის დაწყების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 20 სექტემბრის ჩათვლით ბმულზე: https://shorturl.at/2rQ0G

პროგრამის მიზანია შრომის ბაზარზე ორიენტირებული ცოდნის მქონე მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან, ნერგავენ, მართავენ და აუმჯობესებენ სურსათის უვნებლობის მართვის სისტემებს სურსათის წარმოების ჯაჭვში ჩართული ყველა ბიზნესოპერატორისათვის.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან სხვადასხვა სასწავლო კურსს,
• შესავალი სურსათის უვნებლობაში
• სურსათის მიკრობიოლოგია
• სურსათის ქიმია
• სურსათის საფრთხეები
• HACCP-ის სისტემა
• მართვის ინსტრუმენტები და აუდიტი

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/F4LOb

აგრარული უნივერსიტეტის 2026-27 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება...
02/09/2026

აგრარული უნივერსიტეტის 2026-27 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს 14:00 საათზე და დასრულდება 9 სექტემბერს 20:00 საათზე.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/vPu1Z

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახე-მეღვინის სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 💚სწავლის დაწყების...
31/08/2026

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახე-მეღვინის სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 💚

სწავლის დაწყების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 15 სექტემბრის ჩათვლით ბმულზე: https://shorturl.at/wQb1K

პროგრამის მიზანია მევენახე-მეღვინისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით. სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან შემდეგ კურსებს:
•⁠ მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
•⁠ ⁠ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
•⁠ ⁠ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
•⁠ ⁠ვენახის გაშენება და მოვლა
•⁠ ⁠ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
•⁠ ⁠ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები
•⁠ ⁠ღვინის მოვლა
•⁠ ⁠ღვინის მარკეტინგი
•⁠ ⁠ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
•⁠ ⁠ღვინის დეგუსტაცია

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://shorturl.at/ymLDS

პროგრამა შემუშავდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

დიდებული ამბავიიი: საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა 🩵✨✨✨20 აგვისტოს კლინიკ...
21/08/2026

დიდებული ამბავიიი: საქართველოში პირველად ცხოველს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული პროთეზირება გაუკეთდა 🩵✨✨✨

20 აგვისტოს კლინიკა ვეტერინარიუმში, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში პირველად, ცხოველებს მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების (Total Hip Replacement - THR) ოპერაციები გაუკეთდა შვეიცარიული კომპანია KYON-ის ციურიხის უცემენტო პროთეზირების სისტემის გამოყენებით.

მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების ოპერაცია გაუკეთდათ:
• გოლდენ რეტრივერს, რომელიც ამ ოპერაციის ჩასატარებლად სპეციალურად სომხეთიდან ჩამოიყვანეს
• გერმანულ ნაგაზს, რომელიც ამერიკული ოჯახის კომპანიონი ცხოველია

ოპერაციები ვეტერინარიუმის მთავარმა ვეტერინარმა, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ გააკეთა. მას ასისტირებას უწევდა ბელგიელი ვეტერინარი ორთოპედი ქირურგი და KYON-ის ინსტრუქტორი კრის ქემფსი (Kris Camps), რომელიც სპეციალურად ამ ოპერაციებისათვის ეწვია საქართველოს.

კრის ქემფსმა ვეტერინარული განათლება ბელგიაში, გენტის უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი ნაწილი კი ნიდერლანდებსა და შვედეთს უკავშირდება. ქირურგი ქემფსის განსაკუთრებული პროფესიული ინტერესებია მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება (THR), ართროსკოპია, TTA, TTA2 და TPLO პროცედურები, კიდურების დეფორმაციების კორექცია და ართროდეზი. როგორც KYON-ის ინსტრუქტორი, იგი ვეტერინარ ქირურგებს თანამედროვე ორთოპედიული ტექნიკებისა და სისტემების გამოყენებაში ამზადებს.

რამდენიმესაათიანი და რთული ანესთეზია პროფესიონალურად მართა ვეტერინარიუმის ანესთეზიოლოგმა და კარდიოლოგმა, ნათია რობაქიძემ.

ორივე ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამჟამად პაციენტები რეაბილიტაციის პროცესს გადიან 🐾

შვეიცარიული კომპანია KYON-ის უცემენტო სისტემით ცხოველებში მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების დანერგვა საქართველოს ვეტერინარული სფეროს განვითარების ახალი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ შესაძლებლობის შექმნით საქართველო მოწინავე ვეტერინარული ორთოპედიული მომსახურებით უცხოელი პაციენტებისთვისაც საინტერესო მიმართულებად იქცევა 🌍

ამ მნიშვნელოვანი წინსვლის განხორციელებაში ფასდაუდებელია კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის წვლილი. ფონდმა ინვესტიცია განახორციელა:
• KYON THR-ის ქირურგიული ინსტრუმენტების სრული კომპლექტის შეძენაში
• ვეტერინარიუმის მთავარი ვეტერინარის, ლაშა-გიორგი ჯაფარიძის, აშშ-სა და იტალიაში გადამზადებაში

KYON THR-ის ქირურგიული ინსტრუმენტების კომპლექტი შექმნილია მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების თითოეული ეტაპის ზუსტად და უსაფრთხოდ შესასრულებლად. ასეთი სრულყოფილი ინსტრუმენტები აუცილებელია პროთეზის დიდი სიზუსტით განთავსებისთვის, რაც ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

KYON-ის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემით დამოუკიდებლად მუშაობის უფლების მოპოვება რთული და მრავალეტაპიანი პროცესია. ამისთვის ქირურგმა KYON-ის სრული საგანმანათლებლო და მენტორობის პროგრამა (KYON Educational Pathway) წარმატებით უნდა გაიაროს.

კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მხარდაჭერით, ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ წარმატებით გაიარა KYON-ის საერთაშორისო ქირურგიული ვორქშოპი, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ბოსტონში, აშშ-ში გაიმართა. გარდა ამისა, იგი ორჯერ იმყოფებოდა იტალიაში KYON-ის წამყვან ინსტრუქტორსა და გამორჩეულ ვეტერინარ ორთოპედ ქირურგთან, ალდო ვეცონისთან, სადაც მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების ოპერაციებში მონაწილეობდა და ხარისხიან პრაქტიკულ მომზადებას გადიოდა.

KYON შვეიცარიული ვეტერინარული ორთოპედიული კომპანიაა, რომელიც წვრილ ცხოველებში სახსრების ჩანაცვლებისა და მოტეხილობების მკურნალობისთვის შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიებითაა ცნობილი. კომპანია ვეტერინარ ქირურგებსა და ბიომედიცინის ინჟინრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემაა, რომელმაც ცხოველებში მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. სისტემა ცემენტის გამოყენების გარეშე უზრუნველყოფს ძვლის იმპლანტის მყარ პირველად ფიქსაციას და მის ხანგრძლივ სტაბილურობას. იმპლანტების მოდულური აგებულება კი ქირურგს საშუალებას აძლევს, თითოეული პაციენტისთვის შესაბამისი ზომისა და კომბინაციის კომპონენტები შეარჩიოს.

პოსტს თან ახლავს ვეტერინარიუმში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ასახულია:
• ოპერაციის პროცესი
• KYON-ის ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სრული პროთეზირების სისტემა
• ოპერაციებისათვის გამოყენებული KYON-ის ქირურგიული ინსტრუმენტების ნაწილი

თითოეული პაციენტისა და ჩატარებული ოპერაციის შესახებ დეტალურ პოსტებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

Great News: Georgia’s First Total Hip Replacement Procedures in Animals 🩵✨✨✨

On 20 August, Veterinarium became the first veterinary clinic in Georgia and the wider region to perform total hip replacement procedures in animals using the Zurich Cementless Total Hip Replacement System developed by the Swiss company KYON.

Two total hip replacement procedures were performed at Veterinarium yesterday. The patients were:
• A Golden Retriever brought from Armenia specifically for the procedure
• A German Shepherd belonging to an American family

The procedures were performed by Veterinarium’s Head Veterinarian, Dr. Lasha Giorgi Japaridze. He was assisted by Belgian veterinary orthopaedic surgeon and KYON instructor Dr. Kris Camps, who travelled to Georgia specifically for these procedures.

Dr. Kris Camps earned his veterinary degree from Ghent University in Belgium and has spent most of his professional career working in the Netherlands and Sweden. His particular areas of interest include total hip replacement (THR), arthroscopy, TTA, TTA2 and TPLO procedures, limb deformity correction and arthrodesis. As a KYON instructor, Dr. Camps trains veterinary surgeons in the use of advanced orthopaedic techniques and systems.

The complex anaesthetic management, which lasted several hours, was expertly overseen by Veterinarium’s anaesthesiologist and cardiologist, Natia Robakidze.

Both procedures were completed successfully, and the patients are currently undergoing rehabilitation 💕

The introduction of total hip replacement using KYON’s cementless system marks a major new milestone in the development of veterinary medicine in Georgia. By establishing this advanced service, Georgia is also becoming an attractive destination for international patients seeking highly specialised veterinary orthopaedic care 🌍

The contribution of the Kakha Bendukidze Knowledge Fund to this significant advancement has been invaluable. The Fund invested in:
• The purchase of a complete set of KYON THR surgical instruments
• Advanced training for Veterinarium’s Head Veterinarian, Dr. Lasha Giorgi Japaridze, in the United States and Italy

The KYON THR surgical instrument set is designed to ensure precision and safety at every stage of a total hip replacement procedure. This comprehensive range of specialised instruments is essential for highly accurate placement of the prosthetic components, which is one of the most important prerequisites for a successful outcome.

Becoming qualified to perform total hip replacement independently using the KYON cementless system is a demanding, multistage process. Surgeons must successfully complete KYON’s comprehensive education and mentorship pathway.

With the support of the Kakha Bendukidze Knowledge Fund, Dr. Lasha Giorgi Japaridze successfully completed KYON’s international surgical workshop in Boston, United States, in August 2025. He also travelled to Italy on two occasions to train with one of KYON’s leading instructors and a distinguished veterinary orthopaedic surgeon, Dr. Aldo Vezzoni. During these visits, he participated in total hip replacement procedures and received extensive hands on surgical training.

KYON is a Swiss veterinary orthopaedic company renowned for developing innovative technologies for joint replacement and fracture treatment in small animals. The company was founded through close collaboration between veterinary surgeons and biomedical engineers. One of KYON’s most significant achievements is the Zurich Cementless Total Hip Replacement System, which has transformed the practice of total hip replacement in animals. Without the use of bone cement, the system provides secure primary fixation of the implant to the bone and long term stability. Its modular design also allows the surgeon to select the most appropriate combination and size of components for each individual patient.

The photographs accompanying this post were taken at Veterinarium and show:
• The surgery procedures in progress
• The KYON Zurich Cementless Total Hip Replacement System
• A selection of the KYON surgical instruments used during the procedures

We will share detailed posts about each patient and procedure soon.

ვეტერინარიუმის თერაპევტი, მარიამ ბერიშვილი, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული სკოლის - European School of Advanced ...
18/08/2026

ვეტერინარიუმის თერაპევტი, მარიამ ბერიშვილი, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ვეტერინარული სკოლის - European School of Advanced Veterinary Studies (ESAVS) - შინაგანი მედიცინის საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამით გადამზადებას გაივლის ნიდერლანდებში 🌍 🩵

პროგრამის ღირებულება 4 300 ევროს შეადგენს და მას სრულად აფინანსებენ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი 💕

მარიამ ბერიშვილთან ერთად, ნიდერლანდებში იმავე პროგრამაზე გადამზადებას გაივლის ვეტერინარიუმის კიდევ ერთი თერაპევტი, ნუცა ბესაშვილი (მასზე ადრე გამოვაქვეყნეთ პოსტი). მის სწავლებასაც სრულად დააფინანსებენ კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდი და ვეტერინარიუმის თანამშრომელთა განვითარების ფონდი.

ESAVS-ის შინაგანი მედიცინის პროგრამა არის ძალიან კომპლექსური და აერთიანებს ჰემატოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის თანამედროვე მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკური შემთხვევების საერთაშორისო პროტოკოლების გათვალისწინებით მართვას, ასევე ლაბორატორიული მონაცემების ინტერპრეტაციას. პროგრამის დასკვნით ნაწილში კი განიხილება კოაგულაცია და კოაგულაციის დარღვევები.

ESAVS-ის სასერტიფიკატო და სამაგისტრო პროგრამები მოიცავს უახლეს სასწავლო კურსებს ვეტერინარულ კლინიკურ დისციპლინებში. სწავლება დაფუძნებულია ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებზე, გამოცდებსა და კლინიკურ პრობლემებზე ორიენტირებულ მიდგომაზე. პროგრამები ტარდება ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კლინიკებთან თანამშრომლობით, დაახლოებით 20 ქვეყანაში. ESAVS-ის პროგრამები აკრედიტებულია ATF-ის (Akademie für tierärztliche Fortbildung) მიერ, რომელიც გერმანიის ვეტერინართა ფედერალური პალატის (Bundestierärztekammer - BTK) ფარგლებში მოქმედებს. ეს აკრედიტაცია შეესაბამება ამერიკის ვეტერინარული უწყვეტი განათლების რეესტრის (RACE), დიდი ბრიტანეთის ვეტერინარ ქირურგთა სამეფო კოლეჯიის (RCVS) და ირლანდიის ვეტერინართა საბჭოს (VCI) მოთხოვნებს.

Veterinarium’s internist, Mariam Berishvili, will undertake advanced training in the internationally accredited Internal Medicine program offered by one of Europe’s leading veterinary schools, the European School for Advanced Veterinary Studies (ESAVS), in the Netherlands ✨

The program fee is EUR 4,300 and will be fully covered by the Kakha Bendukidze Knowledge Fund and Veterinarium’s Staff Development Fund 🩵

Another Veterinarium internist, Nutsa Besashvili, will join Mariam Berishvili in the Netherlands to complete the same program (we previously published a post about her). Her training will also be fully funded by the Kakha Bendukidze Knowledge Fund and Veterinarium’s Staff Development Fund.

The ESAVS Internal Medicine program is highly comprehensive, covering key areas such as hematology, endocrinology, gastroenterology, and hepatology. It places strong emphasis on the management of clinical cases based on international protocols, as well as on the interpretation of laboratory data. The final part of the program focuses specifically on coagulation and coagulation disorders.

The ESAVS Certificate and Master’s programs provide cutting-edge education in clinical veterinary disciplines. Training is based on intensive theoretical and practical sessions, assessments, and a problem-oriented clinical approach. These programs are delivered in collaboration with leading universities and clinics across approximately 20 countries in Europe. ESAVS programs are accredited by the ATF (Akademie für tierärztliche Fortbildung), which operates under the Federal Chamber of Veterinarians of Germany (Bundestierärztekammer - BTK). This accreditation aligns with the requirements of the Registry of Approved Continuing Education (RACE, USA), the Royal College of Veterinary Surgeons (RCVS, UK), and the Veterinary Council of Ireland (VCI).

Address

Kakha Bendukidze Campus
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to აგრარული უნივერსიტეტი • Agricultural University:

Shortcuts

Share