“პატარა მკითხველთა კლუბში” სასწავლებლად ვიწვევთ ოთხი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებს (5,6-7,8-9-10,11-12) სამივე ჯგუფისთვის შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. თითოეულ ჯგუფში გაერთიანდება 8 ბავშვი. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ 2 საათის განმავლობაში.
კლუბში ყოფნისას ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო თამაშებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ბავშვების წარმოსახვითი და შემოქმედებითი უნარის განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებას.
პატარა მკითხველები სხვადასხვა სახალისო შემოქმედებითი ხერხებით, თავიანთი წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების შესაბამისად, გარდასახავენ ლიტერატურულ გმირებს. ისინი თავად გახდებიან საინტერესო აღმოჩენებისა და საიდუმლოებით მოცული გამოძიების მონაწილენი, რაც გააძლიერებს ინტერესს წიგნის მიმართ და დაარწმუნებს მათ წიგნის კითხვის საჭიროებაში.
ბავშვების მიერ “პატარა მკითხველთა კლუბში” შეძენილი უნარ-ჩვევების შედეგს მშობლები ნათლად დაინახავენ. ბავშვები სიხარულით მოვლენ კლუბში და სიამოვნებით გააგრძელებენ წიგნის კითხვას სახლში.
სასწავლო მასალა:
„პატარა მკითხველთა კლუბი“ უზრუნველყოფს ბავშვებს: წიგნებით, სხვადასხვა ტიპის ლიტერატურით, ფლომასტერებით, რვეულებით, ფურცლებითა და სხვა საჭირო ნივთებით.
ფასები და პირობები:
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ - შაბათს ან კვირას;
თვეში ტარდება 8 გაკვეთილი 2 ასტრონომიური საათი ერთად;
სამუშაო საათები - 11:30 - 13:30
14:00 - 16:00
გაკვეთილის ხანგრძლივობა – 2 საათი;
სწავლის საფასური - 8 გაკვეთილი - 70 ლარი.
საფასურის გადახდა წარმოებს „პატარა მკითხველთა კლუბის“ ადმინისტრაციის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
მშობელი ვალდებულია თვის პირველ ან მეორე გაკვეთილზე ადმინისტრატორთან წარადგინოს გადახდის ქვითარი.
გაცდენილი გაკვეთილის აღდგენა არ მოხდება.
გაცდენის შემთხვევაში მოსწავლე არ თავისუფლდება გადასახადისგან.