19/08/2024
📣 თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, კერძოდ, საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას 2024-2025 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამაზე.
📖სწავლა უფასოა
✅აპლიკანტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ ქართული ენა და ლიტერატურა.
📌საბუთები მიიღება:
2024 წლის 20 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით,
10:00 - დან 15:00 საათამდე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. ამავე დროს (20 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით), საბუთები მიიღება დისტანციურადაც: [email protected]
📌აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ:
1. თხოვნა რექტორის სახელზე (დაიწერება საბუთების შეტანისას);
2. ავტობიოგრაფია (დაიწერება საბუთების შეტანისას);
3. განათლების მოწმობის დედანი და ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
4. ფოტოსურათი 3X4 - 4 ცალი, ელექტრონული ვერსიით;
5. მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით;
6. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
7. ამონაბეჭდი ვებ-გვერდიდან (naes.ge) ქართულ ენასა დალიტერატურაში გამოცდის ქულისა და საგამოცდო-საიდენტიფიკაციო კოდის ჩვენებით;
📌შიდა გამოცდების პროგრამა:
1️⃣ ხატვა - 7 სექტემბერი, 10:00 საათი.
(მოცემულობა: თაბაშირის ორნამენტი. მასალა: ფანქარი, სახატავი ქაღალდი - ფორმატი A3 - 42X30 სმ.)
2️⃣ ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (ზეპირი) - 9 სექტემბერი, 12:00 საათი;
3️⃣ საქართველოს ისტორია (ზეპირი) - 12 სექტემბერი, 11:00 საათი;
4️⃣ უცხო ენა (ტესტირება) - 13 სექტემბერი, 9:00 საათი;
🔻დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე:
https://www.tsas.ge/ka/fakultetebi/article/72663-saeklesio-arqiteqturis-khurothmodzghvrebis-khattseris-dazguri-da-monumenturi-khattseris-restavraciis-fakulteti
📞 599 74 17 27
📩 [email protected]
🌐 www.tsas.ge