ABA •შინ და გარეთ

ABA •შინ და გარეთ

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ABA •შინ და გარეთ, Child Development, სოლომონ ქურდიანის N39, Tbilisi.

,,ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი”

• ქცევითი თერაპია შინ/სახლში
• გარე ქცევითი თერაპია (ბაღში;სკოლაში…)
• ჯგუფური თერაპია (ცენტრში/გარე სივრცეებში)
• აკადემიური თერაპია
• მეტყველების თერაპია
• ფსიქოკონსულტირება
• არტ თერაპია

📞551 50 20 24

01/06/2026

გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! 🌈

დღევანდელი დღე განსაკუთრებით გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის სიყვარული, დაცვა და მხარდაჭერა. რომ მათი მოციმციმე თვალები არასდროს ჩაქრეს, მათი ოცნებები არ დაიკარგოს და მათი ბავშვობა იყოს მშვიდი, ბედნიერი და სითბოთი სავსე.

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო გარემოს და ბედნიერ ბავშვობას — დღეს და ყოველთვის.

მოვუფრთხილდეთ მათ სამყაროს, რადგან სწორედ აქ იწყება ჩვენი მომავალი 🌈

ვუსურვებთ ყველა პატარას ბედნიერ ბავშვობას, უსაზღვრო სითბოს, სიყვარულით სავსე და მხარდამჭერ გარემოს 💙

30/05/2026

ბავშვებისთვის თმის შეჭრის რჩევები ✂️

თმის შეჭრა ბევრი ბავშვისთვის შეიძლება სტრესული გამოცდილება იყოს, წინასწარი მომზადება და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის.

ამ პოსტში ნახავთ პრაქტიკულ რჩევებს:
🔵 როგორ მოამზადოთ ბავშვი თმის შეჭრისთვის
🔵 როგორ შექმნათ მშვიდი და პროგნოზირებადი გარემო
🔵 რა დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში
🔵 როგორ გამოიყენოთ ბავშვის საყვარელი აქტივობები და განმტკიცება

ყოველი ბავშვი განსხვავებულია — ის, რაც ერთთან მუშაობს, შესაძლოა მეორესთვის ნაკლებად ეფექტური იყოს. დააკვირდით ბავშვის რეაქციებს, გაითვალისწინეთ მისი სენსორული თავისებურებები და შეარჩიეთ მისთვის ყველაზე კომფორტული გზა. 💙

27/05/2026

✂️ მაკრატლით ჭრის უნარები ასაკის მიხედვით

ხაზების გაჭრიდან დაწყებული, რთული ფიგურების გამოჭრამდე — ეს უნარები ეტაპობრივად ვითარდება! 😊

მაკრატლით ჭრა არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ავითარებს ნატიფ მოტორიკას, თვალისა და ხელის კოორდინაციას, ყურადღებასა და მოძრაობის კონტროლს.

💡 რჩევები პროცესის გასამარტივებლად:

🔸 გამოიყენეთ პლასტელინი — გაწელვა, გაჭყლეტა და დაჭრა ხელის კუნთების გასაძლიერებლად
🔸 დაიწყეთ მოკლე და სქელი ხაზებით და მყარი ქაღალდით
🔸 ავარჯიშეთ მაკრატლის სწორად დაჭერაში
🔸 გამოიყენეთ ბავშვზე მორგებული, უსაფრთხო მაკრატელი
🔸 შეაქეთ მცდელობა და არა მხოლოდ შედეგი

მნიშვნელოვანია, რომ აქტივობები ბავშვის ასაკსა და უნარებს მოერგოს. დაიწყეთ მარტივიდან და ეტაპობრივად გაართულეთ დავალებები, რათა პროცესი იყოს წარმატებული და მამოტივირებელი. 🧡

24/05/2026

👁️🤚 თვალისა და ხელის კოორდინაციის განვითარება ბავშვის ყოველდღიური ფუნქციური უნარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს ვიზუალურ-მოტორული ინტეგრაციის გაძლიერებას. პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი თვალით მიღებულ ინფორმაციას ხელის მიზანმიმართულ მოძრაობებთან აერთიანებს, რაც ხელს უწყობს:

✨ ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარებას
✨ ნატიფი მოტორიკის გაუმჯობესებას
✨ ვიზუალურ-მოტორული კოორდინაციის გაძლიერებას
✨ დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების ჩამოყალიბებას
✨ მოძრაობის სიზუსტისა და კონტროლის გაუმჯობესებას
✨ფუნქციური და აკადემიური უნარებისთვის მომზადებას (წერა, ხატვა, თვითმომსახურება და სხვა ყოველდღიური აქტივობები)

მიზანმიმართული და ასაკზე მორგებული აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში 😊

23/05/2026
22/05/2026

გაჯეტებზე დამოკიდებულება 🔗

#გაჯეტები #ეკრანდამოკიდებულება

20/05/2026

სავარჯიშოები არტიკულაციისა და სწორად სუნთქვის განვითარებისთვის 🌬️

ხშირად გვეკითხებიან, რაში ეხმარება ბავშვს სუნთქვითი ვარჯიშები. პასუხი მარტივია: გამართული მეტყველება სწორი სუნთქვით იწყება!
ეს ვარჯიშები ბავშვს სუნთქვის ნაკადის მართვაში ეხმარება, რაც აუცილებელია მკაფიო და გამართული მეტყველებისთვის.

ეს სახალისო თამაშები ხელს უწყობს:
✅ ჰაერის ნაკადის მიმართულების მართვას;
✅ არტიკულაციური აპარატის გაძლიერებას;
✅ ბგერების სწორად წარმოთქმას.

თამაში საუკეთესო გზაა სწავლისთვის 😊

#მეტყველებისგანვითარება #სუნთქვითივარჯიშები •შინდაგარეთ #განვითარება #ბავშვები

17/05/2026

ადრეული წერის უნარების განვითარების ეტაპები (1–5 წელი)

ბავშვის წერის სწავლების პროცესზე დაკვირვება მართლაც განსაკუთრებული და სასიამოვნო მოგზაურობაა 💛

აი, ეტაპები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის განვითარებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ:
🧡 ქაოსური ხატვა / ჯღაბნა (12–18 თვე)
ხელის თავისუფალი მოძრაობები, კონტროლის გარეშე — ბავშვი უბრალოდ იკვლევს გარემოს.

🧡 კონტროლირებული ჯღაბნა (18–24 თვე)უმჯობესდება ხელის კონტროლი და ბავშვი ცდილობს სივრცის ფარგლებში გაფერადებას.

🧡 ორი წერტილის შეერთება (2–3 წელი)
იწყებს წერტილების შეერთებას და მარტივი ხაზების გავლებას.
🧡 ხაზები (3–4 წელი)ვერტიკალური, ჰორიზონტალური და დახრილი ხაზების გახაზვა.

🧡 ნიმუშები (4–5 წელი)ტალღოვანი ხაზები, ზიგზაგები, ნახევარწრეები, სპირალები.

ყველა ბავშვი საკუთარი ტემპით ვითარდება — გახადეთ სწავლების პროცესი სახალისო და სტრესისგან თავისუფალი 🌈

შეინახეთ ეს პოსტი თქვენი ბავშვის განვითარების გზამკვლევად და ყოველდღიურად სცადეთ მარტივი აქტივობები 😊

16/05/2026

პლასტელინით თამაში მხოლოდ გართობა არ არის — ეს არის ფუნქციური უნარების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ✨

როდესაც ბავშვი ამზადებს წარმოსახვით კერძებს, ის თამაშის საშუალებით სწავლობს იმ უნარებს, რომლებიც მომავალში ყოველდღიურ საქმიანობაში დასჭირდება.

გარდა ამისა, ბავშვი ეცნობა ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო მოქმედებებს უსაფრთხო და მისთვის საინტერესო ფორმით. სწორედ თამაშის პროცესში სწავლობს ბავშვი ყველაზე ეფექტურად — როცა ის ჩართულია, ინტერესდება და სიამოვნებას იღებს 💛

მარტივი აქტივობები ხშირად ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე 😊

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


სოლომონ ქურდიანის N39
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00