16/09/2026
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ:
ჩუღურეთის კულინარიული ლანდშაფტები
Chughureti Foodscapes
⚫ გამოფენა და პუბლიკაცია ჩუღურეთის უბანში საკვების, მეხსიერებისა და მიგრაციის შესახებ.
🗓️17.09. – 17.10.2026
გახსნა: 17.09.2026, 19:00
📍 საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქუჩა 16
კურატორები: ინგერ ბულტი, მარიამ კუპრაშვილი, ნინუცა შატბერაშვილი
მონაწილე ხელოვანები: ჯია ჯია ჩენი, ქეთევან დავითაშვილი, TDD_Bon Appétit
საველე კვლევა: ინგერ ბულტი, ეინარ ეიდაროვი, მარიამ კუპრაშვილი, ნინუცა შატბერაშვილი, ოლგა ჭელიძე
გამოფენის გახსნაზე (17.09.) წარმოდგენილი იქნება საველე ჩანაწერებისა და რეცეპტების პუბლიკაცია; ხელოვანთა გაერთიანება TDD_Bon Appétit (ბერლინი, გერმანია) ადგილზევე მოამზადებს სპეციალურად ამ გამოფენისა და სივრცისთვის შექმნილ კერძებს.
გამოფენა ჩუღურეთში მცხოვრები და მომუშავე ადამიანების უშუალო მონაწილეობით მომზადდა.
ფუდსქეიფი (foodscape - food, საკვები და landscape, ლანდშაფტები) შერწყმით მიღებული ტერმინია. იგი აღნიშნავს სივრცეს, სადაც საკვების წარმოება, მოპოვება, განაწილება და მოხმარება კონკრეტული საზოგადოებისა და გარემოს ნაწილად განიხილება.
ჩუღურეთის კულინარიული ლანდშაფტები ჩუღურეთის უბანში საკვებს, მეხსიერებასა და მიგრაციას შორის არსებულ კავშირებს იკვლევს. პროექტი საკვებთან დაკავშირებულ ისტორიებსა და გამოცდილებებს აერთიანებს - მე-19 საუკუნეში ჩუღურეთში დასახლებული გერმანელების ისტორიიდან მოყოლებული იმ მიგრანტების დღევანდელ ყოფამდე, რომლებიც აქ ცხოვრობენ, მუშაობენ და იკვებებიან.
ეთნოგრაფიული საველე კვლევის მეთოდების გამოყენებით, შემოქმედებითი კვლევისა და საარქივო მასალების შესწავლის გზით, პროექტის მიზანია, გამოარკვიოს, თუ რა როლი აქვს საკვებს ადამიანის კუთვნილებისა და შინ ყოფნის განცდის ჩამოყალიბებაში.
მიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაში საკვებთან ურთიერთობაზე დაკვირვება გვაჩვენებს, თუ როგორ ინახება მოგონებები საკვების მეშვეობით, როგორ ერგება ნაცნობი კერძები ახალ გარემოს და როგორ გადაეცემა რეცეპტები, ჩვევები და ტრადიციები ერთი ადამიანიდან მეორეს, ერთი თაობიდან მომდევნოს. ერთობლივი სადილების, სამზარეულოში საუბრებისა და ერთად მომზადებული კერძების მეშვეობით შევაგროვეთ და თავი მოვუყარეთ მასალას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კულინარიულმა პრაქტიკებმა, მოგონებებმა და მათთან დაკავშირებულმა საგნებმა ადამიანს შინ ყოფნის განცდა გაუჩინოს.
ჯია ჯია ჩენის ინსტალაცია ხელით შექმნილი თიხის ნამუშევარია, რომლისთვისაც მასალა ჩუღურეთშია მოპოვებული. ინსტალაცია მოიცავს სხვადასხვა ხელსაწყოს, საკვებ პროდუქტს, საარქივო ფოტოებსა და სენსორული ელემენტებს. ქეთევან დავითაშვილის საველე ჩანაწერები კი დამთვალიერებელს მოსმენის გზით გარემოს შეცნობისა და დაკვირვებისკენ მიმართავს.
ჩუღურეთის კულინარიული ლანშაფტები განგრძობითი პროექტია. ის ასახავს ჩუღურეთის კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების მხოლოდ იმ პატარა ნაწილის ამბებსა და ისტორიებს, რომლის ჩაწერაც ამ პერიოდში მოვასწარით. წინ კიდევ ბევრია საკვლევი.
__
Das Goethe-Institut Georgien präsentiert
Chughureti Foodscapes
⚫ Eine Ausstellung und eine Publikation über Essen, Erinnerung und Migration im Tbilisser Stadtteil Chughureti.
🗓️ 17.09 – 17.10.2026
Eröffnung: 17.09.2026, 19:00 Uhr
Zandukeli Str. 16
Kuratiert von Inger Bult, Mariam Kuprashvili, Ninutsa Shatberashvili
Künstler*innen: Jia Jia Chen, Ketevan Davitashvili, TDD_Bon Appétit
Feldforschungsteam: Inger Bult, Einar Eidarov, Mariam Kuprashvili, Olga Tchelidze, Ninutsa Shatberashvili
Zur Eröffnung erscheint eine Publikation mit Feldnotizen und Rezepten, außerdem lädt TDD_Bon Appétit (Berlin, Deutschland) zu einer ortsspezifischen Kochaktion ein.
Die Ausstellung ist unter Mitwirkung von Menschen entstanden, die in Chughureti leben und arbeiten.
Ein Foodscape – ein Kofferwort aus „food" (Essen) und „landscape" (Landschaft) – ist ein gedanklicher oder physischer Raum, der umfasst, wie Nahrung innerhalb einer Gemeinschaft oder Umgebung angebaut, beschafft, verteilt und erfahren wird.
Chughureti Foodscapes untersucht die Verbindungen zwischen Essen, Erinnerung und Migration im Stadtteil Chughureti. Das Projekt folgt den Spuren des Essens von der Geschichte der deutschen Siedler*innen des 19. Jahrhunderts bis zu den Erfahrungen der Migrant*innen, die heute hier leben, arbeiten und essen. Mit ethnografischer Feldforschung sowie künstlerischer und archivarischer Recherche fragt es danach, wie Essen mit dem Gefühl von Zugehörigkeit verflochten ist.
Im Zentrum steht der alltägliche Umgang von Migrant*innen mit Essen: Wie wird Essen erinnert, angepasst und weitergegeben? Rezepte werden wiederholt, Gerichte neu gekocht, Gewohnheiten und Traditionen gehen von einer Hand in die andere über, von einer Generation zur nächsten. Bei gemeinsamen Mahlzeiten, Gesprächen und beim gemeinsamen Kochen haben wir Material darüber zusammengetragen, wie diese kulinarischen Praktiken, Erinnerungen und Gegenstände ein Gefühl von Zuhause entstehen lassen können.
Die Installation von Jia Jia Chen ist eine von Hand aufgebaute Arbeit aus Ton, das Material stammt aus Chughureti selbst. Sie nimmt Werkzeuge, Lebensmittel, Archivfotos und sinnliche Elemente auf. Die Feldaufnahmen von Ketevan Davitashvili laden dazu ein, das Zuhören in einen Akt des Erkundens und Beobachtens zu verwandeln.
Chughureti Foodscapes ist kein Endpunkt. Es ist der Anfang eines größeren Prozesses, der über vier Monate hinweg entstanden ist, und es erhebt nicht den Anspruch, alle Nationalitäten und Kulturen dieses Stadtteils abzubilden – gezeigt werden die Geschichten, die wir in dieser Zeit einfangen konnten. Zu entdecken gibt es noch weit mehr.