HEAL Erasmus+ Project

HEAL Erasmus+ Project ERASMUS-EDU-2023-CBHE-101129331 Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.

For ENG Scroll Down ⤵️

პროექტის სახელწოდება: "განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში"

პროექტის აკრონიმი: HEAL
პროექტის კოდი: ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND 1-101129331
პროექტის ამოცანები:

1️⃣ თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმების მოდერნიზება არსებული სასწავლო კურსების განახლებითა და ახალი კურსების შემუშავებით; შშმ პირებისთვის სტომატოლოგიური სერვისების ხარისხიანი მიწოდების მიზნით მათში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაძლიერება უახლესი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით

2️⃣ საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის პრაქტიკული მომზადება/გადამზადება

3️⃣ თბილისის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში პრაქტიკოსი სტომატოლოგების უწყვეტი განათლების (LLL) შესაძლებლობებით უზრუნველყოფა სპეციალური სასწავლო მოდულების შემუშავებითა და შეთავაზებით

4️⃣ შშმ პაციენტებსა და მათ მომვლელებს შორის ცნობიერების ამაღლება პირის ღრუს ჯანმრთელობისა და სტომატოლოგიური სერვისების მნიშვნელობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ

პროექტის პარტნიორები:
▫️ "ევროპის უნივერსიტეტი" (საქართველო) (პროექტის კოორდინატორი)
▫️ შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
▫️ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
▫️ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
▫️ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (საქართველო)
▫️ სოფიის მედიცინის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
▫️ პოზნანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
▫️ სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი)

Funded by the European Union (Grant Agreement – 101129331).Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or the European Education and Culture Executive Agency (EACEA). ENG

Project Title: "Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia"

Project Acronym: HEAL
Project Reference No: ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND 1-101129331
Project Objectives:

1️⃣ Modernising existing dentistry programme curricula at HEIs in Tbilisi, Imereti, and Adjara regions by updating/upgrading existing courses with theoretical components and practical approaches for providing oral healthcare services to the people with disabilities using latest technologies and techniques

2️⃣ Practical training of the students and academic staff of the dentistry programmes at partner Georgian HEIs

3️⃣ Providing oral healthcare workers in Tbilisi, Imereti, and Adjara regions with lifelong learning (LLL) training opportunities and facilities by developing and offering special training modules

4️⃣ Raising awareness among patients with disabilities and their caregivers on the importance and accessibility of oral healthcare services

Project Partners:

▫️ European University (Georgia) (project coordinator)
▫️ Batumi S***a Rustaveli State University (Georgia)
▫️ Akaki Tsereteli State University (Georgia)
▫️ Ivane Javakhishvili Tbilisi State University (Georgia)
▫️ National Center for Education Quality Enhancement (Georgia)
▫️ Medical University of Sofia (Bulgaria)
▫️ Poznan University of Medical Sciences (Poland)
▫️ Istanbul Aydin University (Turkey)

Funded by the European Union (Grant Agreement – 101129331).Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or the European Education and Culture Executive Agency (EACEA).

For English, scroll down:🦷 2026 წლის 29–31 მაისს, თბილისში, „სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026“-ის ფარგლებში გაიმარ...
16/07/2026

For English, scroll down:

🦷 2026 წლის 29–31 მაისს, თბილისში, „სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმი 2026“-ის ფარგლებში გაიმართა HEAL პროექტის ტრენინგი „სტომატოლოგიური დაავადებების და გართულებების მართვა ონკოლოგიურ პაციენტებში“.

ტრენინგს უძღვებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოფიო სამხარაძე, და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიკა ზურმუხტაშვილი.

ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს:
🔹 ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიამდე პაციენტის სტომატოლოგიური შეფასების მნიშვნელობა;
🔹 მკურნალობის პერიოდში განვითარებული პირის ღრუს გართულებების პრევენციისა და მართვის თანამედროვე მიდგომები;
🔹 პაციენტების გრძელვადიანი მონიტორინგის პრინციპები;
🔹 მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური რეკომენდაციები და პრაქტიკული კლინიკური შემთხვევები ონკოლოგიური პაციენტების სტომატოლოგიური მართვის შესახებ.

სატრენინგო კურსი შემუშავდა HEAL პროექტის ფარგლებში და ეფუძნება პროექტის ევროპელი პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას.

🦷 As part of the Dental Innovations Forum 2026, held in Tbilisi on 29–31 May 2026, the Erasmus+ Project delivered a specialized training course on "Management of Dental Diseases and Complications in Oncology Patients."

The training was led by Professor Sophio Samkharadze, Dean of the Faculty of Dentistry at European University, and Associate Professor Zurmukhtashvili from @ევროპის უნივერსიტეტი / European University.

Participants explored key aspects of dental care for oncology patients, including:
🔹 The importance of dental assessment before chemotherapy and radiotherapy;
🔹 Prevention and management of oral complications during cancer treatment;
🔹 Principles of long-term patient follow-up;
🔹 Evidence-based clinical recommendations and practical case studies for the dental management of oncology patients.

The training course was developed within the framework of the Erasmus+ Project, drawing on the best practices and expertise of the project's European partner countries.

For English, scroll down: 🇬🇪 HEAL პროექტის კონსორციუმის მესამე შეხვედრა ბათუმში📍 13–15 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სა...
16/07/2026

For English, scroll down:

🇬🇪 HEAL პროექტის კონსორციუმის მესამე შეხვედრა ბათუმში

📍 13–15 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა HEAL Erasmus+ Project-ის („განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში“, ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) კონსორციუმის მესამე შეხვედრას.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის პარტნიორებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, განიხილეს თითოეული სამუშაო პაკეტის პროგრესი და დაგეგმეს პროექტის დარჩენილი პერიოდის ძირითადი აქტივობები.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო ვიზიტები იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებს ემსახურებიან. კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს BSU Dent-ის საუნივერსიტეტო კლინიკა, ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრი Rogo • როგო, ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic და რეგიონალური სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც გაეცნენ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ინოვაციურ სამედიცინო პრაქტიკასა და პაციენტზე ორიენტირებულ მომსახურების მოდელებს.

HEAL Erasmus+ Project მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სტომატოლოგიური მომსახურების განვითარებაში, ასევე ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი პროფესიული განათლების გაძლიერებაში. საერთაშორისო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების გზით პროექტი ხელს უწყობს უფრო ინკლუზიური, თანამედროვე და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.

🤝 მადლობას ვუხდით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U-ს მასპინძლობისთვის და პროექტის ყველა პარტნიორს აქტიური მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის.

🇬🇧 HEAL Project | 3rd Consortium Meeting in Batumi, Georgia 🇬🇪

📍 From 13–15 July, the partners of the Erasmus+ CBHE project HEAL (“Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia", ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) gathered at Batumi S***a Rustaveli State University for the 3rd Consortium Meeting.

Over three productive days, partners reviewed the project's progress, shared the results achieved across all work packages, and discussed the next steps to ensure the successful implementation of the remaining project activities. The meeting provided an excellent opportunity to strengthen collaboration, exchange experiences, and align plans for the final phase of the project.

A key highlight of the meeting was a series of study visits to healthcare institutions providing services for patients with special needs. Consortium members visited the BSU Dent University Clinic, the Center for Innovative Dentistry and General Medicine • როგო, ხოზრევანიძის კლინიკა • Khozrevanidze Clinic, and the Regional Rehabilitation Centre, where they learned about innovative clinical practices, modern infrastructure, and multidisciplinary approaches to patient care.

The HEAL Erasmus+ Project is making an important contribution to improving access to high-quality dental care for patients with special needs in Georgia while strengthening the continuous professional development of dental practitioners. Through international collaboration, capacity building, and the exchange of expertise, the project aims to support a more inclusive, modern, and patient-centred healthcare system.

🤝 We sincerely thank ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U for hosting the consortium and all partners for their active participation and commitment to the project's success.



National Erasmus+ Office in Georgia
GSA • Georgian Dental Association
ევროპის უნივერსიტეტი / European University
İstanbul Aydın Üniversitesi
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
Медицински университет София
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
European Commission

26/11/2025

For English, scroll down ⤵️

👩‍⚕️👨‍⚕️ვებინარი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირის ღრუს მოვლის თავისებურებები"

🎬https://youtu.be/cBFEMB0_b4g

🗣️სპიკერი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი თამთა ჩიქობავა.

👉გამოიწერეთ პროექტის ოფიციალური YouTube არხი:

👩‍⚕️👨‍⚕️Webinar "Features of oral care for people with disabilities"

🎬https://youtu.be/cBFEMB0_b4g

🗣️Speaker: Tamta Chikobava, visiting lecturer at Batumi S***a Rustaveli State University.

👉Subscribe to the official YouTube channel of the project:

ევროპის უნივერსიტეტი / European University
İstanbul Aydın Üniversitesi
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
European Commission
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
GSA • Georgian Dental Association
National Erasmus+ Office in Georgia
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
@Медицински университет - София
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants

Send a message to learn more

26/11/2025

For English, scroll down ⤵️

👩‍⚕️👨‍⚕️ვებინარი "განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მენეჯმენტი"

🎬https://youtu.be/tLu_he6SEV8

🗣️სპიკერები: ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სოფიო სამხარაძე, ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიკა ზურმუხტაშვილი.

👉გამოიწერეთ პროექტის ოფიციალური YouTube არხი:

👩‍⚕️👨‍⚕️Webinar "Dental Management of Patients with Special Needs"

🎬https://youtu.be/tLu_he6SEV8

🗣️Speakers: Prof. Sofio Samkharadze, Dean of the Faculty of Dentistry, European University, Assistant Professor, Marika Zurmukhtashvili, European University.

👉Subscribe to the official YouTube channel of the project:

National Erasmus+ Office in Georgia
ევროპის უნივერსიტეტი / European University
İstanbul Aydın Üniversitesi
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
GSA • Georgian Dental Association
European Commission
@Медицински университет - София
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants

Send a message to learn more

For English, scroll down⤵️🦷📝 2025 წლის 19-21 სექტემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) შიდა ქართლის რეგიონულ...
03/10/2025

For English, scroll down⤵️

🦷📝 2025 წლის 19-21 სექტემბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის (GSA) შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, დაბა ბოშურში, სასტუმრო „სოლო გრანდში“ უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები ჩატარდა, სადაც ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონეპაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლებისხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) მკვლევარმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, ზურაბ ალხანიშვილმა მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი სასწავლო კურსი „სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია: პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და კლინიკური პროტოკოლები“ გააცნო.

➡️ სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მომავალი სტომატოლოგების სპეციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურებისათვის შესაბამისი უნარებით აღჭურვას, რაც სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება.

🔵 აღსანიშნავია, რომ პილოტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის აკრედიტებული სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული სტომატოლოგისთვის.

👉 მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/

🦷📝 On September 19–21, 2025, at the initiative of the GSA • Georgian Dental Association's Shida Kartli Regional Organization, continuing medical education courses were held in the town of Boshuri, at the “Solo Grand” Hotel.

💡 Within the event, Erasmus+ Institutional Development Project “Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) researcher and representative of თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University, Zurab Alkhanishvili, introduced participants to the new study course developed under the project: “Special Needs Dentistry: Patient-Centered Approach and Clinical Protocols.”

➡️ The course aims to equip future dentists with the necessary skills to treat patients with special needs—a challenge that remains one of the most pressing in the field.

🔵 After the successful completion of its pilot phase, the accredited study course in Special Needs Dentistry will be available to all interested dentists.

👉 More information about the project: https://heal.eu.edu.ge/

National Erasmus+ Office in Georgia
GSA • Georgian Dental Association
ევროპის უნივერსიტეტი / European University
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants
İstanbul Aydın Üniversitesi
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
Медицински университет - София
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
European Commission

For English, scroll down⤵️📌 2025 წლის 11-12 ივლისს, ქალაქ ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე საერთაშორისო ...
03/10/2025

For English, scroll down⤵️

📌 2025 წლის 11-12 ივლისს, ქალაქ ბათუმში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, სადაც ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონეპაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლებისხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) მთავარმა მკვლევარმა, ევროპის უნივერსიტეტი / European University-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. სოფიო სამხარაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის ზოგადი მიზნები და სტომატოლოგებისთვის განკუთვნილი სამომავლო აქტივობები გააცნო.

👏 აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სტომატოლოგებისთვის დაგეგმილმა ტრენინგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.

🚀 ყოველწლიურ კონგრესს 500-ზე მეტი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტი ესწრებოდა. 🦷👩‍⚕️🧑‍⚕️

👉 მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/

📌 On July 11–12, 2025, the Erasmus+ Institutional Development Project “Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) was presented at the 21st International Congress of the GSA • Georgian Dental Association, held in Batumi, Georgia.

🟣 Prof. Sopio Samkharadze, Senior Researcher of the Erasmus+ Institutional Development Project “Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) and Dean of the Faculty of Dentistry at ევროპის უნივერსიტეტი / European University, shared the project’s goal, main objectives, and upcoming activities for dental professionals.

💡The training opportunities planned within the project generated significant interest among participants.

🚀 This year’s congress brought together more than 500 local and international specialists, making it one of the largest professional dental events. 🦷👩‍⚕️🧑‍⚕️

👉 More information about the project: https://heal.eu.edu.ge/

National Erasmus+ Office in Georgia
European Commission
ევროპის უნივერსიტეტი / European University
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants
İstanbul Aydın Üniversitesi
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
Медицински университет - София
GSA • Georgian Dental Association

For English, scroll down⤵️📢 2025 წლის 27 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "რადიქსი"-ს ორგანიზებით ქალაქ თელავში კონფერ...
03/10/2025

For English, scroll down⤵️

📢 2025 წლის 27 აპრილს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის "რადიქსი"-ს ორგანიზებით ქალაქ თელავში კონფერენცია “მულტიდისციპლინური სტომატოლოგია” გაიმართა, სადაც ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის “განსაკუთრებული საჭიროებების მქონეპაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლებისხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) მთავარმა მკვლევარმა, ევროპის უნივერსიტეტი / European University-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. სოფიო სამხარაძემ დამსწრე საზოგადოებას პროექტის ზოგადი მიზნები და სტომატოლოგებისთვის განკუთვნილი სამომავლო აქტივობები გააცნო.

🦷👩‍⚕️🧑‍⚕️ კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის, საქართველოს ასოციაციის ექსპერთა საბჭოს წევრები ორთოპედიულ სტომატოლოგიაში, ასევე 100-ზე მეტი მოქმედი სტომატოლოგი, რეზიდენტი და სტუდენტი აღმოსავლეთ საქართველოდან.

👉 მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/

📢 On April 27, 2025, the HEAL Erasmus+ Project was showcased at the national conference “Multidisciplinary Dentistry”, organized by the Scientific Research Center RADIX in Telavi, Georgia.

💡 Prof. Sophio Samkharadze, Senior Researcher of the Erasmus+ Institutional Development Project “Enhancement of special oral healthcare practice and lifelong learning among dental practitioners in Georgia (HEAL)” (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) and Dean of the Faculty of Dentistry at ევროპის უნივერსიტეტი / European University, presented the project’s goal, key objectives, and upcoming initiatives designed for dental professionals.

🦷 👩‍⚕️ 🧑‍⚕️ The event gathered representatives of the Georgian Dental Association, the Georgian Association of Pediatric Dentists, the Expert Council of the Georgian Association in Orthopedic Dentistry, as well as more than 100 practicing dentists, residents, and students from Eastern Georgia.

👉 More information about the project: https://heal.eu.edu.ge/

National Erasmus+ Office in Georgia
European Commission
ევროპის უნივერსიტეტი / European University
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S Uგანათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
İstanbul Aydın Üniversitesi
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants
Медицински университет - София

For ENG scroll down⤵️🗓 2025 წლის 7-9 ივლისს, HEAL Erasmus+ Project-ის კონსორციუმის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა ჩა...
13/07/2025

For ENG scroll down⤵️

🗓 2025 წლის 7-9 ივლისს, HEAL Erasmus+ Project-ის კონსორციუმის ყოველწლიური მეორე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University-მა უმასპინძლა (ქუთაისი, საქართველო).

📌 შეხვედრის მსვლელობისას კონსორციუმის მიერ განხილული იყო პროექტის პირველ ნახევარში (თვე 1 - თვე 18) განხორციელებული აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ფარგლებში შესამუშავებელ და გასაანახლებელ სტომატოლოგიის პროგრამის სასწავლო კურსებს, განისაზღვრა 2025 წელს განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა.

🟣 სამუშაო ვიზიტის განმავლობაში კონსორციუმის წევრებმა მოინახულეს ბავშვთა განვითარების და ინტერვენციის ცენტრი Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის ცენტრი Myelin/მიელინი და წმ.ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი. ვიზიტის მონაწილეები გაეცნენ აღნიშნული ცენტრების საქმიანობას, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებულ სერვისებს და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.

👉მეტი ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://heal.eu.edu.ge/

🗓 The second annual working meeting of the HEAL Erasmus+ Project сonsortium was held from July 7 to 9, 2025, hosted by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University in Kutaisi, Georgia.

📌 During the meeting, consortium members reviewed the activities carried out during the first 18 months of the project, with particular focus on the development and revision of dentistry study courses planned within the project framework. The consortium also outlined an action plan for 2025.

🟣As part of the working visit, members of the consortium visited the Child Development and Intervention Center Bridge For Social Inclusion /ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის, the Child and Adolescent Psychodiagnostics and Rehabilitation Center Myelin/მიელინი and St. Nikoloz Medical-Rehabilitation Center (წმ.ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრი), where they had an opportunity to learn about the centers’ activities and the services they offer for individuals with special needs (both children and adults) and explore potential avenues for collaboration.

👉For more information about the project: https://heal.eu.edu.ge/

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Akaki Tsereteli State University
ევროპის უნივერსიტეტი / European Universityİİstanbul Aydın Üniversitesi
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
Медицински университет - София
Poznan University of Medical Sciences (PUMS) Applicants
National Erasmus+ Office in Georgia
GSA • Georgian Dental Association

Address

Guramishvili Avenue 76
Tbilisi
0141

Alerts

Be the first to know and let us send you an email when HEAL Erasmus+ Project posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to HEAL Erasmus+ Project:

Shortcuts

Share