მოკლე ინფორმაცია ჩვენს შესახებ :
ესაა მარიამ ჯოლოგუას ბავშვთა და მოზარდთა თეატრ-სტუდია "Et Cetera"
ჩვენ ვსწავლობთ :
მსახიობის ოსტატობა, ვოკალი, ცეკვა, მეტყველება, ხელოვნება
ყველა ჩვენი პედაგოგი თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობი და ბავშვებისათვის ცნობილი და საყვარელი ტელევარსკვლავია
#ეტცეტერელი
გვყავს მოსწავლეები : 5-დან 18-წლამდე ( შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში )
#ფერადიბავშვობა
ყოველწლიურად ვდგამთ სპექტაკლებს თბილისის სხვადასხვა თეატრებში ( უკვე გვითამაშია 80-მდე სპექტაკლი :
თავისუფალი თეატრი,
რუსთაველის თეატრი, მოზარდმაყურებელთა თეატრი, მოძრაობის თეატრი, თეატრი ათონელზე, ილიაუნის თეატრი, TBC Art Gallery და სხვა სივრცეებში )
მოსწავლეებთან ერთად ჩვენს სპექტაკლებში მონაწილეობენ თეატრისა და კინოს სხვადასხვა თაობის ნამდვილი ვარსკვლავები
#ვარსკვლავებიეტცეტერაში
ეწყობა Workshop-ები თანამედროვე თეატრის შესახებ და მასტერკლასები : სამოდელო ხელოვნება, მიმოარტი და კასკადიორი, ტელე-შოუ წამყვანი, არტისტი... მათ ხელმძღვანელობენ ამ დარგებში ყველაზე ცნობილი, კომპედენტური და ბავშვებისათვის საყვარელი სახეები.
რუბრიკაში - "საყვარელი ტელე გმირი" - სტუდიაში ბავშვებთან შესახვედრად მოდიან მათთვის საყვარელი ფილმების და სერიალების პერსონაჟები. ყოველ სემესტრში ორგანიზებულია მოსწავლეების ჯგუფური გასვლა თეატრებში, მუზეუმებში, გალერეებში
#მასტერკლასებიეტცეტერაში
ყოველწლიურად ორგანიზებულია საერთაშორისო გასტროლები, მოგზაურობები და მონაწილეობა ფესტივსლებში.
უკვე მოვიარეთ :
საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, მალტა, მონაკო, გერმანია, აზერბაიჯანი
მივიღეთ მონაწილეობა 10 საერთაშორისო ფესტივალში და მოვიპოვეთ 5 პირველი ადგილი (აშშ-ლას ვეგასი, ესპანეთი, იტალია, მოსკოვი ). ასევე სხვა საპრიზო ადგილები და მონაწილეობის სერტიფიკატები
#ჩვენისიტყვასაზღვარგარეთ
ვაწყობთ საქველმოქმედო სპექტაკლებს ჩვენი თანატოლებისათვის - მათთვის ვისაც ეს სჭირდება და ბედნიერებას ანიჭებს
#ჩემიდიდიოჯახი
ვთამაშობთ სპექტაკლებს სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებისათვის
#გაცდიეტცეტერელი
სისტემატიურად ხდება ბავშვების დაკავშირება სხვადასხვა რეჟისორებთან და კინო-ტელე სტუდიებთან ( ჩვენი მოსწავლეები უკვე გადაიღეს : "შუა ქალაქში", "ჩემი ცოლის დაქალები", "დიდი შესვენება", "ხელოვნური სუნთქვა"
და სხვა სერიალებში...
ასევე არაერთ ქართულ თუ საზღვარგარეთულ მხატვრულ ფილმში, ტელე შოუში
სარეკლამო რგოლში )
#იყავიაქტუალური
ჩვენი მოსწავლეები თამაშობენ სპექტაკლებს უკვე ინგლისურ ენაზეც
#ესშენითაობაა
უკვე არაერთი კურსდამთავრებული ეუფლება სამსახიობო ხელოვნებას პროფესიულ უნივერსტეტსა თუ კოლეჯში, როგორც თბილისში, ისე საზღვარგარეთ
#შედეგირომელიცხარისხზემეტყველებს
#ეტცეტერელი
2020 წლის პანდემიისას "Et Cetera..."-ს არ შეუწყვეტია მუშაობა და მოღვაწეობა. ჩვენ გადავედით სპეციალურად შემუშავებულ online მეთოდზე, რის შედეგადაც სემესტრების ბოლოს ვიღებდით : Zoom და online პროექტებს. ასევე გადავიღეთ საახალწლო ტელე ფილმი. განვახორციელეთ არაერთი პროექტი და აქტივობა ჩვენს fb გვერდზე. ბავშვების სწორ ორიენტირებაში ჩაერთო ფსიქოლოგი.
#აიასეთიკარანტინი
#სიყვარულითელფებისაგან
2021 წლიდან "Et Cetera..."-მ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სპექტაკლების ვიდეო ვერსიების გადაღება მოსწავლეების მონაწილეობით.
ამ ფილმებს დიდი წარმატება და ჯილდოები ხვდა წილად საერთაშორისო ფესტივსალებზე იტალიასა და ბულგარეთში.
უდიდესი წარმატება იყო ისიც, რომ ერთერთ ასეთი ვიდეო ნაჩვენები იყო 2021 წლის 27 მარტს - მსოფლიო თეატრის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე - World theatre day ( International theatre institute და UNESCO ორგანიზებით)
2021 წლის ივნისში, პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის მკაცრი დაცვით, შედგა "Et Cetera..."-ს სპექტაკლების სრულფასოვანი თეატრალური სეზონი
იყო "ეტცეტერელი" - ნიშნავს იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე არაერთ კულტურულ და სახელოვნებო პროცესში; იყო შენი თაობის საინტერესო წარმომადგენელი
"Et Cetera..."- ესაა გზა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში და დროში იყოთ აქტუალური, არ შეაჩეროთ ზრდა და განვითარება, მოახდინოთ თქვენი შინაგანი პოტენციალის რეალიზება, გქონდეთ თვითგამოხატვის საშუალება და ისწავლოთ ახალი
ყოველი დღე კი იყოს ფერადი, მნიშვნელოვანი, დასამახსოვრებელი
ჩვენი მისამართია : შალვა ღამბაშიძის ქუჩა #3
საკონტაქტო ტელ : 595392838
https://www.facebook.com/teatrstudiaetcetera/?ref=br_rs
to be continued...
#იღვაწემომავლისათვის