სკოლა სადუნი • School Saduni

სკოლა სადუნი • School Saduni ქართულ-ამერიკული სკოლა "სადუნი"

სკოლა “სადუნი” – ეს გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას.

🏫ქართულ -ამერიკული სკოლა "სადუნის" მოსწავლეები ტრადიციულად   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკს შეუერთდნე...
29/09/2026

🏫ქართულ -ამერიკული სკოლა "სადუნის" მოსწავლეები ტრადიციულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკს შეუერთდნენ.

🧪სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქიმიის მასწავლებელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ ქეთევან კუპატაძეს, სადუნელებისთვის კიდევ ერთხელ მიცემული საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის.🧑‍🔬

#სამეცნიეროპიკნიკი

26/09/2026

🌍 26 სექტემბერი - ენების ევროპული დღე

🔹ენა ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს, გვაცნობს განსხვავებულ კულტურებს და გვხისნის გზას ახალი შესაძლებლობებისკენ.

🔹ამ განსაკუთრებულ დღეს ჩვენი მოსწავლეები სხვადასხვა ენაზე გვიყვებიან, რატომ სწავლობენ კონკრეტულ ენას და რას ნიშნავს მათთვის უცხო ენის ცოდნა. 💬📚

🔹ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ახალი ენა ახალი სამყაროს აღმოჩენაა - ახალი კულტურის, ახალი ადამიანებისა და ახალი შესაძლებლობების. 🌐

22/09/2026

🌍🕊️ მშვიდობა იწყება ერთმანეთის მოსმენით, პატივისცემით და მეგობრობით.

მშვიდობის საერთაშორისო დღეს ჩვენი პირველკლასელები გვიზიარებენ საკუთარ აზრებს — რას ნიშნავს მათთვის მშვიდობა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი. 💙

ბავშვების გულწრფელი სიტყვები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მშვიდობიანი და უკეთესი მომავალი სწორედ განათლებით, სიკეთითა და ურთიერთპატივისცემით იქმნება.

#მშვიდობისსაერთაშორისოდღე #პირველკლასელები #სადუნი

18/09/2026

📚სწავლა ყველაზე საინტერესოა მაშინ, როცა ბავშვები ახალ ცოდნას თამაშით, დაკვირვებითა და ექსპერიმენტებით იძენენ. 🧩🧪

🔹ჩვენმა პატარებმა ეზოს აქტივობისას გაიმეორეს გეომეტრიული ფიგურები და ისინი ლეგოს შესაბამისი ფორმის დეტალებით შეავსეს. აქტივობამ ხელი შეუწყო სივრცითი აღქმის, ფერისა და ფორმის გარჩევის, თვალისა და ხელის კოორდინაციის, წვრილი მოტორიკისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

🔹ბუნებისმეტყველების აქტივობის ფარგლებში კი ჩავატარეთ სახალისო ექსპერიმენტი სოდისა და ძმრის გამოყენებით. ბავშვები ინტერესით დააკვირდნენ რეაქციას და მარტივი ცდის საშუალებით გაეცნენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსა და ქიმიური რეაქციის პროცესს. 🎈

თამაში, კვლევა და აღმოჩენა — ყოველი დღე ახალი გამოცდილებაა! 💛

#სკოლამდელიაღზრდა

🎒📚 პირველი სასწავლო დღე — ახალი ემოციებით, მეგობრებითა და მიზნებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლაში — როგორც ჩვენი ...
16/09/2026

🎒📚 პირველი სასწავლო დღე — ახალი ემოციებით, მეგობრებითა და მიზნებით!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სკოლაში — როგორც ჩვენი ძველი, ისე ახალი მოსწავლეებისთვის! 💙

ყველას წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ! ✨

#ახალისასწავლოწელი
#სადუნი
#ქართულამერიკულისკოლასადუნი

15/09/2026

🎒📚 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

🔹ყველა ჩვენს მოსწავლეს ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და შთაგონებით სავსე სასწავლო წელს.

🥳კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სკოლაში! ✨

#სადუნი

#ახალისასწავლოწელი

Send a message to learn more

🎈 პირველი დღე ჩვენს საბავშვო ბაღსა და სკოლამდელ ჯგუფებში! 🌟დღეს ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის ახალი, საინტერესო და ემოცი...
08/09/2026

🎈 პირველი დღე ჩვენს საბავშვო ბაღსა და სკოლამდელ ჯგუფებში! 🌟

დღეს ჩვენი პატარა მოსწავლეებისთვის ახალი, საინტერესო და ემოციებით სავსე ეტაპი დაიწყო. 💛

ახალი მეგობრები, პირველი აქტივობები, თამაშები, აღმოჩენები და უამრავი ღიმილი — სწორედ ასე გავატარეთ ჩვენი პირველი დღე ერთად. 🧸🎨📚

Saduni • Early Education Center

#პირველიდღე #საბავშვობაღი #სკოლამდელიგანათლება #ბედნიერიბავშვობა #ახალისასწავლოწელი

📚✨ ახალი სასწავლო წელი იწყება!🔹ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო წ...
01/09/2026

📚✨ ახალი სასწავლო წელი იწყება!

🔹ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო, სიხარულით გაცნობებთ, რომ ჩვენს სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება! 🎓

🥳ახალი ცოდნა, საინტერესო გაკვეთილები, მეგობრები, შესაძლებლობები და კიდევ ერთი წარმატებული სასწავლო წელი.

🏫ჩვენი სკოლა მზად არის, კვლავ შეეგებოს მოსწავლეებს თბილ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში. 💙

🔹გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და შთამბეჭდავ სასწავლო წელს!

🗓️შეხვედრამდე!

#ახალისასწავლოწელი

#სადუნი
#ქართულამერიკულისკოლა

Address

დავით ბაქრაძის 15
Tbilisi
0119

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995595555935

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სკოლა სადუნი • School Saduni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სკოლა სადუნი • School Saduni:

Shortcuts

Share

Category