კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ / International Conference "Tao-Klarjeti"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ / International Conference "Tao-Klarjeti"

კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ /  International Conference "Tao-Klarjeti" საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯ?

09/06/2020

✅ მსოფლიოში შექმნილი საერთო მდგომარეობის გამო, საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაიდოს V საერთაშორისო კონფერენციის „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარების თარიღი (შეგახსენებთ, რომ კონფერენცია უნდა გამართულიყო მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით).

✅ სავარაუდოდ, ახალი თარიღი ცნობილი გახდება შემოდგომაზე, როცა მეტნაკლებად გაირკვევა ვითარება პანდემიასთან და საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით.

✅ ამის შესახებ სამეცნიერო საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.

✅ ვწუხვართ, რომ უარის თქმა გვიწევს მონაწილეობის მსურველთათვის, რომლებმაც უკვე გამოგზავნეს მოხსენებათა თეზისები.

✅ მადლობას მოგახსენებთ მხარდამჭერებსა და დაინტერესებულ პირებს.🙏❤️

📚📚📚
09/03/2020

📚📚📚

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ...

23/09/2016

21-23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიმართა IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიური სახლი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 72 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, ჰოლანდია, გერმანია, რუსეთი.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/iv-saertashoriso-konferencia-tao-klardjeti1.page

21 სექტემბერი, 2016 წელი – IV საერთაშორისო კონფერენციის „ტაო-კლარჯეთი“ პირველი დღე.
21/09/2016

21 სექტემბერი, 2016 წელი – IV საერთაშორისო კონფერენციის „ტაო-კლარჯეთი“ პირველი დღე.

21-23 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიმართა IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ქართველოლოგიური სახლი.
კონფერენციაში მონაწილეობდა 72 მეცნიერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ისრაელი, სომხეთი, ჰოლანდია, გერმანია, რუსეთი.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/siaxleebi-8/gonisdziebebi-346/iv-saertashoriso-konferencia-tao-klardjeti1.page

რუკის მიხედვით ადვილად შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ  IV საერთაშორისო კონფერენციას „ტაო-კლარჯეთი“, რომელიც გაიმართება...
20/09/2016

რუკის მიხედვით ადვილად შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ IV საერთაშორისო კონფერენციას „ტაო-კლარჯეთი“, რომელიც გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში.

თუ ფეხით მობრძანდებით, უმჯობესია ისარგებლოთ შემდეგი მარშრუტით: აბანოს ქუჩიდან მარჯვნივ შეუხვევთ ბოტანიკურის ქუჩაზე, შემდეგ ბოტანიკურის ქუჩით მოხვდებით ბოტანიკური ბაღის მთავარ შესასვლელთან, რომლის გავლის შემდეგ აუყვებით ქუჩას და მოხვდებით ბოტანიკის ინსტიტუტის შენობასთან (აღნიშნული მარშრუტი ფოტოზე მოცემულია ღია მწვანე ფერით);

ხოლო თუ მანქანით მობრძანდებით, უნდა ისარგეობლოთ შემდეგი გზით: აბანოს ქუჩიდან მარცხნივ შემოხვალთ გრიშაშვილის ქუჩაზე, გრიშაშვილის N20-ის მოპირდაპირე მხარეს მარჯვნივ შემოდის მირზა შაფის ქუჩა, დაადგებით მირზა შაფის ქუჩას და მოხვდებით ბოტანიკის ინსტიტუტის შენობაში (აღნიშნული მარშრუტი რუკაზე მოცემულია ვარდისფერით)

17/09/2016

IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ 2016 წლის 21-24 სექტემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.   ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნიდან 72 მონაწილე მიღ ...

2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ინტერდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო:I საერთაშორი...
18/07/2016

2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ინტერდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელმაც უკვე ტრადიციული სახე მიიღო:

I საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2010 წლის 5-8 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); კონფერენციაში
მონაწილეობდა 58 მეციერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ავსტრია, დანია, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი);

II საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2012 წლის 5-8 სექტემბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი); კონფერენციაში მონაწილეობდა 128 მეციერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, ავსტრია, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, სომხეთი, დანია, იტალია);

III საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ ჩატარდა 2014 წლის 17-21 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი); კონფერენციაში მონაწილეობდა 81 მეციერი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, იაპონია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, ნიდერლანდები, სომხეთი, რუსეთი, ისრაელი).

IV საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართება 2016 წლის 21-24 სექტემბერს (ორგანიზატორი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „ქართველოლოგიური სახლი“).

III საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართა 2014 წლის 17-21 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი...
15/06/2016

III საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართა 2014 წლის 17-21 ოქტომბერს (ორგანიზატორი: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).

The 3rd International conference "Tao-Klarjeti" was held in the year 2014 from 17th to 21th of Oqtober (the organizer of the conference was The National Centre of Manuscripts).

ბუბა კუდავა IV საერთაშორისო კონფერენციის „ტაო-კლარჯეთის“ შესახებ.საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“30 მაისი, 2016 წ.h...
30/05/2016

ბუბა კუდავა IV საერთაშორისო კონფერენციის „ტაო-კლარჯეთის“ შესახებ.

საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“
30 მაისი, 2016 წ.

https://www.youtube.com/watch?v=keUlSiWYrNU&app=desktop

IV საერთაშორისო კონფერენცია ტაო–კლარჯეთი" – ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა

II საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართა 2012 წლის 5-8 სექტემბერს (ორგანიზატორები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი...
18/05/2016

II საერთაშორისო კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ გაიმართა 2012 წლის 5-8 სექტემბერს (ორგანიზატორები: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ინტერდისციპლინური ხასიათის კონფერენცია შემდეგ სამუშაო სექციებს მოიცავდა: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, ენათმეცნიერება, კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია, ხელოვნების ისტორია, ლიტერატურის ისტორია, ეთნოლოგია, ფოლკლორისტიკა, არქეოლოგია, გეოლოგია, ეკოლოგია და ტურიზმი.

ტაო-კლარჯეთის რეგიონისადმი მიძღვნილ, უკვე მეორე, კონფერენციაზე განსაკუთრებით გაიზარდა როგორც მომხსენებელთა ზოგადი რაოდენობა, ისე კონფერენციაში მონაწილე საზღვარგარეთის ქვეყნების რიცხვი.

The 2nd conference "Tao-Klarjeti" was held in the year 2012 from 5th to 8th of September (the organizer of the conference was The National Centre of Manuscripts, S***a Rustaveli State University).

The conference was interdisciplinary and contained the following working sections: History, Source Criticism, Linguistics, Codicology-Textual Study, History of Art, History of Literature, Ethnology, Folklore, Archaeology, Geology, Ecology and Turism.

Address

First Republic Square 1
Tbilisi
0108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი“ / International Conference "Tao-Klarjeti" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category