30/06/2018
📢 📢 📢 "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU უერთდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას
აბიტურიენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების კომფორტულ, კონდინცირებულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.
➡ SEU-ს თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი კამპუსი ა/წ სექტემბრიდან მზად იქნება სასწავლო პროცესისთვის.
🔺 SEU თანადგომას უცხადებს აბიტურიენტებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მათ სთავაზობს , 2019 წელს თბილისში დარეგისტრირებულმა 20 000-მდე აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბაროს SEU-ს მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სასწავლო კორპუსში, კონდიცირებულ და კომფორტულ გარემოში."
04/08/2017
📌 SEU-ს საზაფხულო სკოლა აბიტურიენტებისთვის❗
👉 10 - 14 აგვისტოს აღმოაჩინე შენი SEU
🔴 პირველად საქართველოში - დაიწყე წარმატებული სტუდენტობა ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.
➡ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2017 წელს ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველ პრიორიტეტად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი პროგრამა აქვთ არჩეული, SEU აძლევს შესაძლებლობას დაიწყონ თავიანთი სტუდენტური ცხოვრება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლით.
➡ 4 დღის განმავლობაში, SEU-ს ადმინისტრაცია და ყველა მიმართულების საუკეთესო პროფესორები გაგაცნობენ უნივერსიტეტს, ჩაატარებენ ლექციებს, ტრენინგებსა და მასტერკლასებს ყველა სპეციალობის ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე.
➡ საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო "ანდამატში".
👉 SEU-ს აბიტურიენტთა საზაფხულო სკოლის პირველ ნაკადში ჩაერთვება 40 აბიტურიენტი სხვადასხვა პროგრამიდან, რომელთა მონაწილეობა სრულად დაფინანსებული იქნება უნივერსიტეტის მიერ.
👉 საზაფხულო სკოლის პროგრამაში შედის:
✔ ტრანსფერი - თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
✔ განთავსება სასტუმროში
✔ 3- ჯერადი კვება
✔ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
✔ კონკურსები და შეჯიბრებები
✔ სპორტული და კულტურული ღონისძიებები და კონცერტი
➡ კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.
➡ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და პირველ პრიორიტეტად აირჩიეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ნებისმიერი პროგრამა.
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 7 აგვისტოს ჩათვლით;
➡ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა 2017 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი საზაფხულო სკოლის ელექტრონულ მისამართზე [email protected]
➡ წერილთან ერთად გადმოსაგზავნი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
✔ პირადობის მოწმობის ასლი
✔ ავტობიოგრაფია/CV
✔ ფოტოსურათი
✔ ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ფორმის ამონაწერი არჩეული უნივერსიტეტებით მითითებით (აბიტურიენტის ვებგვერდიდან)
✔ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების ამონაწერი (აბიტურიენტის ვებგვერდიდან)
👉 შენი SEU-ელობა იწყება აქ
03/08/2017
www.amc.ge
მიმდინარეობს აბიტურიენტთა რეგისტრაცია
02/07/2017
პატრიარქმაა დღეს საკვირაო ქადაგებაზე ერთიანი ეროვნული გამოცდის მონაწილე აბიტურინტები დალოცა.
ილია II
“იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ის დარგი აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ სასწავლებლებში და მშვიდობით დაამთავროთ”.
14/06/2017
მოგესალმებით! 17 ივნის, შაბათს, AMC გეპატიჯებათ ექსკურსიაზე კახეთში.(ბოდბე, სიღნაღი, ლაგოდეხის ნაკრძალი) ტრანსპორტირებას ავტობუსებით უზრუნველყოფს აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი (დასარეგისტრირებლად ხუთშაბათის ჩათვლით მიაკითხეთ ადმინისტრაციას.
საკონტაკთო ინფორმაცია: 577 33-73-71; 577 54-11-11
www.Amc.ge
www.pretesti.ge
10/06/2017
"აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი Amc" იმედის კვირაში 18-06-2017 20:00სთ
www.Amc.ge
www.pretesti.ge