Eco - Logic / ეკო - ლოგიკა

Eco - Logic / ეკო - ლოგიკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Eco - Logic / ეკო - ლოგიკა, Education Website, Tbilisi.

არ შეინახო სველი ნაგავი სახლშისველი ნაგავი სახლში სწრაფად იწყებს დაშლას და წარმოქმნის უსიამოვნო სუნს, რომელიც ჰაერში ვრც...
20/05/2026

არ შეინახო სველი ნაგავი სახლში

სველი ნაგავი სახლში სწრაფად იწყებს დაშლას და წარმოქმნის უსიამოვნო სუნს, რომელიც ჰაერში ვრცელდება და აუარესებს შიდა ჰაერის ხარისხს. ასეთ გარემოში მარტივად გროვდება ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.

ნაგვის დროული გატანა ან მისი მშრალ მდგომარეობაში შენახვა ხელს უწყობს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას. თუ შესაძლებელია, გამოიყენე დახურული კონტეინერი ან დაცალე სითხე ნაგვის გადაყრამდე. ეს მარტივი ჩვევა ამცირებს ჰაერის დაბინძურებას და შენს სახლს უფრო სასიამოვნო საცხოვრებელ სივრცედ აქცევს.​

ეკო რჩევების მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

 #ეკორჩევებისწიგნი📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 1 მაისს წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლაში ჩა...
18/05/2026

#ეკორჩევებისწიგნი
📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 1 მაისს წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლაში ჩავატარეთ ეკო წიგნის პრეზენტაცია🤝

📚შეხვედრას IX კლასელები ესწრებოდნენ,
სულ 40 ბავშვი. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, ეკო წიგნები, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები, სტიკერები, სამაჯურები და მაისურები 🤝♻️

🏫წიგნები ვაჩუქეთ სკოლის ბიბლიოთეკასაც.
🎲ასევე სკოლას ვაჩუქეთ ჩვენი სამაგიდო თამაში ეკო - ქალაქი

🤝უკვე 102 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3060 მოსწავლესთან დავამყარეთ კომუნიკაცია. ჩვენი მოძრაობა გეგმავს საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად აგრძელებს ეკო ცნობიერების ამაღლებას.

ეკო წიგნის დაბეჭდვაში დაგვეხმარა
Toyota Georgia რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ 🤝❤️

თუ გაქვთ სურვილი თქვენს სკოლაში რომ ჩავატაროთ ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაცია , მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 🤝♻️

 #ეკორჩევებისწიგნი📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 21 აპრილს 70-ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ეკო წი...
16/05/2026

#ეკორჩევებისწიგნი
📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 21 აპრილს 70-ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ეკო წიგნის პრეზენტაცია🤝

📚შეხვედრას IX - XI კლასელები ესწრებოდნენ,
სულ 25 ბავშვი. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, ეკო წიგნები, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები, სტიკერები, სამაჯურები და მაისურები 🤝♻️

ტესტირებაში გამარჯვებული მოსწავლეები. ♻️

♻️ჯგუფის ლიდერი: ანანო კუნელაშვილი
♻️ჯგუფის წევრი: მარიამ ჩარკვიანი
♻️ჯგუფის წევრი: ამირან ჯოჯუა

🏫წიგნები ვაჩუქეთ სკოლის ბიბლიოთეკასაც.
🎲ასევე სკოლას ვაჩუქეთ ჩვენი სამაგიდო თამაში ეკო - ქალაქი

🤝უკვე 101 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 3020 მოსწავლესთან დავამყარეთ კომუნიკაცია. ჩვენი მოძრაობა გეგმავს საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად აგრძელებს ეკო ცნობიერების ამაღლებას.

ეკო წიგნის დაბეჭდვაში დაგვეხმარა
Toyota Georgia რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ 🤝❤️

თუ გაქვთ სურვილი თქვენს სკოლაში რომ ჩავატაროთ ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაცია , მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 🤝♻️

 #ეკორჩევებისწიგნი📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 21 აპრილს უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო - ში...
13/05/2026

#ეკორჩევებისწიგნი
📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 21 აპრილს უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო - ში ჩავატარეთ ეკო წიგნის პრეზენტაცია🤝

📚შეხვედრას IX - XI კლასელები ესწრებოდნენ,
სულ 45 ბავშვი. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, ეკო წიგნები, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები, სტიკერები, სამაჯურები და მაისურები 🤝♻️

ტესტირებაში გამარჯვებული მოსწავლეები. ♻️

♻️ჯგუფის ლიდერი: ანდრია ღირსიაშვილი
♻️ჯგუფის წევრი: დემეტრე არუნაშვილი
♻️ჯგუფის წევრი: ელენე ტაბატაძე
♻️ჯგუფის წევრი : მარიამ ხახუტაშვილი

🏫წიგნები ვაჩუქეთ სკოლის ბიბლიოთეკასაც.
🎲ასევე სკოლას ვაჩუქეთ ჩვენი სამაგიდო თამაში ეკო - ქალაქი

🤝უკვე 100 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 2995 მოსწავლესთან დავამყარეთ კომუნიკაცია. ჩვენი მოძრაობა გეგმავს საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად აგრძელებს ეკო ცნობიერების ამაღლებას.

ეკო წიგნის დაბეჭდვაში დაგვეხმარა
Toyota Georgia რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ 🤝❤️

თუ გაქვთ სურვილი თქვენს სკოლაში რომ ჩავატაროთ ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაცია , მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 🤝♻️

დაიცავი დაცული ტერიტორიების წესებიდაცული ტერიტორიები განსაკუთრებული ადგილებია, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება.ეს სივრცეე...
09/05/2026

დაიცავი დაცული ტერიტორიების წესები

დაცული ტერიტორიები განსაკუთრებული ადგილებია, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება.
ეს სივრცეები იქმნება იმისთვის, რომ მცენარეებმა და ცხოველებმა ადამიანის მინიმალური ჩარევის მქონე გარემოში იცხოვრონ. კვლევების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნება უფრო მაღალია — აქ საშუალოდ 11 %-ით მეტი სახეობაა, ვიდრე დაუცველ ზონებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ წესები — არ გადავუხვიოთ ბილიკებს, არ დავაზიანოთ გარემო და არ დავარღვიოთ ბუნებრივი სივრცე.

როცა მსგავს პასუხისმგებლობას იღებ, შენ რეალურად ბუნების გადარჩენას უწყობ ხელს. დაცული ტერიტორიების წესების დაცვით შენ უზრუნველყოფ, რომ ამ უნიკალურმა და ლამაზმა ადგილებმა მომავალშიც შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე და ღირებულება.

ეკო რჩევების წიგნის მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

🌳🎋არ გასხლა მცენარე საჭიროზე მეტადზედმეტი გასხვლა მცენარეს ასუსტებს, რადგან იგი კარგავს ფოთლებსა და ტოტებს, რომლებიც საჭ...
08/05/2026

🌳🎋არ გასხლა მცენარე საჭიროზე მეტად

ზედმეტი გასხვლა მცენარეს ასუსტებს, რადგან იგი კარგავს ფოთლებსა და ტოტებს, რომლებიც საჭიროა საკვების წარმოსაქმნელად და ენერგიის შესანახად. არასწორი ან ხშირი გასხვლა აფერხებს ბუნებრივ ზრდას და ამცირებს მცენარეების ძალას დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ.

არ გასხლა მცენარე საჭიროზე მეტად, ასე შენ მცენარეს ფორმის შენარჩუნებასა და განვითარებაში დაეხმარები.

ეკო რჩევების მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

🪷მოერიდე  ბალახის ხშირ გადაჭრას, რადგან ის ნიადაგს გამოშრობისგან იცავსბალახი ნიადაგისთვის ბუნებრივ დამცავ საფარს ქმნის  ...
07/05/2026

🪷მოერიდე ბალახის ხშირ გადაჭრას, რადგან ის ნიადაგს გამოშრობისგან იცავს

ბალახი ნიადაგისთვის ბუნებრივ დამცავ საფარს ქმნის და ამცირებს მზის პირდაპირ ზემოქმედებას, რის შედეგადაც ნიადაგში ტენიანობა უფრო დიდხანს ნარჩუნდება. ხშირი გადაჭრა კი აჩქარებს წყლის აორთქლებას და ასუსტებს ნიადაგის ნაყოფიერებას.

გარდა ამისა, მოზრდილი ბალახი ხელს უწყობს მიკროორგანიზმებისა და მწერების არსებობას, რომლებიც ნიადაგისთვის აუცილებელია. ბალახის იშვიათი და ზომიერი გათიბვა ეხმარება ეკოსისტემას ბალანსის შენარჩუნებაში და ამცირებს წყლის არაეფექტურ ხარჯვას.

ეკო რჩევების წიგნის მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

 #ეკორჩევებისწიგნი📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 20 აპრილს 31 - ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ეკო ...
04/05/2026

#ეკორჩევებისწიგნი
📚ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩვენი გუნდის წევრებმა 20 აპრილს 31 - ე საჯარო სკოლაში ჩავატარეთ ეკო წიგნის პრეზენტაცია🤝

📚შეხვედრას IX - XI კლასელები ესწრებოდნენ,
სულ 40 ბავშვი. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, ეკო წიგნები, მრავალჯერადი გამოყენების ჩანთები, სტიკერები, სამაჯურები და მაისურები 🤝♻️

ტესტირებაში გამარჯვებული მოსწავლეები. ♻️

♻️ჯგუფის ლიდერი: ზურა ყეინაშვილი
♻️ჯგუფის წევრი: გიორგი მამამთავრიშვილი
♻️ჯგუფის წევრი: გოჩა მურუსიძე

🏫წიგნები ვაჩუქეთ სკოლის ბიბლიოთეკასაც.
🎲ასევე სკოლას ვაჩუქეთ ჩვენი სამაგიდო თამაში ეკო - ქალაქი

🤝უკვე 98 საგანმანათლებლო დაწესებულებასა და 2930 მოსწავლესთან დავამყარეთ კომუნიკაცია. ჩვენი მოძრაობა გეგმავს საქართველოს ყველა სკოლასთან თანამშრომლობას და აქტიურად აგრძელებს ეკო ცნობიერების ამაღლებას.

ეკო წიგნის დაბეჭდვაში დაგვეხმარა
Toyota Georgia რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ 🤝❤️

თუ გაქვთ სურვილი თქვენს სკოლაში რომ ჩავატაროთ ეკო რჩევების წიგნის პრეზენტაცია , მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში 🤝♻️

🌸🌺მცენარის დარგვისას გაითვალისწინე ფესვების ზრდის არეალიდარგვისას გაითვალისწინე, რომ მცენარის ფესვები მიწის ქვეშ ფართოდ ...
04/05/2026

🌸🌺მცენარის დარგვისას გაითვალისწინე ფესვების ზრდის არეალი

დარგვისას გაითვალისწინე, რომ მცენარის ფესვები მიწის ქვეშ ფართოდ იზრდება და მას ადგილი სჭირდება. თუ მცენარეებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს დარგავ, ფესვებს გაუჭირდებათ წყლისა და საკვების მიღება და ისინი დასუსტდებიან.

საკმარისი სივრცე ფესვებს თავისუფალ ზრდაში ეხმარება, მცენარე კი უფრო ძლიერი და ჯანსაღი ხდება. გაითვალისწინე ეს რჩევა, რომ დაეხმარო ბუნებას და შენმა დარგულმა მცენარემ უფრო დიდხანს იცოცხლოს.

ეკო რჩევების მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

მცენარეები დილით ან საღამოს მორწყე, რომ წყლის რესურსი არაეფექტურად არ დაიხარჯოსუმჯობესია მცენარეები მორწყო დილით ადრე ან...
03/05/2026

მცენარეები დილით ან საღამოს მორწყე, რომ წყლის რესურსი არაეფექტურად არ დაიხარჯოს

უმჯობესია მცენარეები მორწყო დილით ადრე ან საღამოს, როდესაც ჰაერის ტემპერატურა დაბალია და მზე პირდაპირ არ აცხუნებს ნიადაგს. ამ დროს წყალი ნაკლებად ორთქლდება და უფრო ღრმად აღწევს ნიადაგში. ეს მცენარის ფესვებს საშუალებას აძლევს საჭირო ტენიანობა სრულად მიიღოს. შედეგად, მორწყვა ხდება უფრო ეფექტური და მცენარეები უკეთ ინარჩუნებენ სიჯანსაღეს.

ეკო რჩევების მეექვსე ნაწილის დაბეჭდვაში დაგვეხმარა Toyota Georgia 🤝

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Eco - Logic / ეკო - ლოგიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Eco - Logic / ეკო - ლოგიკა:

Shortcuts

Share