29/07/2026
🌿 დღეს №64 საბავშვო ბაღს საპატიო სტუმარი ჰყავდა.
გვესტუმრა „თავისუფალი ხედვის აკადემიის“ დირექტორის მოადგილე, ქალბატონი: თამარ კურტანიძე.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი თამარი გაეცნო ბაღში მიმდინარე სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს, დაათვალიერა სასწავლო გარემო, შეხვდა თანამშრომლებს და დაინტერესდა იმ საქმიანობით, რომელსაც ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ახორციელებს ბავშვების ჰარმონიული განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრა წარიმართა თბილ და საქმიან გარემოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობას, ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, პროფესიული განათლების როლსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.❤️❤️❤️
გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერებასა და განათლების ხარისხის უწყვეტ განვითარებას. Tamar Kurtanidze ზაირა კურტანიძე