საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia
🇬🇪 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა! 📜 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარ...
23/08/2026

🇬🇪 24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა!

📜 1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო სახელმწიფოს უზენაესი კანონი, საქართველოს კონსტიტუცია.

📜 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

🇬🇪 August 24 is Georgia’s Constitution Day!

📜 On August 24, 1995, at 17:50, the Parliament of the Republic of Georgia passed the so-called In the "Imel" building, the supreme law of the state, the Constitution of Georgia, was adopted by 159 votes against 8.

📜 On September 17, 1995, the members of the State Constitutional Commission and the Parliament of Georgia signed the official text of the Constitution in the government palace, where the Supreme Council of the Republic of Georgia announced the Act of Restoration of Independence of Georgia.

🇬🇪🇺🇸 GEO/ENG🎉 საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰუმბოლდტის ფონდის წამყვანი კვლევითი პროექტის სტიპენდიატი გახდა!🇩🇪 UG-ი...
21/08/2026

🇬🇪🇺🇸 GEO/ENG

🎉 საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ჰუმბოლდტის ფონდის წამყვანი კვლევითი პროექტის სტიპენდიატი გახდა!

🇩🇪 UG-ის სამართლის სკოლის პროფესორი ანა ფირცხალაშვილი სამეცნიერო საქმიანობას გერმანიაში, პოტსდამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრში აგრძელებს.

⚖️ მისი 2-წლიანი კვლევითი პროექტის სახელწოდებაა - თავდაცვისუნარიანი დემოკრატია: სამართლებრივი მექანიზმები, რისკები და გამოწვევები შედარებით-სამართლებრივ პერსპექტივაში.

🔎 კვლევა მიზნად ისახავს დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების ანალიზს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკური პარტიებისა და გაერთიანებების აკრძალვის საკითხს, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და დემოკრატიული წესრიგის დაცვის ინტერესებს შორის ბალანსს, ამ მექანიზმების შესაძლო არასწორი გამოყენების რისკებს, საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებსა და სასამართლო ზედამხედველობის როლს.

🇩🇪 პროექტი ხორციელდება პოტსდამის უნივერსიტეტის MenschenRechtsZentrum-ში და ფინანსურად მხარდაჭერილია ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის მიერ.

🔝კვლევის ფარგლებში დაგეგმილია სამეცნიერო სტატიების მომზადება, საერთაშორისო აკადემიურ დისკუსიებში მონაწილეობა და შედარებით-სამართლებრივი კვლევის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ ინტერნაციონალიზაციას.

❤️ საქართველოს უნივერსიტეტი ულოცავს პროფესორ ანა ფირცხალაშვილს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ შესაძლებლობას და უსურვებს წარმატებებს კვლევით საქმიანობაში!

🎉 UG Professor awarded prestigious Humboldt Research Fellowship in Germany!

🇩🇪 Professor Anna Phirtskhalashvili from the School of Law at the University of Georgia is continuing her academic work in Germany at the Human Rights Centre (MenschenRechtsZentrum) of the University of Potsdam.

⚖️ Her 24-month research project is titled - Militant Democracy: Legal Mechanisms, Risks and Challenges in Comparative Legal Perspective.

🔎 The study examines the legal and institutional mechanisms aimed at protecting the democratic constitutional order. It places particular emphasis on the prohibition of political parties and associations, the balance between individual freedoms and the protection of the democratic system, the risks of potential misuse of such mechanisms, international human rights standards, and the role of judicial oversight.

🇩🇪 The project is being conducted at the MenschenRechtsZentrum of the University of Potsdam and is financially supported by the Alexander von Humboldt Foundation.

🔝 Within the framework of the project, Professor Phirtskhalashvili will prepare academic publications, participate in international scholarly discussions, and further develop comparative legal research that will contribute to the further internationalization of the University of Georgia.

❤️ The University of Georgia congratulates Professor Anna Phirtskhalashvili on this important academic opportunity and wishes her continued success in her research work.

🎓გახდი ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი!💼 თუ გსურს, მართო თანამედროვე ორგანიზაციული ცვლილე...
21/08/2026

🎓გახდი ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი!

💼 თუ გსურს, მართო თანამედროვე ორგანიზაციული ცვლილებები, აითვისო ლიდერობის და მენეჯმენტის უახლესი მოდელები, დანერგო ინოვაციური HR ტექნოლოგიები და შექმნა თანამედროვე სამუშაო გარემო, საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა შენთვისაა.

🔗 პროგრამის ბმული:
👉 https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6053

➡️ პროგრამის საფასური - 6000 ლარი

🔗 საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები და პირობები:
👉 https://ug.edu.ge/ge/programs/2

უსდ კოდი 1️⃣2️⃣1️⃣

🇺🇸 MA in Executive Human Capital Management and Digital Transformation. The University of Georgia.

#აღმოაჩინემეტი

💥   ნინი გასვიანი, ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი ❤❓როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას თანამედრო...
21/08/2026

💥 ნინი გასვიანი, ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი ❤

❓როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს ადამიანის წარმატებას თანამედროვე სამყაროში?

➡️ ჩემი აზრით, წარმატებას განსაზღვრავს: ცოდნის მუდმივი განახლება, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა და ახალ გარემოებებთან ადაპტაციის უნარი.

❓AI რამდენად შეიძლება დაეხმაროს ქართულ ენას განვითარებაში? 🤖

➡️ ქართული ენა ჩვენი ეროვნული იდენტობის და კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება სასარგებლო იყოს სწავლის და ინფორმაციის მოძიების პროცესში, ქართული ენის განვითარებასა და შენარჩუნებაში მთავარი როლი ადამიანებს, განათლებას და საზოგადოებას ეკისრება. AI მხოლოდ დამხმარე საშუალებაა და ვერასოდეს ჩაანაცვლებს ქართულ ენას, მის უნიკალურობას და კულტურულ მნიშვნელობას. 🇬🇪

❓წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველას ურჩევდი 📖

➡️ წიგნს, რომელსაც ყველას ვურჩევ არის ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია", რადგან ყველა ადამიანი აღმოაჩენს თავის თავს რაღაც კუთხით; უცხოელი მწერლების ნაწარმოებებიდან გამოვარჩევდი ლევ ტოლსტოის "ომი და მშვიდობას", იმდენად ღრმა და მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რომ მკითხველს აუცილებლად მოხიბლავს.❤️

👉კითხვა შემდეგ სტუდენტს - რა არის ისეთი რამ, რაც სწავლის პროცესში აღმოაჩინე და დღემდე გეხმარება? 🤔

🇬🇪🇺🇸 GEO/ENG🎓 უფასო ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისთვის - AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა (COMPLIANCE)🤖 როგორ ცვ...
20/08/2026

🇬🇪🇺🇸 GEO/ENG

🎓 უფასო ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისთვის - AI გადაწყვეტილებების მიღება და შესაბამისობა (COMPLIANCE)

🤖 როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ AI-ის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილებები იყოს კანონიერი, გამჭვირვალე და სამართლიანი?

➡️ შემოგვიერთდით სპეციალურ ონლაინ ტრენინგზე - AI Decision-Making & Compliance, რომელიც განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის, სამართლის, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და შესაბამისობის (compliance) ურთიერთკავშირით.

✅ ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის გამოყენებით გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და რეგულაციურ გამოწვევებს, პასუხისმგებლიანი AI-ის გამოყენების პრინციპებს და იმას, თუ როგორ ცვლის ახალი ტექნოლოგიები იურიდიულ და ბიზნეს პრაქტიკას.

➡️ ვის შეუძლია მონაწილეობა?

მონაწილეობის პრიორიტეტი მიენიჭებათ:
✅ საქართველოს უნივერსიტეტის (UG) სტუდენტებს
✅ UG-ის პროგრამებზე აპლიკანტებს
✅ დარჩენილი ადგილები ხელმისაწვდომი იქნება სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც.

👤 ტრენერი - ნატა სტურუა

🎓 ნატა სტურუა არის სამართლის პროფესორი, Austrian Blockchain Center-ის მკვლევარი, Interdisciplinary Transformation University Austria-ს (IT:U) ომბუსდმენი და საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი. იგი ასევე არის მოწვეული პროფესორი Central European University-ში (CEU) და University of Applied Sciences Zwickau-ში (WHZ).

➡️ მისი პროფესიული და კვლევითი საქმიანობა აერთიანებს სამართალს, ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს და კონფლიქტების მართვას.

📆 4 სექტემბერი: ონლაინ ტრენინგი
🕙 დრო: 10:00 - 14:00, ხანგრძლივობა: 4 საათი

🇺🇸 სამუშაო ენა: ინგლისური

✅ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ℹ️ ადგილები შეზღუდულია.

🎯 გაიგე AI. გაერკვიე შესაბამისობის მოთხოვნებში. მოემზადე გადაწყვეტილებების მიღების მომავლისთვის.

🔗 მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:
👉 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeu8hywj9EgYQbSx_ziZXjmfbQp63Y1A6R4Q1b53ud9zuQ4Qg/viewform

ℹ️ მნიშვნელოვანია: ტრენინგი ინტერაქციული ფორმატით ჩატარდება. მონაწილეებს მოეთხოვებათ კამერის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება ტრენინგის სრული 4 საათის განმავლობაში.

🎓 Free Online Training for Students - AI DECISION-MAKING & COMPLIANCE

🤖 How is AI transforming the way organizations make decisions, and how can we ensure those decisions remain lawful, transparent, fair, and accountable?

➡️ Join our special online training on AI Decision-Making & Compliance, designed for students interested in the rapidly evolving intersection of artificial intelligence, law, business, technology, and compliance.

✅ The training will explore the legal and regulatory challenges surrounding AI-assisted decision-making, helping participants understand how emerging technologies are reshaping professional practice and what future lawyers and business professionals need to know about responsible AI use.

➡️ Who can participate?

Priority participation is offered to:
✅ University of Georgia (UG) students
✅ Students applying to UG programs
✅ Remaining places will be opened to students from other universities.

👤Trainer - Nata Sturua

🎓 Nata Sturua is a law professor, researcher at the Austrian Blockchain Center, Ombudsperson at Interdisciplinary Transformation University Austria (IT:U), and Head of the International Business Law Program at the University of Georgia. She is also an invited professor at Central European University (CEU) and the University of Applied Sciences Zwickau (WHZ).

➡️ Her work and research focus on law, technology, artificial intelligence, business, and conflict management, with particular interest in the legal, governance, and compliance challenges emerging from technological transformation and AI-driven decision-making.

📆 Date: September 4
🕙 Time: 10 AM-2 PM
🇺🇸 Working Language: English
✅ Certificate of Participation
ℹ️ Limited Places Available

🎯 Understand AI. Navigate compliance. Prepare for the future of decision-making.

🔗 To participate, please register:
👉 https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeu8hywj9EgYQbSx_ziZXjmfbQp63Y1A6R4Q1b53ud9zuQ4Qg/viewform

ℹ️ Important: The training is interactive. Participants are expected to keep their cameras on throughout the entire training session.

🎯 Understand AI. Navigate compliance. Prepare for the future of decision-making.

#აღმოაჩინემეტი

🎓 გახდი ექსპერტი ინგლისურ ფილოლოგიაში!🇬🇧 პროგრამა გთავაზობს ინგლისური ენათმეცნიერების, აკადემიური წერისა და ლიტერატურის ...
20/08/2026

🎓 გახდი ექსპერტი ინგლისურ ფილოლოგიაში!

🇬🇧 პროგრამა გთავაზობს ინგლისური ენათმეცნიერების, აკადემიური წერისა და ლიტერატურის სიღრმისეულ შესწავლას. შეიძინე საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა და განავითარე კარიერა საგანმანათლებლო, დიპლომატიურ თუ საერთაშორისო სფეროებში.

🔗 პროგრამის ბმული:
👉 https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=343

➡️ პროგრამის საფასური - 5000 ლარი

🔗 საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები და პირობები:
👉 https://ug.edu.ge/ge/programs/2

უსდ კოდი 1️⃣2️⃣1️⃣

🇺🇸 MA Program in English Philology. The University of Georgia.

#აღმოაჩინემეტი

🏆 საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ჟან მონეს მოდულის მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვა!🇪🇺 საქართველოს უნივერსიტეტის...
19/08/2026

🏆 საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ჟან მონეს მოდულის მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვა!

🇪🇺 საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მოიპოვა ჟან მონეს მოდულის გრანტი პროექტისთვის – ევროპის მწვანე შეთანხმების მმართველობა: კლიმატნეიტრალურობა, ციფრული ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა.

🎓 ჟან მონეს აქტივობები ევროპის კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიური ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის კავშირის კვლევების სფეროში სწავლების, სწავლისა და კვლევის მაღალ ხარისხს. აღნიშნული გრანტის მოპოვება საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ევროპული ინტეგრაციისა და ევროპის კავშირის პოლიტიკის მიმართულებით კვლევაში, სწავლებასა და საჯარო დისკუსიაში მისი მზარდი წვლილის მნიშვნელოვანი აღიარებაა.

🌱 სამწლიანი პროექტი შეისწავლის ევროპის მწვანე შეთანხმების მმართველობის საკითხებს და ყურადღებას გაამახვილებს სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებაზე:

➡️ კლიმატნეიტრალურობა და ევროპის კავშირის კლიმატის სამართალი;
➡️ ციფრული ტრანსფორმაცია;
➡️ მწვანე ტრანსფორმაცია სამოქალაქო ჩართულობა და დემოკრატიული მონაწილეობა მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში.

📚 სპეციალურად შემუშავებული სასწავლო აკადემიური კურსის, სეზონური სკოლების, ექსპერტთა ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის მეშვეობით, EU-GDG ხელს შეუწყობს ევროპის კავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის მმართველობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ექსპერტული დისკუსიის განვითარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში.

🔝 ეს წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ევროპული სამართლის კვლევების მიმართულებით პოზიციონირებისა და საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებული აკადემიური კვლევისა და სწავლების შემდგომი გაძლიერების გზაზე.

🏆 The University of Georgia Law School Awarded Prestigious Jean Monnet Module Grant

🇪🇺 The Law School of the University of Georgia has been awarded a prestigious Jean Monnet Module grant under the European Union’s Erasmus+ Programme for the project - EU Green Deal Governance: Climate Neutrality, Digital Transition and Civic Engagement (EU-GDG).

🎓 Jean Monnet Actions are one of the EU’s flagship academic initiatives supporting excellence in teaching, learning and research in European Union studies. The award represents an important recognition of the Law School’s academic expertise and its growing contribution to research, teaching and public dialogue on European integration and EU policies.

🌱 The three-year EU-funded Module will explore the evolving governance architecture of the European Green Deal, focusing on three interconnected areas: (a) climate neutrality and EU climate law, (b) the digital transition, and (c) civic engagement and democratic participation in the green transition.

📚 Through a dedicated academic course, seasonal schools, expert engagement and dialogues with civil society and practitioners, EU-GDG will strengthen knowledge of EU climate and energy governance and contribute to expert discussion in the context of Georgia’s European integration process.

🔝 This achievement marks yet another important step in strengthening the University of Georgia Law School’s profile in European Law studies and internationally supported academic research and teaching.

🎉 გრაფიკული დიზაინის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში აკრედიტებულია!🔝 თუ გსურს, კრეატივი აქციო პრ...
19/08/2026

🎉 გრაფიკული დიზაინის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტში აკრედიტებულია!

🔝 თუ გსურს, კრეატივი აქციო პროფესიად, ისწავლო თანამედროვე გრაფიკული დიზაინი, ბრენდინგი, ვებ და მოუშენ დიზაინი, AI ინსტრუმენტების გამოყენება და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობით შექმნა ძლიერი პორტფოლიო - ეს პროგრამა შენთვისაა.

📚 3-წლიანი აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამა
🎨 პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
💼 სტაჟირება და კარიერული შესაძლებლობები
🤖 AI, Web და Motion Design

შემოუერთდი საქართველოს უნივერსიტეტს და შექმენი მომავალი დიზაინის საშუალებით.

🔗 პროგრამის ბმული:
👉 https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6111

🎉 The 3-year Bachelor’s Program in Graphic Design at the University of Georgia is officially accredited!

🔝 If you want to turn your creativity into a profession, learn contemporary graphic design, branding, web and motion design, master AI tools, and build a strong portfolio through hands-on projects, this program is for you.

📚 3-year accredited Bachelor’s program
🎨 Project-based learning
💼 Internship and career opportunities
🤖 AI, Web & Motion Design

Join the University of Georgia and shape the future through design.

🔗 Program link:
👉 https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6111

#აღმოაჩინემეტი

🎓 გადაიყვანე შენი IT კარიერა ახალ ეტაპზე!💻 UG-ის ინფრომაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს IT-სა და ბიზნ...
19/08/2026

🎓 გადაიყვანე შენი IT კარიერა ახალ ეტაპზე!

💻 UG-ის ინფრომაციული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს IT-სა და ბიზნესის სტრატეგიულ მართვას და მოიცავს: IT პროექტების მენეჯმენტს, ციფრულ ტრანსფორმაციას და მონაცემთა უსაფრთხოებას.

🔗 პროგრამის ბმული:
👉 https://online.ug.edu.ge/programs/programs_full.php?programID[]=6077

➡️ პროგრამის საფასური - 5000 ლარი

🔗 საქართველოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადები და პირობები:
👉 https://ug.edu.ge/ge/programs/2

უსდ კოდი 1️⃣2️⃣1️⃣

🇺🇸 MA Program in Management of Information Technology. The University of Georgia.

#აღმოაჩინემეტი

🌍 მსოფლიოს 12 რჩეულს შორის: UG-ის კურსდამთავრებულმა ევროკომისიის სრული სტიპენდია მოიპოვა!❤️‍🔥🇪🇺 საქართველოს უნივერსიტეტი...
18/08/2026

🌍 მსოფლიოს 12 რჩეულს შორის: UG-ის კურსდამთავრებულმა ევროკომისიის სრული სტიპენდია მოიპოვა!❤️‍🔥

🇪🇺 საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული, მარიამ კვანტალიანი, ჩაირიცხა ინტელექტუალური სამართლისა და მონაცემთა სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (MIPDaL) და მოიპოვა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus Mundus-ის სრული სტიპენდია.

🎓 სტიპენდია მას საშუალებას მისცემს, მიიღოს ერთობლივი, ორმაგი მაგისტრის ხარისხი ინტელექტუალური სამართლისა და მონაცემთა სამართლის მიმართულებით წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებისგან.

🇪🇪🇩🇪 მარიამი პირველ სემესტრში სწავლას გააგრძელებს ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TalTech), მეორე სემესტრში კი - გერმანიაში, დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TU Dresden), რომელიც აღიარებულია, როგორც University of Excellence-ის სტატუსის მქონე უნივერსიტეტად, რომელსაც გერმანიაში სულ რამდენიმე წამყვანი კვლევითი უნივერსიტეტი ფლობს.

🔝 მსოფლიოს მასშტაბით მარიამი არის იმ 12 სტუდენტს შორის, რომლებმაც მიიღეს სრული დაფინანსება MIPDaL-ის კონკურენტულ და პრესტიჟულ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით.

❤️ ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ წინსვლას!

🔗 დეტალური ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:
👉 https://www.facebook.com/photo/?fbid=1539884518173469&set=pb.100064558065289.-2207520000

🌎 One of 12 Worldwide: UG Graduate Secures Full Erasmus Mundus Scholarship in Europe!❤️‍🔥

🇪🇺 A graduate of the University of Georgia's Master's program in International Business Law, Mariam Kvantaliani, has been admitted to the Master's program in Intellectual Property and Data Law (MIPDaL) and has been awarded a full Erasmus Mundus scholarship funded by the European Commission.

🎓 The scholarship will enable her to obtain a joint, double Master's degree in Intellectual Property and Data Law from leading European universities.

🇪🇪🇩🇪 Mariam will spend her first semester in Estonia, at Tallinn University of Technology (TalTech). In her second semester, she will continue her studies in Germany, at the Technical University of Dresden (TU Dresden), which holds University of Excellence status - a title held by only a select few leading research universities in Germany.

🔝 Mariam is one of 12 students worldwide to receive full funding to pursue studies in MIPDaL's competitive and prestigious program.

❤️ UG congratulates Mariam on this outstanding achievement and wishes her continued success in the future!



#აღმოაჩინემეტი

Address

Kostava Str. 77a
Tbilisi
0160

Telephone

+995322552222

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share