Workroom #6 - არის აკადემიური და ექსპერიმენტალური ხელოვნების სახელოსნო. სახელოსნოს სწავლების პრინციპები ეფუძნება როგორც უძველეს დასავლურ აკადემიური ხატვის და ფერწერის პრინციპებს ასევე თანამედროვე კონცეპტუალურ მეთოდებს. Ჩვენი სახელოსნოს კარი ღიაა ნებისმიერი ასაკის ხელოვნების მოყვარულებისთვის.
გთავაზობთ მრავალი სახის ვიზუალური ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს როგორიცაა; ფერწერა, გრაფიკა, ციფრული ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, შერეული მედია (კოლაჟი, ასამბლაჟი, ინსტალაცია) ვიდეო არტი, ვიზუალური თხრობა (ილუსტრაცია, კომიქსი, გრაფიკული ნოველა) ერუდიცია, მსოფლიო მითოლოგია, ქანდაკება, პორტფოლიოს შექმნა.
ჩვენი სახელოსნო ცნობილია თავისი პორტფოლიოს კურსით რომელიც სტაბილურად ფუნქციონირებს 6 წლის მანძილზე. Ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ საქართველოს და მსოფლიოს წამყვან ხელოვნების უნივერსიტეტებში როგორიცაა; Parsons School Of Design- New York, Marangoni Design Institute-Milan, Ewha Womans University Seoul, Gerrit Rietveld Academy Amsterdam, საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თავისუფალი უნივერსიტეტი, GIPA საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და კავკასიის უნივერსიტეტი.
საბიტურიენტო კურსის დროს ჩვენ ვკურირებთ აბიტურეინტების პრორტფოლიოების შექმნის პროცესს, ვეხმარებით მათ უნიკალური ნამუშევრების შექმნაში, სამოტივაციო წერილების წერაში, აპლიკაციების შევსებაში და ყველა სხვა საჭირო პროცესების განხორციელებაში.
სახელოსნს სამხატვრო ხელმძღვანელი: მარიამ ყანდიაშვილი
ციფრული ხელოვნების პედაგოგი: ლაზარე შანიძე
აკადემიური ხატვის და ფერწერის პედაგოგი: მათე ცქვიტინიძე