ქ.თბილისის N132 საბავშვო ბაღი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ქ.თბილისის N132 საბავშვო ბაღი

ქ.თბილისის N132 საბავშვო ბაღი ჩვენ ვუქმნით ბავშვებს, ყველაზე მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს

14/09/2026

ხვალ ჩვენს ბაღში კიდევ ერთხელ გაიღება კარი ყველაზე თბილი, მხიარული და ჯადოსნური სამყაროსკენ — ბავშვობის სამყაროსკენ. 💛
განსაკუთრებული ემოციებით ველოდებით ჩვენს პატარა აღსაზრდელებს და მათ მშობლებს. წინ გველოდება ბევრი ახალი აღმოჩენა, საინტერესო აქტივობა, თამაში, მეგობრობა, ღიმილი და დაუვიწყარი დღეები. 🥰🌈
ჩვენი გუნდი მზად არის, თითოეულ ბავშვს დახვდეს სიყვარულით, სითბოთი, ყურადღებითა და მზრუნველობით, რათა ბაღში გატარებული ყოველი დღე მათთვის ბედნიერი და უსაფრთხო იყოს. ❤️
გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ, ნაყოფიერ და უამრავი ლამაზი მოგონებით სავსე სააღმზრდელო წელს! 🌿✨
სიყვარულით,
132-ე საბავშვო ბაღის გუნდი ❤️

12/09/2026

🌸 ღია კარის დღე 132-ე საბავშვო ბაღში 🌸
132-ე საბავშვო ბაღში ჩატარდა ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც ბაღის დირექტორი, ქალბატონი ზეინაბ თალაკვაძე და პედაგოგები შეხვდნენ აღსაზრდელთა მშობლებს.
შეხვედრა წარიმართა თბილ, მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში. მშობლებს მიეწოდათ ინფორმაცია ბაღის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის, დაგეგმილი აქტივობებისა და წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
ღია კარის დღე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბაღსა და ოჯახს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ბავშვებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო, მზრუნველი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნისთვის. 💚
მადლობა თითოეულ მშობელს მობრძანებისა და აქტიური ჩართულობისთვის! 🌿
ერთად ჩვენი ბავშვებისთვის უკეთეს მომავალს ვქმნით! ❤️

09/09/2026

მოუთმენლად გელოდებით ჩვენო პატარებო 🩷🩷🩷

24/06/2026
24/06/2026

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:

1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;

2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);

4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;

5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;

6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);

8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.

თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

10/06/2026

5-6 წლიანი ჯგუფი " ბზიკები" 🐝
გამოსაშვები ღონისძიება 💫
გილოცავთ ჩვენო პატარებო ❤️ წინსვლა და წარმატებები გვისურვებია 🌸🌸
აღმზრდელი : ნათია სპასოვი
აღმზრდელის თანაშემწე: ნინო ბრეგაძე

05/06/2026

ჩვენი პატარები 💫🩷

05/06/2026

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა რიმა ბერაძემ დაასაჩუქრა ჩვენი აღსაზრდელები, დაულოცა გზა სკოლისაკენ და გაახარა მათი პატარა გულები. მადლობა ქალბატონ რიმას გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის . 🩷

Address

გია ტეტელაშვილის 8ა
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქ.თბილისის N132 საბავშვო ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category