16/05/2013
გვირილები ქველმოქმედებისთვის! ! !
სოფელ ანაგაში ცხოვრობს სპეციალურ საჭიროებათა მქონე 7 ბავშვი(10დან 18 წლამდე), რომელთა ოჯახებიც არიან სოციალურად დაუცველები. ამ ბავშვების მშობლებმა საკუთრი ინიციატივით შვილებისათვის შექმნეს ე.წ. „დღის ცენტრი“.
თუმცა ჩვენი მხარდაჭერის გარეშე მან შესაძლოა შეწყვიტოს ფუნქციონირება.
საქველმოქმედო აქციის განმახორცილებლები არიან: „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“; „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი“; „დრონი“;
„სამოქალაქო ინციატივა - Civic Initiative”)
გაინტერესებს როგორ?
შაბათს 18 მაისს, 10:45 წთზე ვიკრიბებით თავისუფლების მეტროსთან და ყვითელი ავტობუსებით ავდივართ კოჯორში!
კოჯორში გვირილებს დავკრეფთ, შემდეგ დავბრუნდებით თბილისში და წყვილ-წყვილად გავალთ თბილისის ქუჩებში გვირილების გასაყიდად. (გვირილები ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს რადგან მას არ ედება კონკრეული თანხა)
შაბათს, თბილისის ქუჩის მუსიკის დღეს, გამელოდიურებულ ქალაქს კიდევ უფრო გავალამაზებთ გვირილებით, რითაც დავეხმარებით სოციალურ დაუცველ ოჯახებს და მათ სპეციალურ საჭიროებათა მქონე შვილებს!
თუ გსურს მოხალისეობრივი ქველმოქმედება და დღის სასიმოვნოდ/ორიგინალურად გატარება შემოგვიერთდით!