01/10/2026
ორგანიზაციით სწავლის პროგრამა - ეს ათასწლეულში შექმნილი სასწავლო მოდელია, რომელიც აქამდე ალბათ ალტერნატიული პროგრამის სახელით გსმენიათ. ახალი სახელი მარტივად გამოხატავს მთავარს - უკვე მესამე წელია, ამ პროგრამაში ჩართული მოსწავლეები საზოგადოებისთვის ღირებული საქმისთვის ორგანიზაციებს ქმნიან და ამ გზით ივითარებენ პიროვნულ და აკადემიურ კომპეტენციებს.🔍
ყოველწლიურად პროგრამაში მოსწავლეების სხვადასხვა გუნდი ერთვება და თითოეული მათგანი საკუთარ ორგანიზაციას ქმნის. პირველმა გუნდმა საგანმანათლებლო ორგანიზაცია დააფუძნა. გასულ წელს X კლასელებმა კვლევითი ინსტიტუტი დააარსეს, რომლის განვითარებასა და მის ფარგლებში სწავლას დღემდე აგრძელებენ. წელს კი X კლასელებმა მედია ორგანიზაციის შექმნა დაიწყეს.💡
ამ ორგანიზაციების ამბებსა და შედეგებს მათი გვერდებიდანაც გაგიზიარებთ ხოლმე.🔗
იხილეთ მეტი: https://www.millennium-school.org/organisational-based-learning-program