13/09/2026
არის ისტორიები, რომელთა გაზიარებაც უბრალოდ გინდა.💙
გოგა კეპლერის აკადემიაში გრაფიკული დიზაინის შესწავლას ერთი წლის წინ შეუდგა.
თითქოს ეს არც ისე დიდი დროა, მაგრამ ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ ცოდნამ, შრომამ და ნიჭმა საკუთარი გზა იპოვოს.
მისი ერთ-ერთი ნამუშევარი საქართველოს ფარგლებს გასცდა. შემდეგ კი მოხდა ის, რაც, ალბათ, მის შემქმნელსაც კი გაუჭირდებოდა წინასწარ დაეჯერებინა - მისმა პოსტერმა ჰოლივუდამდე მიაღწია და მსახიობი ლინდსი ლოჰანის ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. მან კი, თავის მხრივ, გოგას ნამუშევარი საკუთარ აუდიტორიას გაუზიარა.
ასეთი მომენტები ყოველდღე არ ხდება.
არც ყველა ადამიანის პროფესიულ გზაზე ჩნდება შესაძლებლობა, რომ მისი ნამუშევარი ასეთ მასშტაბამდე მივიდეს.
დღეს გოგა უკვე შემდეგ ეტაპზეა - იწყებს პროფესიულ კარიერას და თანამშრომლობს საქართველოში ცნობილ კომპანიებთან.
ჩვენთვის კი ამ ამბავს კიდევ �