25/08/2026
ქალბატონო ქეთინო ჭითანავა, დიდი მადლობა თქვენ ამ განსაკუთრებული ყურადღებისა და სითბოსთვის! ❤️
თქვენი ჩართულობა კულტურის ინსტიტუტის ხალხური ცეკვის ქორეოგრაფ-პედაგოგის პროფესიული პროგრამის მონაწილეებისა და ჩვენი ქართველი ბიჭების მხარდაჭერაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე მყოფ ჩვენს ბიჭებს ლამაზი მაისურები აჩუქეთ და დღეს ყველა მათგანი სიამაყით ატარებს თქვენს საჩუქარს. 🇬🇪❤️🇧🇬
თქვენ, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მეწარმემ, კიდევ ერთხელ გამოავლინეთ განსაკუთრებული გულისხმიერება და სამშობლოსა და ახალგაზრდებისადმი სიყვარული.
ბულგარეთიდან, ჩვენი ბიჭებისა და კულტურის ინსტიტუტის სახელით, გულწრფელად გიხდით მადლობას. ასეთი მხარდაჭერა და ადამიანური სითბო არასოდეს დაგვავიწყდება! 🙏❤️
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და უამრავ კეთილ საქმეს!