22/09/2026
📲 უფასო ონლაინ კურსი „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები თანამედროვე ხედვით“ ხელმისაწვდომია https://agroskills.ge/ka/ -ზე.
🌍 სადაც არ უნდა იყო, ისწავლე და დაეუფლე ახალ უნარებს!
👨🌾 https://agroskills.ge/ka/ -ზე უფასოდ გაიარე ონლაინ კურსი „კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები თანამედროვე ხედვით“, რომელიც მიზნად ისახავს მეურნეობაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, წარმოების გაუმჯობესებასა და ცვალებად გარემოსთან მარტივად ადაპტირებას. პროგრამა მოიცავს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, Green Tech გადაწყვეტილებებს, კლიმატური რისკების მართვასა და მდგრადი, მწვანე აგრობიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.
📜 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
➡️ https://bit.ly/4xFWY70
სასწავლო რესურსი შეიქმნა პროექტის ,,მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision ავსტრიის, World Vision საქართველოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და EEC Georgia-ს თანამშრომლობით, ევროკავშირისა და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფინანსური მხარდაჭერით.
European Union in Georgia
Austrian Development Agency
World Vision Österreich
World Vision in Georgia