თსუ • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი

თსუ • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის ? ძველი და თანამედროვე ხელოვნების მუდმივმოქმედი სემინარი

📣თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსულში აწმყოსა და მომა...
15/08/2026

📣თბილისის მუზეუმების გაერთიანება გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „მემკვიდრეობა და ტრადიცია“ (წარსულში აწმყოსა და მომავალში) მონაწილეობის მისაღებად.

კონფერენციის კონცეფციისა და დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:

🔗 https://tbilisimuseumsunion.ge/2026/07/13/მემკვიდრეობა-და-ტრადიცი/

📣The Union of Tbilisi Municipal Museums invites you to participate in the International Conference: "Heritage and Tradition" (Past in Present and Future).

​visit the link below for the conference concept, participation guidelines and other details

🔗 https://tbilisimuseumsunion.ge/en/2026/07/13/international-conference-heritage-and-tradition-past-in-present-and-future/

📣 სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება იწყება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.🗓️ საბუთების მიღება დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს და ...
01/08/2026

📣 სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება იწყება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

🗓️ საბუთების მიღება დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს და გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე ⬇️

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იწყება სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება.სტა...

📣ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლ...
31/07/2026

📣ფონდი აცხადებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2026 წლის საგრანტო კონკურსს

კონკურსის სახელწოდება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსი

კონკურსის აბრევიატურა: UO GSP

კონკურსის მიზანი

ა) საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე;

ბ) ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში;

გ) საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

საპროექტო განაცხადის ტიპი ინდივიდუალური

კონკურსის ძირითადი პირობები:

კონკურსის ფარგლებში ფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკაში, ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.

კონკურსის შედეგად შესაძლოა დაფინანსდეს 2 კვლევითი პროექტი, ერთი პროექტი - სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მეორე პროექტი - ბოდლეინის ბიბლიოთეკის არქივში ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციაზე მუშაობისათვის.

სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს საგრანტო პროექტის დაწყებამდე, არაუადრეს 2020 წლის იანვრისა (2026 წლის იანვარი). ხოლო უორდროპის კოლექციების კვლევების მიმართულებით კონკურსში პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თითოეული კვლევითი პროექტისთვის ფონდის საგრანტო დაფინანსება შეადგენს 30 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტს ლარში.

საგრანტო დაფინანსება მოიცავს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:

ა) მიწვეული მკვლევრის სტიპენდია - 20 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში;

ბ) პროექტის განხორციელების ადმინისტრაციული ხარჯი - 10 000 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში.

კონკურსის ადმინისტრირება:

პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2026 წლის 28 ივლისიდან - 25 აგვისტოს 16:00 საათამდე;

ფონდის კანცელარიაში განცხადების წარდგენა – 2026 წლის 4 სექტემბრის 18:00 საათამდე;

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ⬇️

    კონკურსის სახელწოდება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ....

🌟2026 წლის გაზაფხულის სემესტრში ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ ტრადიციულ სასწავლო-...
27/07/2026

🌟2026 წლის გაზაფხულის სემესტრში ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ ტრადიციულ სასწავლო-საველე პრაქტიკაში, რომელიც სემესტრის განმავლობაში ოთხ გასვლით შეხედრას მოიცავდა.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტებმა ლექტორებთან ერთად მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის განსხვავებული კატეგორიის ძეგლები: გარეჯის უდაბნოს ლავრა და ნინოწმინდის ტაძარი; ქალაქი დუშეთი, ჭილაშვილების ციხე-დარბაზი და ფუძნარის ეკლესია; რაბათის ციხე, საფარის მონასტერი, ვალეს ეკლესია და მეჩეთი. პრაქტიკის ფარგლებში ასევე ეწვივნენ ახალციხის და რუსთავის მუზეუმებს. სემესტრის მეოთხე, შემაჯამებელი პრაქტიკული სამუშაო გაიმართა მაღალაანთ ეკლესიაში.

სასწავლო-საველე სწავლება სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მუზეუმები არა მხოლოდ ლექციებიდან, არამედ უშუალო დაკვირვების, ანალიზისა და კვლევის გზით შეისწავლონ. მსგავსი ტიპის საველე და პრაქტიკული სწავლება მომავალ სემესტრშიც გაგრძელდება.

გთავაზობთ 2026 წლის გაზაფხულის სემესტრის საველე პრაქტიკის ფოტოებს, რომელიც ასახავს ჩვენი სტუდენტების პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს.

ფოტოების ავტორები: ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები: მარიამ მამისაშვილი, მეგი მირზაშვილი და ნინო ღუღუნიშილი

🌟თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 22-28 ივნისს „კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის“ სამაგისტრო პრ...
23/07/2026

🌟თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 22-28 ივნისს „კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის საფაკულტეტო ექსპედიცია „ქართული კულტურის კვალი სომხეთში“ გაიმართა. ორი პროფესორისა და შვიდი სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოინახულეს, ჩაატარეს ფოტოფიქსაცია და შეიმუშავეს გეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისა.

✅ექსპედიციის მონაწილეებმა მოინახულეს ახტალის, აღპატის, სანაინის, ოძუნის, ქობაირის, მარმაშენის, ჰარიჭავანქის, ერერუქის, მასტარას, ტალინის, არუჭის, პტღნის, ავანის, რიფსიმეს, გაიანეს, ზვარტნოცის, ეჩმიაძინის კომპლექსი, ნორავანქის, თათევის, გარნის, გეღარდისა და სევანავანქის ისტორიული ტაძრები, ასევე ერევნის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმები.

📜ექსპედიციის შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია საფაკულტეტო ანგარიშზე გამოქვეყნდება.

📖ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენე...
29/06/2026

📖ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ცნობილია ინტერდისციპლინური სიმპოზიუმისთვის „ კულტურათა დიალოგი: საქართველო და გარე სამყარო ( ლიტერატურული, კულტურული, ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები)“, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 22-23 ოქტომბერს ივანე. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

✅სიმპოზიუმის მიზანი ქართველი და უცხოელი მკვლევარები, მთარგმნელები და კულტურული სფეროს წარმომადგენლები შეკრება ერთ სივრცეში საქართველოში მიმდინარე პროცესების, ლიტერატურული ურთიერთობებისა და კულტურული დიალოგის შესახებ. წარმოჩენის მართვა.

✅სიმპოზიუმის ფარგლებში დამუშავებული შემდეგი სექციები:

ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე (თარგმანები და რეცეფცია)

ქართული და დასავლურ კულტურათმცოდნეობაში

ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები

ინტერდისციპლინური პოლიტიკა: ლიტერატურა, ისტორია, კულტურა

ანთროპოლოგია და ეთნოგრაფია

ენათმეცნიერება

არქეოლოგია

ფილოსოფია

📝სიმპოზიუმში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრანტებს, მაგისტრებს და დოქტორანტებს). პირველი მოხსენება დაეთმობა 20 წუთი (15 წთ. მოხსენება + 5 წთ. დისკუსია).

მონაწილეობის ფასი:

· ქართველი მონაწილეებისთვის: 100 ლარი

· უცხოელი მონაწილეებისთვის: 100 ევრო

სიმპოზიუმის გადასახადი მოიცავს სიმპოზიუმის პროგრამის, თეზისებისა და შრომების გამოცემას; • შეხსენებები (გადამუშავებული სტატიის პრეპარატი) გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად ბილინგვურ ჟურნალში ─ TSU-ti .

📅მოხსენების თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.

📝ქართულ-ინგლისური საკონფერენციო განაცხადი უნდა მოიცავდეს:

ავტორის სახელს, გვარს, აკადემიურ სტატუსსა და დაწესებულებას

ახალგაზრდა მეცნიერების ORCID-ის პროფილის კოდს

ინფორმაცია (ტელეფონსა და ელ-ფოსტას)

მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს (არაუმეტეს 100 სიტყვაისა)

თეზისების ქართული და ინგლისური ტექსტი (თითოეული – არა საკითხავი ასაკის 300 სიტყვისა) უნდა მოიცავდეს საკვლევი ფაქტორების დასმას , აქტუალობას , კვლევებს , არჩევანს და შეჯამებელ დასკვნით ნაწილს.

📥თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/gUYSMtpXiiodPk8TA

📩კავშირი ელფოსტა: [email protected]

სიმპოზის ვებგვერდი: https://isysh.tsu.ge/

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლე...

🌟 International Online Congress of Studies on Cultures100% Online Oct 13–15, 2026 Open Access2026 Theme - Cultures in th...
18/06/2026

🌟 International Online Congress of Studies on Cultures

100% Online Oct 13–15, 2026 Open Access

2026 Theme - Cultures in the Reconfiguration of World Order: Conflicts, Mobilities and Pluralities in the 21st Century

culturescongress.org →

2026 is an international online congress on cultures, held on October 13, 14 and 15, 2026. Organized by CLAEC and Scientia International, it features peer-reviewed submissions, digital proceedings with individual DOI, thematic partnerships, institutional partnerships and post-event publica...

გიზიარებთ ვებ-გვერდს, რომელიც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორი...
02/04/2026

გიზიარებთ ვებ-გვერდს, რომელიც შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარებული საერთაშორისო კულტურული ვორკშოპის ფარგლებში.
🤝საერთაშორისო კულტურული ვორკშოპის პარტნიორი იყო სირაკუზის უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების კოლეჯი, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რატგერსის ხელოვნების ისტორიის დეპარტამენტი და სვანეთის მუზეუმი/Svaneti Museum.
✅ვორკშოპი გაცხორციელდა US Embassy Tbilisi, Georgia -ს ფინანსური მხარდაჭერით.

ვებ-გვერდი: მარიანა ჩარქსელიანი

02/03/2026

🌟ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი მიმდინარე წლის მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში გეგმავს ოთხ სასწავლო ექსპედიციას ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სემესტრის სტუდენტისთვის.

📩გთხოვთ, სასწავლო ექსპედიციაში მონაწილეობის მსურველებმა გამოაგზავნოთ დასტური და პირადი ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ექსპედიციის თარიღი) აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

🚌 ტრანსპორტში ადგილების სიმცირის რაოდენობის გამო, მონაწილეების ადგილები შეზღუდულია, ამიტომ, გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში დროულად გამოაგზავნოთ განაცხადი მონაწილეობის შესახებ.

✅იხილეთ სასწავლო ექსპედიციის განრიგი:

22 მარტი

გარეჯი: ლავრა და ნათლისმცემლის მონასტერი

ნინოწმინდის ტაძარი



5 აპრილი

ქალაქი დუშეთი. მილახვრიანთკარის ციხე
ფუძნარის ეკლესია

ჟალეთის ეკლესია



17 მაისი

ახალციხის მუზეუმი, რაბათის ციხე

საფარის მონასტერი

ვალეს ეკლესია და მეჩეთი



7 ივნისი

საველე სამუშაო მაღალაანთ ეკლესიაში

Address

Chavchavadze 13
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ • ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტი:

Shortcuts

Share

Category