25/09/2026
19 სექტემბერს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში გაიმართა ხინკლის სამოყვარულო კურსი ❤️🤍
კურსი ჩაატარა კულინარიის აკადემიის ლექტორმა, ნინუცა ხუციშვილმა, რომელიც 8000 მოსავალი-ს ბრენდ შეფია👩🍳💘
სამოყვარულო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა მოამზადეს:
• ქალაქური ხინკალი საქონლის და ღორის ხორცის შიგთავსით
• მთიულური ხინკალი ბატკნის და საქონლის ხორცის შიგთავსით
• ხინკალი ნადუღის და ყველის შიგთავსით
• ხინკლის ცომის 2 სახეობა (მათ შორის, ცეხვილი ფქვილით)
მონაწილეებმა მიიღეს დეტალური რეცეპტები 📋 და მიირთვეს მათ მიერ მომზადებული კერძები 💕