5_6 წ.ჯგუფი ,,მზის სხივები".
აღმზრ.მაია ჯმუხაძე
აღმზ. თანაშემწე
ხათუნა ქომეთიანი.
ანჟელა კამლია
ნატა კორძაია.
საბავშვო ბაღი, მხოლოდ ადგილი არ არის, სადაც ბავშვები თამაშობენ და სწავლობენ. ეს არის პირველი პატარა სამყარო, სადაც მეგობრობა იბადება, სიკეთე ფესვებს იდგამს, ოცნებები კი ფრთებს ისხამს.
ახლა კი, თქვენ წინ გელოდებათ ცოდნის და წარმატებების უსაზღვრო სამყარო. იარეთ ამ გზაზე გაბედულად, შეინარჩუნეთ სიკეთე და ის სითბო, რომელიც აქ, ჩვენს დიდ ოჯახში შეიძინეთ.
გისურვებთ, რომ თქვენი მომავალი სავსე იყოს წარმატებით, სიყვარულითა და ბედნიერებით.
მადლობა, რომ ჩვენი ბაღის ისტორიის ლამაზი ნაწილი გახდით. თქვენი ღიმილი, ჟრიამული და ბავშვური გულწრფელობა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებში.
💜💜💜💜
თბილისის N192 საბავშვო ბაგა-ბაღი
მისია:შევქმნათ ბავშვის განვითარებისთვის ხელშემწყობი გარემო, სადაც აღიარებულია მისი უფლებები და ინტერესები
ბავშვობის ყველაზე ფერადი მოგონებები აქ იქმნება!❤️🩵💚
ღიმილით, თამაშით და ბედნიერი თვალებით სავსე დღე🩵💚❤️
4-5 წლ.ჯგ.
აღმზრდ. თ. ხუსკივაძე
თანშ.ნ.გვენეტაძე
25/06/2026
https://www.facebook.com/share/p/1E3A2C7RRf/?mibextid=wwXIfr
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივლისში დაიწყება.
რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 6 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 12 ივლისის 00:00 საათამდე. რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები:
1) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
3) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე);
4) თბილისის მუნიციპალიტეტი რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
5) თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები ან/და ნაშვილები;
6) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;
7) იმ ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) უკვე სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);
8) თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, დედმამიშვილები, მრავალშვილიანი და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები რეგისტრაციის გავლას შეძლებენ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა შვილებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, ისინი დარეგისტრირდებიან სააგენტოს მიერ, სპეციალურად რეგისტრაციისთვის შექმნილ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] შესაბამისი დოკუმენტაციის გამოგზავნის შემდეგ.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: 1. სამხედრო მოსამსახურეთა შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში: შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N100 ან ფორმა N50, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. ამასთანავე, რეგისტრაციისთვის გადმოგზავნილ დოკუმენტაციასთან ერთად, აუცილებელია მშობლის საკონტაქტო ინფორმაციისა და სასურველი ბაღის ნომრის მითითება.
თანამშრომელთა შვილების რეგისტრაციისთვის უნდა მოხდეს შესაბამისი ბაგა-ბაღის სარეზერვო სიაში ბავშვის მონაცემების ატვირთვა.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 13 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 19 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 20 ივლისს, 10:00 საათზე. რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.
ჩვენი ხელით დამზადებული გემრიელი და ჯანსაღი ჟელიბონი.
#ღიმილაკები 😊🥰❤️
4-5 წლ.ჯგ
თინიკო.ეკა
#ღიმილაკები-ის სასწ.წელი დასასრულს მიუახლოვდა. წინ ცხელი ზაფხული გველოდება-ზღვა,მთა,სოფელი და მონატრებული მეგობრები. 😊🥰❤️💋
ეს დღე კი ძალიან მხიარულად გავატარეთ😊🥰.
აღმზ.თ.ბოგველი
თანაშ.ე.ბოლქვაძე
5_6 წ.ჯგუფი ,,მზის სხივები".
,, ბედნიერი გზა სკოლისაკენ".
აღმზრ.მაია ჯმუხაძე
აღმზ. თანაშემწე
ხათუნა ქომეთიანი.
4-5 წლ.ჯგ.
აღმზ.თ.ხუსკივაძე
თანშ.ნ.გვენეტაძე
03/06/2026
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge.
პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს, მათ შორის მათაც, ვინც სექტემბერში ამთავრებენ ბაღს და სკოლაში მიდიან.
საზაფხულო ბაღების მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს.
ამასთან ერთად, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რადგან ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. საზაფხულო ბაღებში წელს 3 900 თანამშრომელი იმუშავებს.
საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი აღნიშნული მომსახურება.
პროექტში წელს 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება და 19 500-მდე ბავშვს მოემსახურება. საზაფხულო ბაღებისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან 4 645 000 ლარია გათვალისწინებული.
საზაფხულო ბაღების სია ხელმისაწვდომია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
ნუცუბიძის ფერდობი, 4 მკ. რ
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |