St. George is the Patron Saint of England and Georgia, therefore the Patron Saint of our school.
გმადლობთ, რომ ეწვიეთ წმინდა გიორგის ქართულ-ბრიტანული სკოლის, „ბიჯიესის“ გვერდს!
წმინდა გიორგი საქართველოს და ინგლისის ზიარი მფარველია, და ჩვენ ვამაყობთ, რომ „ბიჯიესი“ სწორედ მის სახელს ატარებს! What makes our school special? Our School with 20-year-experience is the only local educational institution offering its students two parallel curricula (Georgian and British) and providing them with two certificates of Secondary education - Georgian Academic Certificate and British General Certificate of Secondary Education;
BGS is a registered member of the Pearson Edexcel International Examination Center. It is entitled to deliver iPrimary, IGCSE and AS/A-Level exams to its student locally;
BGS was the first member of COBIS in Georgia, which demonstrates that the school fully meets the internationally recognised standards for teaching British international programmes;
On the school premises there functions a Preschool preparing its students for the British international programmes taught in their future school years;
BGS is the only local school which offers its students participation in exchange programmes with two twinned British schools – Leighton Park and Sidcot.
რა ნიშნით გამოირჩევა ჩვენი სკოლა სხვა სკოლებისაგან?
ოცწლიანი გამოცდილების მქონე „ბიჯიესი“ ერთადერთი ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს პარალელურად ორი პროგრამით (ეროვნულითა და ბრიტანულით) სწავლებას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მათ ორი საშუალო განათლების ატესტატით - ქართულითა და ბრიტანულით;
„ბიჯიესი“ პიერსონ-ედექსელის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრის რეგისტრირებული წევრია და უფლებამოსილია მოსწავლეებს ადგილობრივად ჩაუტაროს ისეთი ბრიტანული საკვალიფიკაციო გამოცდები, როგორიცაა iPrimary, IGCSE და AS/A-Level;
„ბიჯიესი“ საქართველოში პირველი გახდა ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს (COBIS) წევრი, რაც იმის დასტურია, რომ დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს ბრიტანული საერთაშორისო პროგრამების სწავლების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება (BGS Preschool), რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ამზადებს მომავალში, უკვე სასკოლო განათლების ეტაპზე გადასვლისას, საერთაშორისო ბრიტანული პროგრამებით სწავლებისათვის;
“ბიჯიესი“ ერთადერთი სკოლაა საქართველოში, რომელიც თავის მოსწავლეებს სთვაზობს ორ დაძმობილებულ ბრიტანულ სკოლასთან - ლეიტონ პარკთან (Leighton Park) და სიდკოტთან (Sidcot)) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას. Our International Programmes and Qualification
International Primary (iPrimary)
Based on the latest English National Curriculum (2014), with an international approach, the programme is written for learners of English as an additional language (EAL) in mind;
iPrimary builds the foundation for future success and steers students towards success with a curriculum that builds on their learning at every stage. International GCSE
Pearson Edexcel International GCSEs are globally recognised qualifications with academic content and assessment designed specifically for international learners;
With appropriate international content, all resources have been designed to offer learning in a local context to a global standard, helping you ensure the best possible outcomes for learners;
International GCSEs help students successfully progress to International AS/A level and on to university. International A Levels
Pearson Edexcel International AS/A Levels (IAL) are globally recognised qualifications which open doors to top universities worldwide;
Pearson Edexcel sets the standard for worldwide recognised qualifications aligned to the British educational system and accepted by top universities across the world - including Oxford, Cambridge, Columbia University and Yale University - leading on to prestigious employment opportunities.
ჩვენი საერთაშორისო პროგრამები და კვალიფიკაციები
საერთაშორისო პროგრამა iPrimary
დაწყებითი საფეხურის საკვალიფიკაციო პროგრამა iPrimary ეფუძნება საერთაშორისო მიდგომით ჩამოყალიბებულ უახლეს, 2014 წელს შემუშავებულ ინგლისურ ეროვნულ სასწავლო პროგრამას, რომელიც ინგლისურის, როგორც დამატებითი ენის შემსწავლელებზეა გათვლილი; პროგრამა iPrimary მოსწავლეთა ეტაპობრივ განათლებას ითვალისწინებს და მტკიცე საფუძველს უქმნის მათ სამომავლო წარმატებას.
საერთაშორისო საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი IGCSE
პიერსონ-ედექსელის IGCSE საერთაშორისო სტანდარტის კვალიფიციური საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატია. მის მოსაპოვებლად ჩასაბარებელი აკადემიური საგნების შინაარსი და მოსწავლეთა შეფასების სისტემა შემსწავლელთა ინტერნაციონალურ კონტინგენტზეა გათვლილი;
აკადემიურ საგანთა ყველა სახელმძღვანელო თუ დამატებითი რესურსი ადგილობრივ კონტექსტში გლობალური სტანდარტით სწავლებასა და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული;
IGCSE ეტაპის დაძლევა ეხმარება მოსწავლეებს შემდგომ, საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროგრამების მომზადებასა და მისაღები გამოცდების (International AS/A levels) ჩაბარების ეტაპზე წარმატებით გადასვლაში.
საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოცდები International A Levels
ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის პროგრამებზე ორიენტირებული პიერსონ-ედექსელის საერთაშორისო საუნივერსიტეტო გამოცდებზე (IAL) მიღებული შედეგები მთელ მსოფლიოშია ვალიდური და მათ წარმატებით ჩამბარებელ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მსოფლიოს ისეთ საუკეთესო უნივერსიტეტებში განაგრძონ განათლების მიღება, როგორიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი და ა.შ. Additional Offers
∙ Apart from the academic programmes, BGS offers its students learning support activities, such as ceramics, painting, karate, singing and dancing, chess, field trips in and out of the city as well as the summer schools abroad.
სკოლის დამატებითი შეთავაზებები:
„ბიჯიესის“ სასწავლო პროგრამა, ქართული და ინგლისური აკადემიური საგნების კვალდაკვალ, მოსწავლეებს ისეთ სწავლის ხელშემწყობ აქტივობებსაც სთავაზობს, როგორიცაა კერამიკა, ფერწერა, კარატე, სიმღერა, ცეკვა, ჭადრაკი. საგანმანათლებლო თუ გასართობი ექსკურსიები ქალაქგარეთ და საზაფხულო სკოლები საზღვარგარეთ;