04/06/2018
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებო!
გვინდა გაცნობოთ სასიამოვნო სიახლე: ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით კიდევ ერთი საერთაშორისო მობილობის პროექტი დაფინანსდა, რომელშიც თსუ-ის პარტნიორს წარმოადგენს ლუნდის უნივერისიტეტი (შვედეთი).
საერთაშორისო მობილობის კონკურსში მონაწილეობას შეძლებენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსისა და სამაგისტრო პროგრამის ორივე კურსის სტუდენტები!
ამდენად, 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო მობილობაში გამოყენებითი ბიომეცნერებებისა და ბიოეტქნოლოგიის მიმართულებაზე მიმდინარე 2 საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომლებიც ERASMU+ მხარდაჭერით ხორციელდება!
მასპინძელ უნივერსიტეტებს შორის არიან: ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია); კვების, ცხოველთა ჯანდაცვის, აგრარული და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი - VetAgro-Sup (საფრანგეთი); ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია); ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი); ლუნდის უნივერსიტეტი (შვედეთი), ოდესის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა) და სხვა.
საკონკურსო პირობები შემუშავების პროცესშია. ამავდროულად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას და ინგლისური ენის ცოდნას! კონკურსის დაზუსტებულ პირობებსა და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ.
ნუ გაუშვებთ ხელიდან ევროპულ უნივერსიტეტებში ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას! ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ წარმატებისაკენ! გისურვებთ სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას!