Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Children of Georgia - საქართველოს ბავშვები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Children of Georgia - საქართველოს ბავშვები, მიცკევიჩის ქ. # 30, Tbilisi.

ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვები” გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით⬇️
24/09/2026

ორგანიზაცია “საქართველოს ბავშვები” გთავაზობთ კვალიფიციურ მომსახურებას შემდეგი მიმართულებით⬇️

დღეს მამების დღეა 👨‍👧‍👦გაინტერესებთ როგორ აისახება აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა ბავშვის განვითარებაზე? 📌თანამედროვ...
21/06/2026

დღეს მამების დღეა 👨‍👧‍👦

გაინტერესებთ როგორ აისახება აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა ბავშვის განვითარებაზე?

📌თანამედროვე საზოგადოების პროგრესის კვალდაკვალ თანდათანობით იმსხვრევა გენდერული სტერეოტიპები, იცვლება ცნობიერება, დამოკიდებულებები და შესაბამისად, ქცევები. მართალია, დედის როლი და პასუხისმგებლობა ბავშვის მოვლისა და აღზრდის პროცესში დღესაც წამყვანია, მაგრამ სულ უფრო და უფრო იზრდება მამების აქტიური მონაწილეობაც. მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ მამები პოზიტიურ (პირდაპირ ან არაპირდაპირ) გავლენას ახდენენ ბავშვის განვითარებაზე როდესაც აქტიური როლი უკავიათ ზრუნვის პროცესში.

📌ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში მამების მნიშვნელოვანი როლი დედისათვის სათანადო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შექმნის უზრუნველყოფასა და ემოციურ მხარდაჭერაში მდგომარეობს, რაც აისახება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე.

📌ბავშვის დაბადების შემდეგ მამებს სხვადასხვაგვარად შეუძლიათ ჩაერთონ აღზრდის ყველა ასპექტში. ჩართულობა შეიძლება გამოიხატოს ფიზიკური მოვლით, გასეირნებით, თამაშით, საუბრით და სხვა სახის ინტერაქციით. ეს ყოველივე დადებითად აისახება ბავშვის ფიზიკური, მოტორული, სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებაზე.

📌რა განაპირობებს ასეთ პოზიტიურ შედეგებს? შეიძლება ითქვას, რომ აღზრდის პროცესში დედასთან ერთად მამის მონაწილეობა მრავალფეროვანს ხდის ბავშვის გამოცდილებას, დედ-მამის განსხვავებული ქცევები და აღზრდის ტექნიკები აბალანსებს ერთმანეთს და ბავშვს აჩვენებს სამყაროს სხვადასხვა კუთხით, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს განვითარებაზე.

📌კონკრეტულად რაში ვლინდება აღზრდის პროცესში მამების აქტიური მონაწილეობის პოზიტიური შედეგები? კვლევები აჩვენებს, რომ:
✏️ადრეულ ასაკში ბავშვის მოვლის პროცესში მამების ჩართულობას და პოზიტიური ემოციებით დატვირთულ ურთიერთობას დიდი წვლილი შეაქვს ჩვილის უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება შემდგომში ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე;

✏️დედებს და მამებს აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი და ბავშვები სარგებელს იღებენ ორივესგან. მაგ: მამები ამჯობინებენ ენერგიულ თამაშებს, რაც მოითხოვს ფიზიკურ დატვირთვას, ხოლო დედები უმეტესად თამაშობენ მშვიდ თამაშებს, იყენებენ მეტ სათამაშოებს და წიგნებს. შესაბამისად, მამები უფრო მეტად უწყობენ ხელს მსხვილი მოტორიკის განვითარებას;

✏️მამები ხშირად უფრო მეტს აკეთებენ ბავშვის დამოუკიდებლობის წასახალისებლად, მაშინ როცა დედები უფრო ფრთხილები არიან. შესაბამისად, მამა-შვილის ასეთი ურთიერთობა ზრდის თვით-შეფასებას, თავდაჯერებულობას და ავითარებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს;

✏️მამების საუბარი ბავშვებთან განსხვავებული ხმის ტემბრისა და სხვა თავისებურებების გავლენით უფრო მეტად უწყობს ხელს მეტყველების განვითარებას. ბავშვებს, რომლებსაც მამები ხშირად უკითხავენ წიგნებს უკეთესი ვერბალური უნარები აქვთ;

✏️ბავშვებთან, რომლებსაც მამების მხრიდან სწავლის პროცესში რეგულარული სათანადო მხარდაჭერა აქვთ, უკეთესი კოგნიტური (შემეცნებითი) უნარები და აკადემიური მიღწევები ვლინდება;

✏️ბავშვებთან, რომელთა აღზრდაში მამებს აქტიური წვლილი შეაქვთ, უკეთესი სოციალური უნარები შეინიშნება, რაც ვლინდება თანატოლებთან და დედ-მამიშვილებთან ურთიერთობის პროცესში;

✏️მამების აქტიური ჩართულობა აღზრდის პროცესში ამცირებს ფსიქოლოგიური (ქცევითი, ემოციური) სირთულეების გაჩენის ალბათობას გარდატეხის ასაკში.

✏️დედები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მამების მოტივაციას მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდის პროცესში. ზოგჯერ დედები არც კი აძლევენ მამებს საშუალებას აქტიურად ჩაერთონ, არ აღიარებენ რა მათ კომპეტენციას ბავშვზე ზრუნვის სფეროში. იმ შემთხვევაში, როცა დედა ინაწილებს შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას მამასთან, აღიქვამს მას კომპეტენტურ მშობლად, აქეზებს და მხარს უჭერს, მით უფრო კარგად ირგებს და ეფექტურად ართმევს თავს მამა მშობლის როლს.

📌ცხადია, ბავშვის აღზრდის პროცესში მამების მხოლოდ ფიზიკური ჩართულობა თავისთავად არ არის ზემოთ ნახსენები პოზიტიური შედეგების გარანტი. ეფექტურობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორები, უპირველეს ყოვლისა მშობლობის უნარები, ის მიდგომები და ტექნიკები, რასაც მამა იყენებს შვილების აღზრდისას. არასწორმა აღზრდის სტილმა და ტექნიკებმა შესაძლოა არათუ პოზიტიური, არამედ ნეგატიური გავლენაც კი მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. შესაბამისად, მშობლობის პოზიტიური მიდგომების ათვისება და გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც დედებისათვის, ისე მამებისათვის.

https://www.childrenofgeorgia.cog.ge/father's%20role.html

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ, კეთილგანწყობილ გარემოში ცხოვრებას, განათლების ...
01/06/2026

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა!

ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ, კეთილგანწყობილ გარემოში ცხოვრებას, განათლების ხელმისაწვდომობას, სიციალურ ჩართულობასა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის უფლებას.

2 მაისს ბათუმში საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა   ...
04/05/2026

2 მაისს ბათუმში საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის რიგით მესამე კონფერენცია გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ქცევის გამოყენებითი ანალიზის სფეროში არსებული მიღწევების, გამოცდილებისა და გამოწვევების გაზიარებას, უწყვეტი განათლების ზოგადი და კულტურის საათების (CEU) დაგროვებასა და პროფესიული ცოდნის გაღრმავებას.

22აპრილს  ჩვენს ორგანიზაციას სასწავლო ვიზიტის ფარფლებში  სხვადასხვა სოციალური სერვისის შესახებ გამოცდილების გაზიარების მ...
30/04/2026

22აპრილს ჩვენს ორგანიზაციას სასწავლო ვიზიტის ფარფლებში სხვადასხვა სოციალური სერვისის შესახებ გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვია უზბეკეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში არსებული სოციალური დაცვის ეროვნული სააგენტოს (NASP) დელეგაცია

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა!ჩვენი გუნდი გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს ქცევისა და მეტყვე...
01/04/2026

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა!

ჩვენი გუნდი გთავაზობთ უფასო კონსულტაციებს ქცევისა და მეტყველების თერაპევტებთან, რომლებიც გაგიწევენ პროფესიულ მომსახურებას, თუ გაქვთ კითხვები ბავშვის განვითარების, ქცევის, მეტყველება/კომუნიკაციის სირთულეების შემთხვევაში.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
☎️599112776

გაითვალისინეთ, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!🧩

მადლობას ვუხდით  სათამაშოების მაღაზია ალადინი • სათამაშოების მაღაზია • Aladini-ს გულისხმიერებისათვის, სათამაშოებისთვის, ...
31/03/2026

მადლობას ვუხდით სათამაშოების მაღაზია ალადინი • სათამაშოების მაღაზია • Aladini-ს გულისხმიერებისათვის, სათამაშოებისთვის, რომლითაც სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვები შეძლებენ თვითშემეცნებასა და თამაშს 🤗

🌞დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების, მათი მხარდამჭერებისა და...
21/03/2026

🌞დღეს 21 მარტია, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!
მნიშვნელოვანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების, მათი მხარდამჭერებისა და წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოებაში სტიგმის შესამცირებლად მუშაობა, ინკლუზიური განათლების სისტემისა და გარემოს შექმნა.

20 მარტს  ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მსოფლიო დღე აღინიშნება,რომელიც ეძღვნება ქცევითი მეცნიერების პოპულარიზაციას,...
20/03/2026

20 მარტს ქცევის გამოყენებითი ანალიზის (ABA) მსოფლიო დღე აღინიშნება,რომელიც ეძღვნება ქცევითი მეცნიერების პოპულარიზაციას, აუტიზმისა და სხვადასხვა ქცევითი თავისებურებების მქონე პირთა მხარდაჭერას.
ამ დღის მიზანია ABA-ს მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც ეფუძნება დასწავლისა და ქცევის პრინციპებს, რათა გაუმჯობესდეს ადამიანთა ცხოვრების ხარისხი.

პილთონი - ამერიკული სათამაშოები • Piltoni - Toy Store 🫶
09/03/2026

პილთონი - ამერიკული სათამაშოები • Piltoni - Toy Store 🫶

Address

მიცკევიჩის ქ. # 30
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599112776

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Children of Georgia - საქართველოს ბავშვები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Children of Georgia - საქართველოს ბავშვები:

Shortcuts

Share