გახდი მესაკუთრე

გახდი მესაკუთრე

Share

ქვეყნის ძირითადი აქტივები უფასოდ გადაეცეს საქართველოს მოქალაქეებს!

24/08/2025

🙄

08/04/2025

რა არის მწვანე ეკონომიკა და რა გავლენა აქვს მას გარემოზე

27/10/2024

ხალხის ძ ა ლ ა უფლება (დემოკრატია) ჯერ ძალაა და მერეა უფლება. უნივერსალური ძალა საერთო სიმდიდრეა და მის დაბრუნებამდე ხალხი უძლურია

26/10/2024

საბჭოეთში ჩარჩენილ ქვეყანაში სახელმწიფო რესურსებს მარტო მართავდე და არჩევნები მაინც წააგო, შვიდი თაობა თავი არ გამოგეყფა ქუჩაში 😍

26/10/2024

წინ საქართველო !

ევროპა საქრთველოთი იწყება .

15/10/2024

სატრანზიტო ფუნქცია, განათლება, თავდაცვის უნარიანობა, სამართალი დღემდე უმწეო მდგომარეობაში მყოფი უმძიმესი თემებია, მაგრამ ყველაზე მთავარი და თან ჩვენივე ხელით და რესურსით მსუბუქად მოგვარებადი არის ჩვენი მოქალაქების უმწეო მდგომარეობიდან მასობრივი გამოყვანა.

სანამ, ღვთითკურთხეული ჩვენივე უზარმაზარი სიმდიდრის უკეთ გამოყენებით, ძალისა და შესაბამისი ძალაუფლების ცენტრებს უ მ ა რ ტ ი ვ ე ს ი, ერთ დღეშიც კი შესაძლებელი ნაბიჯის გადადგმით, შეუქცევადად არ გადავიტანთ სახელმწიფო კაბინეტებიდან მოქალაქეთა ოჯახებში, უბრალოდ შეუძლებელია მასობრივად სასარგებლო რაიმე გამოგვივიდეს საერთაშორისო კი არა, საკუთარი პირადი რესურსებით და უნარებით, გარედან თუნდაც სრულიად კეთილი და ერთობლივი დახმარებითაც კი.

ვერასდროს გვეყოლება ძლიერი და ბედნიერი ხალხი, საკუთარი, ობიექტური, თვითმართვადი და თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკური ორიენტირების მქონე, ცივილიზებული და ანგარიშგასაწევი პერსპექტივის მქონე თანამედროვე ქვეყნით.

ჩვენ, ქართველი მეცნიერების, მათ შორის ეკონომისტების საკმაოდ სერიოზული ჯგუფი, ალბათ დღევანდელი გადასახედით ერთადერთნი ვართ, ჩვენს მიერ ათეული წლობით დახვეწილი, მაქსიმალურად გამარტივებული კონკრეტული მექანიზმი, ყოველ წერტილსა და მძიმეში შესაძლო გაუბჯობესების მიზნით, დიდი სიამოვნებით გავხადოთ შეუზღუდავი ჩაღრმავებული კრიტიკისა და უკეთესი ალტერნატივით შესაძლო ჩანაცვლების საგანი. იქამდე, სანამ ვინმე გვიპოვის თუნდაც ერთ მცდარ ან ზედმეტ სიტყვას, რაიმე გონივრული საფუძველით შემოგვთავაზებს მის ამოღებას ან უკეთესით ჩანაცვლებას და ჩვენ არ დავთანხმდებით. აქამდე ეს ვერავინ შეძლო, იმიტომაც დავიხვეწეთ და ყველასთვის სრულიად გასაგები გავხდით 🙂

ერთადერთი, რასაც ვერ ვერევით და ჩვენი რესურსით ალბათ ვერასდროს მოვერევით, ესაა "დიდბიუჯეტიანი" წაყრუება და იგნორი.

12/10/2024

ნებისმიერი საერთო (ე.წ. სახელმწიფო) ქონების მოქალაქეებზე ყოველთვე უფასოდ გაცემული ფულით მ ხ ო ლ ო დ საჯარო აუქციონებზე ყიდვის დაკანონება (დაკანონების საერთაშორისო ინიცირებაც კი) დაასრულებს სსრკ-ს

ამას, განსაკუთრებით ამ ბოლოს, შესაძლო კომპრომისების საერთაშორიოდ გამალებული ძიების ფონზე ბევრი გრძნობს, მაგრამ ცოტამ იცის ბოლომდე, პრაქტიკულად რამდენად ადვილად განხორციელებადია ეს - სულ ცოტა, აქამდე ცნობილ, ოდნავ მაინც რეალისტურ ნებისმიერ სხვა "ჭკუის კოლოფობასთან" შედარებით 😜

04/10/2024

უკვე ათეული წლებია ჩვენში, მათ შორის დიდწილად თანამოაზრე, თითქოსდა მკაფიოდ პროდასავლელ მეგობრებს შორის ფეხი მყარად მოიკიდა ქვემოდ საკმაოდ ვრცლად წარმოდგენილის მსგავსმა ეკონომიკურმა ხედვამ, რომელშიც ვფიქრობ მცდარი წარმოდგენები ჭარბობს.

აი ეს საკმაოდ პოპულარი ხედვა:

ადგილობრივი საზოგადოებების გადამწყვეტი მონაწილეობის გარეშე ეგ პროცესი (იგულისხმება მიწების პრივატიზაციის დასრულება - შენიშვნა ჩემია ვ.ჩ.) სრულიად უტოპიურია და ვერ განხორციელდება. ყოვლად აუცილებელია სახელმწიფო საკუთრების, უწინარესად - მიწაზე სახელმწიფო საკუთრების, სრული დეცენტრალიზაცია - მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემა. სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება დარჩეს მხოლოდ ის მიწა, რაც აუცილებელია სახელმწიფო კომპეტენციების ან საერთაშორისო, აგრეთვე საერთო ეროვნული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად. დანარცენი მიწა - მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს. ხოლო მუნიციპალური საკუთრების მიწისა - თემის უსასყიდლო და უვადო მფლობელობაში სარგებლობის უფლებით გადაიცეს; თემმა შეიძლება გადაწყვიტოს, მაგრამ მიწის გასხვისება,მისი კერძო საკუთრებაში გადაცემა, გარკვეული უპირატესი შესყიდვის უფლებით, ანდა უსასყიდლოდ "დარიგების" (თუ თემი ასე გადაწყვეტს) შემთხვევაში კანონით (მიწის კოდექსით) უნდა იყოს დადგენილი. რიგითობა დაახლოებით ასეთია - ჯერ თემის წევრებს, შემდეგ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, მერე კი საქართველოს მოქალაქეებს. როცა მიწა თემის უვადო და უსასყიდლო მფლობელობაში იქნება, პრივატიზაცია შეიძლება მხოლოდ ამ უკანასკნელის თანხმობით მოხდეს. სრულიად ცხადია: მუნიციპალური საკუთრების და სათემო მფლობელობის გარეშე კერძო საკუთრებაში მიწას სახელმწიფო თუ გასცემს და ეს ოდენ ან ხელსაყრელი საინვესტიციო ან სასყიდლიანი პირობით თუ მოხდება, თანაც კონსტიტუციური აკრძალვის, რომ მიწა უცხოელებს არ გადაეცემათ საკუთრებაში, სავალდებული დაცით. შეგახსენებთ: საქართველოში ტრადიციულად, კერძო საკუთრებასთან ერთად გვქონდა ასევე სათემო საკუთრება. ხოლო ბევრი მონაცემით სათემო მიწა, მათ შორის - ტყე, საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ასევე სარეზერვო სახნავ-სათესი გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე საბატონო, ანუ კერძო საკუთრების მიწა. უმსხვილესი მიწათმფლობელი იყო ეკლესიაც, ისევე როგორც -მისი უდიდებულესობა მეფე; ასე რომ, ყველაფერი არ შეიძლება კერძო საკუთრებაში დარიგდეს, თანაც ტექნიკურადაც ეს შეუძლებელია, რადგან განაწილების რაიმე პრინციპი, რაც ერთდროულად რაციონალურიც იქნება და სამართლიანიც - ყოვლად შეუძლებელია. დილეტანტური მოსაზრებები და "გირჩისტულ-ლიბერატანიალური იდეოლოგია, რომ მიწა საყოველტაოდ და თანაბრად უნდა განაწილდეს, ბოლშევიკურ ლოზუნგს გავს - "მიწა გლეხებს, ფაბრიკა-ქარხნები მუშებს!", რაც, როგორც დამთავრდა - ვიცით. ამ მიწას მანამდე არნახულად უტიფარი ავაზეკები დაეპატრონნენ...

და აი ამ თემაზე პირადად ჩემი და ბევრი ჩემი თანამოაზრის პასუხი:

შეძლებისდაგვარად მოკლედ რომ ვთქვათ, მიწა უფრო ნაყოფიერი და რენტაბელურია, რაც მეტი საბაზრო ფასი, ლიკვიდურობა და საინვესტიციო მიმზიდველობა აქვს მას, ეს კი მხოლოდ უპირობო კერძო საკუთრებას მოაქვს. ნორმალური მიწის ზიარ ან უვადო სარგებლობას რაიმე წარმატებული საქმიანობისათვის საკმარისი წინასწარი ფინანსური თვითუზრუნველყოფა არასდროს გააჩნია და დიდწილად სუფსიდირებაზე არის დამოკიდებული, რაც შედეგად მიღებულ პროდუქტს შესაძლო უკეთეს ხარისხს, კონკურენტუნარიანობას, ფასს და მოგებას აკარგვინებს, ეს კი პატარა საქართველოს რეალობაშიც კი მინიმუმ ტრილიონამდე დოლარის დაკარგვის ტოლფასია.
მცდარ ხედვას ხშირად ე.წ. "კიბუცების", უკვე ტექნოლოგიურად მაღალ დონეზე განვითარებული და უკვე ძლიერი ეკონომიკის მქონე იაპონიის თუ ისრაელის მაგალითით ამყარებენ, რაც პირიქით, შეცდომას კი არ ამართლებს, ხაზს უსვამს :) .
ჩვენთან და ჩვენს მსგავსად ამ თემით დღემდე ისევ საბჭოეთში ჩარჩენილ ქვეყნებში, ამ ეტაპზე, ისედაც დიდწილად მკვდარი ეკონომოკებისათვის, ცხადია, არათუ ტრილიონები, მილიარდებიც სრულიად მიუღებელი დანაკარგია...

არც ახლაა გვიან ამ თემებზე, ყველა შესაძლო პლატფორმით და მედიასაშუალებით, ცოტა უფრო ღრმა და სერიოზული დისკუსიების წახალისება

03/10/2024

ყოველთვის ძლიერი მართავდა და მართავს სუსტს. პირიქით ვერასდროს ხდება.

სიძლიერის უნივერსალური წინაპირობაა სიმდიდრე. მდიდარს შეუძლია ღარიბზე უკეთესი ტანკი, მეცნიერი, ხელოვანი, ექიმი, ვექილი, სპორტსმენი და სულაც დამნაშავე და თაღლითიც იქირავოს და თუ იკადრა, დაჩაგროს ის.

ამიტომაცაა აუცილებელი ხალხის უშუალო განკარგულებაში მეტი სიმდიდრე იყოს, ვიდრე ხელისუფლების, როგორც ეს წარმატებულ ქვეყნებშია.

მე ვფიქრობდი და ყოველთვის ამას ვურჩევდი ყველა ხელისუფალს, სათავეში მოსვლისთანავე მოეხმო გონიერებისათვის და ხალხის უშუალო განკარგულებაში მეტი სიმდიდრე უზრუნველეყო, ვიდრე ხელისუფლების.

ასევე, რადგან მდიდრები ყველგან ძალიან ცოტანი არიან ღარიბებთან შედარებით, ამას ბუნებრივად უთუოდ მოყვება, რომ ჯამში ღარიბების ხელში მაინც მეტი სიმდიდრე აღმოჩნდება, ვიდრე მდიდრების და მათი უფლებების დაცვაც არ გაჭირდება.

შედარებით უკეთესი ლიდერები, იმედია როდესმე მაინც გაიგებენ და შეიგნებენ ამას, თუ უნდათ ლიდერობა დაუფასდეთ...

02/10/2024

დილა მშვიდობისა საქართველო

01/10/2024

თუ გადარჩენა მართლა ყველას გვინდა, დრო ნამდვილად აღარაა გრძელი და საუკეთესო ტექსტების წასაკითხადაც კი...

ერთადერთი, რამაც შეიძლება მცირე დროში ჯერ კიდევ გვიშველოს, ესაა სახელმწიფოს საკუთრებაში ეკონომიკურად და ფინანსურად დღემდე საბჭოურად ჩაკლული, 3 ტრილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების ძირითადი სიმდიდრეების გაცოცხლებამ, მათი მოქალაქეების საკუთრებაში უფასოდ და წესიერად გადაცემის გზით.

ასე ერთიასად სწრაფად გამდიდრებული და გაძლიერებული ხალხი და ქვეყანა თავსაც და მეგობრებსაც იოლად დაიცავს, - ყველა ძლიერი და პატიოსანი სამეგობრო სიამოვნებით ისევე შეუფერხებლადაც მიგვიღებს მეგობრად, როგორც სკანდინავიელები მიიღო.

გახდი მესაკუთრე

30/09/2024

ჩვენი ანუ @გახდი მესაკუთრე -ს ინიციატივისაგან იმით განსხვავდება პოლიტიკურ წრეებში მეტნაკლები ინტენსიურობით გავრცელებული მსგავსი იდეები უფასო პრივატიზების შესახებ,, რომ ჩვენი ინიციატივა არ საჭიროებს არავითარ წინასწარ მზადებას და რაიმე, თუნდაც საკადრო რესურსს, დაკანონების გარდა.

ჩვენი ინიციატივის პრაქტიკულ განხორციელებაში თავის ან ვინმეს სასარგებლოდ ვერავინ ჩაერევა ვერც დიდი, სახელმწიფო დონის გავლენებით და მითუმეტეს დიდი ანუ სხვა მოქალაქეებზე მეტი ფინანსური შესაძლებლობებით.

დაწყების შემდეგ მასში ხალხისგან ღიად ან ფარულად იოტისოდენადაც ვერ ჩაერევა თავად განმახორციელებელი ორგანოც კი, მას ეს ძალიანაც რომ მოუნდეს და მის ავტომატურ უნაკლო ფუნქციონირებას ვერანაირად დაამახინჯებს.

სათავეში მოსულთა პირადი, თუნდაც პოლიტიკური სარგებელი, რომელიც ყველა ქვეყანაში და ყოველთვის, თავისი ცდუნების არნახული, უზარმაზარი ზომით აქობამდე მუდმივად თან ახლდა და სახელს უტეხდა ეკონომიკურ და პოლიტიკურადაც მთავარ ამ პროცესს, სამაგალითოდ ჩაბარდება პლანეტის ბნელ საბჭოურ წარსულს...

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


Tbilisi