New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი Inspire to Care NVU is committed to social responsibility and promotes equal access to education for students from around the world.

New Vision University (Official page)

New Vision University (NVU) aims to expand human vision through the promotion of education, research, and innovation. NVU's motto is "Inspire to care," and the university inspires individuals to advance and share knowledge, skills, and values to contribute to society's well-being. Founded in 2013 in Tbilisi, Georgia, NVU has become one of the most international universities in the region, with more than a third of its faculty being international and serving as a destination for more than 5,000 students and alumni from 90 countries. NVU has 7 schools offering undergraduate and graduate/postgraduate study programs: Law; Business and IT; Politics and Diplomacy; Medicine; Dentistry; Media and Communication; and Sports Science.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ადამიანის თვალსაწიერის გაფართოებას განათლების, კვლევისა და ინოვაციის ხელშეწყობით. უნივერსიტეტის სლოგანია „შთააგონე ზრუნვა" და ის ახალისებს ინდივიდებს განავითარონ და გააზიარონ ცოდნა, უნარები და ღირებულებები საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი იზიარებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის.

უნივერსიტეტი დაარსდა 2013 წელს თბილისში, საქართველოში და გახდა რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მესამედზე მეტი უცხოელია, ხოლო 5000-ზე მეტი სტუდენტი და კურსდამთავრებული 90 ქვეყნიდანაა წარმოდგენილი.

უნივერსიტეტში 7 სკოლაა, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან და სადოქტორო პროგრამებს: სამართლის, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და დიპლომატიის, მედიცინის, სტომატოლოგიის, მედიისა და კომუნიკაციების, სპორტის მეცნიერებების.

⚽  შედი თამაშში. მართე ბიზნესი. გახდი „ფეხბურთის აგენტი“!📈 გაინტერესებს ბიზნესის ანალიტიკა, მონაცემთა მეცნიერება ან ბიზნ...
18/09/2026

⚽ შედი თამაშში. მართე ბიზნესი. გახდი „ფეხბურთის აგენტი“!

📈 გაინტერესებს ბიზნესის ანალიტიკა, მონაცემთა მეცნიერება ან ბიზნესის საინფორმაციო სისტემები? მაშინ Business Builders-ის ეს სიმულაციური თამაში შენთვისაა.

🎯 „ფეხბურთის აგენტი“ რეალურ ბიზნესსცენარზე დაფუძნებული თამაშია, სადაც SAP Analytics Cloud-ის გამოყენებით გააანალიზებ კლიენტების კონტრაქტებს, შეიმუშავებ ბრენდის სტრატეგიას და მიიღებ გადაწყვეტილებებს ბიზნესის გასაზრდელად.

🚀 თამაშის პროცესში პრაქტიკაში გამოცდი მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას, მონაცემებით ამბის თხრობას (data storytelling), ანალიტიკურ და კრეატიულ აზროვნებას.

👩‍💻 SAP-ის წინასწარი ცოდნა არ გჭირდება — ყველაფერს ადგილზე აგიხსნით. თან იქონიე მხოლოდ ლეპტოპი.

🔎 SAP ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება მნიშვნელოვანი პროფესიული უნარია ბიზნესკონსალტინგის, მონაცემთა ანალიტიკისა და საინფორმაციო სისტემების მიმართულებით.

🔗 დარეგისტრირდი დღესვე - https://forms.gle/VKoufHPQKSCNVb5s8

#ფეხბურთისაგენტი #ბიზნესისანალიტიკა

⚖️ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სულ რამდენიმე დღეა სწავლა დაიწყო... 💡 გაივსო დიდი აუდიტორიები ახალგაზრდებით...
18/09/2026

⚖️ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სულ რამდენიმე დღეა სწავლა დაიწყო...

💡 გაივსო დიდი აუდიტორიები ახალგაზრდებით.
მახვილი და ცნობისმოყვარე თაობაა... მათი დაუსრულებელი კითხებისთვის მზად არიან სამართლის სკოლის პროფესორები და მენტორები.

#სამართლისსკოლა

📣 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა და საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების უწყებათაშორისმა სააგენტომ - Expert...
14/09/2026

📣 ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა და საფრანგეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების უწყებათაშორისმა სააგენტომ - Expertise France ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

🤝 ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებისა და შრომის სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

🔗 შეიტყვეთ მეტი: t.ly/95zKJ

14/09/2026

👗 დაიწყე კარიერა მოდის ინდუსტრიაში!

🧵 თუ გიზიდავს ხელსაქმე, დიზაინი და გინდა შექმნა პროდუქტი, რომელიც რეალურად იყიდება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გიწვევს სასერტიფიკატო კურსებზე შემდეგი მიმართულებებით:
▪️ ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება
▪️ ფეხსაცმლის მხატვრული მოდელირება
▪️ ჩანთებისა და ტყავის აქსესუარების მხატვრული მოდელირება
▪️ ქსოვილების მხატვრული დამუშავება

👜 პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ შექმნა საკუთარი საკოლექციო ნიმუში და დამოუკიდებლად დაიწყო შენი ნაწარმის გაყიდვა.

➡️ კურსს უხელმძღვანელებს დიზაინერი თათა ვარდანაშვილი.

🚀 გადააქციე შენი შემოქმედება რეალური შემოსავლის წყაროდ!

🔎 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიე: t.ly/Bw1Fu
ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში

#სასერტიფიკატოკურსი #ხელოვნებისსკოლა #ტანსაცმლისმოდელირება #ფეხსაცმლისმოდელირება

13/09/2026

📣 რას აძლევს ყველაზე ღირებულს სამართლის სკოლა თავის სტუდენტებს? რა არის მთავარი?
პროფესიონალიზმი და ღირებულებები - ამბობენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები.

👩‍⚖️ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, წელსაც გაიმართა შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები.

🔎 იხილეთ ნაწყვეტი სიუჟეტიდან “გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე“, სრულად კი ნახეთ: გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე - https://www.youtube.com/watch?v=bl0dzSZlhX0

#სამართლისსკოლა #იმიტირებულიპროცესი

12/09/2026

⚖️ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით, წელსაც გაიმართა შრომის სამართლის სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესები.

💡 ეს ტრენინგი და პროცესები განსაკუთრებული ფორმატით ტარდება. სტუდენტებს ყოველ ტრენინგზე განსახვავებულ სამართლებრივ საქმეებს სთავაზობს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი სოფო ჩაჩავა.

🔎 იხილეთ ნაწყვეტი სიუჟეტიდან “გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე“, სრულად კი ნახეთ: - გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე - https://youtu.be/bl0dzSZlhX0?si=BpgDnkj4Ia4_cF8d

#სამართლისსკოლა #იმიტირებულიპროცესი

11/09/2026

📣 წელსაც ძალიან დიდი იყო ინტერესი, შრომის სამართლის, სასამართლო და მედიაციის იმიტირებული პროცესების მიმართ, რომლებიც რეგულარულად ტარდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში. მათი ინიციატორი და ორგანიზატორი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლაა.

👩‍⚖️ რა ხდება ამ პროცესების დროს და მანამდე - ამ პროცესების მოსამზადებლად გამართულ ტრენინგებზე? რატომ გახდა ეს იმიტირებული სასამართლო და მედიაციის პროცესები ასეთი პოპულარული…

🔎 იხილეთ ნაწყვეტი სიუჟეტიდან “გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე“, სრულად კი ნახეთ: გაიმარჯვე სწავლის დროს, რომ არასოდეს დამარცხდე - https://youtu.be/bl0dzSZlhX0?si=BpgDnkj4Ia4_cF8d

#სამართლისსკოლა #იმიტირებულიპროცესი

📣 თუ საერთაშორისო ურთიერთობები გაინტერესებს, აუცილებლად გაეცანი ამ პროგრამას!🔗 პროგრამის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია...
11/09/2026

📣 თუ საერთაშორისო ურთიერთობები გაინტერესებს, აუცილებლად გაეცანი ამ პროგრამას!

🔗 პროგრამის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე - t.ly/im06z

#საერთაშორისოურთიერთობები #აბიტურიენტი

📣 დაეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიას სრულიად უფასოდ - მხოლოდ 4 თვეში!🚀  გაინტერესებს სტაბილური კარიერა, პრაქტიკულ...
20/08/2026

📣 დაეუფლე თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიას სრულიად უფასოდ - მხოლოდ 4 თვეში!

🚀 გაინტერესებს სტაბილური კარიერა, პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების რეალური შესაძლებლობა?

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, კომპანია „კოლორპაკთან“ თანამშრომლობით, გთავაზობს 4-თვიან სახელმწიფო ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამას ბეჭდვისა და შეფუთვის თანამედროვე ინდუსტრიაში.

💡 პროგრამის ფარგლებში მიიღებ უფასო სწავლებას, სახელმწიფო სერტიფიკატს, თეორიულ მომზადებას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში და პრაქტიკულ გამოცდილებას დასაქმების რეალური შესაძლებლობით ლიდერ კომპანიაში „კოლორპაკი“.

შეგიძლია აირჩიო და ისწავლო ორი მოთხოვნადი მიმართულებიდან ერთ-ერთი:
🔹ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი: შეისწავლი თანამედროვე საბეჭდი ტექნოლოგიების მართვას, ბეჭდვის პროცესებს, ფერებისა და ხარისხის კონტროლს;
🔹ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნიკოსი: შეისწავლი დაბეჭდილი პროდუქციის საბოლოო დამუშავებას - ჭრას, აკინძვას, შეფუთვას და სხვა ტექნოლოგიურ პროცესებს.

სად შეძლებთ დასაქმებას:
🔸 საბეჭდ და საგამომცემლო კომპანიებში;
🔸 თანამედროვე საწარმოო და ტექნოლოგიურ კომპანიებში;
🔸 ეტიკეტებისა და სარეკლამო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში;
🔸 ბეჭდვისა და შეფუთვის საწარმოებში;
🔸 წიგნების, ჟურნალებისა და სარეკლამო მასალების მწარმოებელ კომპანიებში;
🔸 ეტიკეტებისა და ყუთების წარმოებაში.

👉 პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

🔎 პროგრამა ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, პროექტის „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში“ ფარგლებში.

📌 დარეგისტრირდი დღესვე და დაბეჭდე შენი მომავალი - https://forms.gle/Npg1q9i3iTwtqDTe8

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 599 411 211
📩 [email protected]

20/08/2026

🚀 შეარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და ისწავლე სიამოვნებით ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.

🔗 დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე: https://newvision.ge/ka/admission/entrants

#ეროვნულები #სადჩავაბარო #პირველკურსელი #ისწავლესიამოვნებით

Address

11 Nodar Bokhua Street
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 19:00

Telephone

+995322424440

Alerts

Be the first to know and let us send you an email when New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to New Vision University - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი:

Share

Category