წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა • St.George's International School

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა • St.George's International School

წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა • St.George's International School საერთაშორისო კერძო სკოლა თბილისში, რომელიც გთავაზობთ თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებს, აკადემიურ ხარისხს და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.

წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით პროფესიონალ პედაგოგებსა და აღმზრდელებს საშუალებას აძლევს, აღზარდონ პიროვნება, რომელიც შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, გარემოში ორიენტირებას, სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.

✨ათონის წმინდა მთაზე მდებარე ვატოპედის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, ჩვენი სკოლის წარჩინებული მო...
25/09/2026

✨ათონის წმინდა მთაზე მდებარე ვატოპედის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, ჩვენი სკოლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „მანუგეშებელის“ (პარამითია) ასლები გამოგზავნა.
✨ხატები სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ. მათი შერჩევა წილისყრის პრინციპით განხორციელდა.
✨ვატოპედის მონასტრის ეს საჩუქარი ჩვენი სკოლისათვის განსაკუთრებული პატივია და მნიშვნელოვანი ტრადიციის დასაწყისს წარმოადგენს.

23/09/2026

💛კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში.
💫გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
💫გისურვებთ საინტერესო, წარმატებულ და სასიამოვნო აღმოჩენებით სავსე წელს!

      🇺🇸THE AMERICAN DIPLOMA PROGRAM IS OFFICIALLY BACK.🔻For our ADP students, the new school year is officially underwa...
21/09/2026


🇺🇸THE AMERICAN DIPLOMA PROGRAM IS OFFICIALLY BACK.

🔻For our ADP students, the new school year is officially underway.

🔻New students, new goals, new beginnings and the same curiosity and drive that make the ADP community what it is.

🔻Here’s to a new year and everything that comes with it.
🔗Registration for the American Diploma Program is now open.
Find out more and register here: https://forms.gle/fSZtCRJfyPGf1N258
🇺🇸 ჩვენი ამერიკული სადიპლომო პროგრამის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყეს.
💫ვუსურვებთ თითოეულ მათგანს წარმატებით, საინტერესო აღმოჩენებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე სასწავლო წელს!
🔗რეგისტრაცია ღიაა ახალი მოსწავლეებისთვის VIII–XII კლასებში:
https://forms.gle/QiiTbRnbC22n38m67

✨წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.🌟1996 წლიდან ჩვენი სკოლა განათლების მრავალწლიან გ...
17/09/2026

✨წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

🌟1996 წლიდან ჩვენი სკოლა განათლების მრავალწლიან გამოცდილებას ქმნის.

✨დღეს ამ ისტორიას ახალი თაობა შეუერთდა.

🍀კეთილი იყოს თქვენი პირველი სასკოლო დღე, პირველკლასელებო!

🌱 "ფრესქულის" ახალი თავგადასავალი დაიწყო! 🌟წინასასკოლო მომზადების ჯგუფებში სკოლის ყველაზე პატარა წევრებს  სიხარულით ვუმა...
14/09/2026

🌱 "ფრესქულის" ახალი თავგადასავალი დაიწყო!
🌟წინასასკოლო მომზადების ჯგუფებში სკოლის ყველაზე პატარა წევრებს სიხარულით ვუმასპინძლეთ.
🌸წინ გველის აღმოჩენებით, თამაშითა და მხიარული დღეებით სავსე წელი.

⏳ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და სკოლაში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.📌ჩვენ...
10/09/2026

⏳ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება და სკოლაში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
📌ჩვენი სკოლის ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ტრენინგები ინკლუზიური განათლებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის, ასევე ინტერპერსონალური კომუნიკაციის მიმართულებით.
📌ტრენინგების ფარგლებში მასწავლებლებმა იმუშავეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, მათზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნა და ეფექტური კომუნიკაციის პრაქტიკული გამოყენება, განსაკუთრებით მოზარდებთან ურთიერთობისას.
💫საკლასო ოთახების მოწესრიგებასთან ერთად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოსწავლეს სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო გარემო და მხარდაჭერა დავახვედროთ.
💛შევხვდებით 15 სექტემბერს!

🏉ჩვენი სკოლის რაგბის ღია კლუბი „მერანი“ აგრძელებს 12, 10 და 8 წლამდე (2015-2016; 2017-2018; 2019-2020 წელს დაბადებული) მ...
08/09/2026

🏉ჩვენი სკოლის რაგბის ღია კლუბი „მერანი“ აგრძელებს 12, 10 და 8 წლამდე (2015-2016; 2017-2018; 2019-2020 წელს დაბადებული) მოსწავლეების მიღებას!
💫"მერანი" უკვე მრავალი წელია ზრდის ღირსეულ და წარმატებულ ბავშვებს და ეს ტრადიცია კვლავ გრძელდება. ჩვენი კლუბის აღზრდილი არაერთი მოთამაშე დღესაც თამაშობს საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებსა და სხვადასხვა დიდ კლუბში.
👉რაგბი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ უფრო აქტიურები, შეიძინონ მეგობრები და ივარჯიშონ პროფესიონალური მიდგომებით. პატივისცემა, დისციპლინა, სიმტკიცე და გუნდურობა -ეს ის მთავარი ღირებულებებია, რომლებსაც რაგბი თითოეულ მოსწავლეს ასწავლის.
📌ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ რაგბი ტრავმულია, ეს ასე არაა.სტატისტიკურად ის სერიოზულ ტრავმებთან ბევრ სხვა პოპულარულ სპორტულ სახეობაზე ნაკლებად კავშირდება, რადგან სწორი ტექნიკა და დისციპლინა უსაფრთხოების სრულ დაცვას უზრუნველყოფს.
🤗მიეცით თქვენს შვილებს შესაძლებლობა, შეუერთდნენ კლუბს და დაიმკვიდრონ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
☎️დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: +995 574 79 99 22.

💛ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,🔹15 სექტემბერს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება...
03/09/2026

💛ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,

🔹15 სექტემბერს წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში ახალი სასწავლო წელი იწყება.
🔹სწავლას ვიწყებთ როგორც ქართულ, ისე ამერიკულ სადიპლომო პროგრამაზე.
🔹ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულით ველოდებით ჩვენს პირველკლასელებსაც, რომლებიც პირველად შემოუერთდებიან ჩვენს დიდ ოჯახს.
💛მალე შევხვდებით!
💛Dear parents and students,

🔸The new school year at St. George International School begins on September 15.

🔸We will be starting classes in both the Georgian and American Diploma Programs.

🔸On this special day, we are especially excited to welcome our first graders, who will be joining our school family for the very first time.

💛See you soon!

⏰ზაფხულის არდადეგების შემდეგ სასკოლო ცხოვრებაში დაბრუნება ბავშვებისთვის ყოველთვის მარტივი არ არის.👇ჩვენი სკოლის ფსიქოლოგ...
01/09/2026

⏰ზაფხულის არდადეგების შემდეგ სასკოლო ცხოვრებაში დაბრუნება ბავშვებისთვის ყოველთვის მარტივი არ არის.
👇ჩვენი სკოლის ფსიქოლოგები გიზიარებენ მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს, როგორ დავუბრუნდეთ სასწავლო რეჟიმს მშვიდად და პოზიტიურად ზედმეტი სტრესის გარეშე.
🏫შეინახეთ რჩევები და ერთად შევიქმნათ სასკოლო განწყობა!
🎓✨ახალი სასწავლო წელი იწყება!

🏀სიახლე წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის -NBA Basketball School Georgia ჩვენს სკოლაში ახალ ფ...
31/08/2026

🏀სიახლე წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის -NBA Basketball School Georgia ჩვენს სკოლაში ახალ ფილიალს ხსნის!
⛹⛹‍♀მოსწავლეებს უკვე საკუთარი სკოლის სპორტულ დარბაზშივე შეუძლიათ ივარჯიშონ NBA-ის ოფიციალური სტანდარტებით, „NBA WAY“ და საკალათბურთო უნარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად განივითარონ.
🎁სპეციალური შეთავაზება ჩვენი მოსწავლეებისთვის:
• პირველი 3 ვარჯიში საჩუქრად!
• -10% ფასდაკლება სკოლის მოსწავლეებისთვის;
• ვარჯიში ჩვენი სკოლის სპორტულ დარბაზში
⚠️ ჯგუფებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
👉 მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე:
U10-U12
https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/en/event/1583320
U14-U17
https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/en/event/1583325
📞 კითხვების შემთხვევაში დაგვიკაშირდით: +995 555 02 77 02

🔥 NBA Basketball School იწყებს მიღებას ვაკეში!

შემოუერთდი ვარჯიშებს და გამოსცადე NBA-ის სტანდარტების ტრენინგები.

✨ პირველი 3 ვარჯიში - სრულიად უფასოდ!

ადგილები შეზღუდულია, იჩქარეთ!

ფილიალების მისამართი:
📍სოლოლაკი-ლადო ასათიანის ქუჩა 50-"მრავალფუნქციური სპორტული ცენტრი"
📍ვაკე- ილია ჭავჭავაძის გამზირი 82- "წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა"
📍 დიდი დიღომი- დემეტრე თავდადებულის 18ა-"მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი"
📍 ლისი- 01/014 ლისის ტბა - "გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია"
👉 დარეგისტრირდით ახლავე: https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/en/course/37901

🔥 NBA Basketball School is now accepting new students in Vake!

Join our training sessions and experience NBA-standard basketball coaching.

✨ First 3 workouts are completely free!

Limited spots available, register today!

Our Locations:
📍 Sololaki: 50 Lado Asatiani St – "Multifunctional Sports Center"
📍 Vake: 82 Ilia Chavchavadze Ave – "St. George's International School"
📍 Didi Dighomi: 18a Demetre Tavdadebuli St – "Multifunctional Community Center"
📍 Lisi: Lisi Lake 01/014 – "Guivy Zaldastanishvili American Academy"

👉 Register now: https://nbabasketballschoolgeorgia.classcard.app/en/course/37901

Address

ჭავჭავაძის გამზირი N82
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 16:30
Tuesday 09:00 - 16:30
Wednesday 09:00 - 16:30
Thursday 09:00 - 16:30
Friday 09:00 - 16:30

Telephone

599778733

Alerts

Be the first to know and let us send you an email when წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა • St.George's International School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა • St.George's International School:

Shortcuts

Share

Category