პროფესიული კოლეჯი “სახელობო სკოლა”

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პროფესიული კოლეჯი “სახელობო სკოლა”

პროფესიული კოლეჯი “სახელობო სკოლა” განათლება

პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ დაფუძნდა 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.
შენობა, რომელშიც დაწესებულება განთავსდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, - კეთილმოეწყო, აღიჭურვა და მოიპოვა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამავე წლის გაზაფხულზე კოლეჯი საზეიმოდ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ.
2010-2017 წლებში, კოლეჯმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა მიმართულების საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
ავტორიზაციის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს, დაწესებულებას მეორედ მიენიჭა ავტორიზებული სტატუსი და დაიწყო მოდულური პროფესიული პროგრამების განხორციელება. პარალელურად დაინერგა პროფესიული მომზადების პროგრამები, რომელთა წარმატებით სწავლების შედეგად, 2021 წლიდან კოლეჯი სრულად გადავიდა მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებაზე.
დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან ორგანიზაციის მმართველ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სახელობო მიმართულების პროექტების განხორციელებაში. ფონდის მიერ წლების განმავლობაში წარმატებით შესრულებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელობო განათლების განვითარების საქმეში და თავის დროზე სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა პროფესიული კოლეჯის „სახელობო სკოლის“ დაფუძნების იდეური საფუძველი.
ამჟამად, ფონდი „ლაზარე“, სახელობო მიმართულების პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, პროფესიული კოლეჯის „სახელობო სკოლის“ ბაზაზე ახორციელებს შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამებს:
• ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება;
• მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობათა ფიუზინგი;
• ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა.
დაწესებულება განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ ინფრასტრუქტურულ გარემოში. კოლეჯს გააჩნია სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით
აღჭურვილი სასწავლო სახელოსნოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის ეფექტიან წარმართვას, პროფესიული უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო პროცესის პარალელურად, ააიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობით, სწავლება ასევე ხორციელდება ქ. რუსთავის №5 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც კოლეჯის მიერ მოწყობილია თანამდროვე ტიპის მუდმივმოქმედი ტიხრული მინანქრისა და მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები; აქ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ პრაქტიკულ და მოთხოვნად პროფესიულ უნარებს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კი საქმიანობას აგრძელებენ უშუალოდ სახელოსნოებში, დამოუკიდებლად ქმნიან სხვადასხვა სახის მხატვრულ ნამუშევრებს და ავითარებენ პროფესიულ გამოცდილებას. მათ მიერ შექმნილი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და შემოქმედებითი ღირებულებით, რაც ნათლად ადასტურებს პროგრამის ეფექტიანობას, ასევე ხელს უწყობს მათ თვითდასაქმებას და საკუთარი შემოსავლების მიღებას.
პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“, საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ სახელობო-პროფესიული პროექტის ფარგლებში, დღესაც აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და სახელობო მიმართულებების განვითარებას. დაწესებულების საქმიანობა ემსახურება, როგორც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ისე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. კოლეჯის მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე სასწავლო გარემო და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის მყარ საფუძველს პროფესიული განათლების სფეროში მისი მნიშვნელოვანი როლისა და წარმატებული განვითარებისათვის.

🔰ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ ,,სახელობო სკოლაში" გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „ტიხრული მინან...
14/09/2026

🔰ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ ,,სახელობო სკოლაში" გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“
🔰რეგისტრაციის ვადები: 14/09-25/09
🔰სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი - 6 ოქტომბერი;
📌სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე
📌პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
✔️პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
✔️პროგრამაზე სწავლა უფასოა.
📌დაფინანსებულია, - საქართველოს საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ.
🖇️რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს : https://vet.emis.ge/ #/training-programs
🖇️ვრცლად პროგრამის შესახებ: https://proficollege.ge/index.php

🔰ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ ,,სახელობო სკოლაში" გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „ქალის მსუბუქი...
08/09/2026

🔰ა(ა)იპ პროფესიულ კოლეჯ ,,სახელობო სკოლაში" გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“
🔰რეგისტრაციის ვადები: 08/09-20/09
🔰სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი - 28 სექტემბერი;
🧵სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე
🪡პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
✔️პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
✔️პროგრამაზე სწავლა უფასოა.
📌დაფინანსებულია, - საქართველოს საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ.
🖇️რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს : https://vet.emis.ge/ #/training-programs
🖇️ვრცლად პროგრამის შესახებ: https://proficollege.ge/index.php

🧵პროფესიული მომზადების პროგრამის,- „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ - მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაცია...
29/06/2026

🧵პროფესიული მომზადების პროგრამის,- „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ - მსმენელებმა საწარმოო პრაქტიკა პარტნიორ ორგანიზაციაში „პრემიერა ტმ“ წარმატებით გაიარეს.

🪡 პრაქტიკის პერიოდში, მსმენელები უშუალოდ დააკვირდნენ სამკერვალო წარმოების პროცესებს, გაეცნენ ტანსაცმლის შექმნის სხვადასხვა ეტაპს და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში.

👗 მიღებულმა გამოცდილებამ მათ საშუალება მისცა გაემყარებინათ სასწავლო პროცესში შეძენილი ცოდნა, განევითარებინათ პრაქტიკული უნარები და უკეთ მომზადებულიყვნენ პროფესიული საქმიანობისთვისა და დასაქმებისთვის.

🎓 პროფესიულ კოლეჯ "სახელობო სკოლაში" წარმატებით დასრულდა ორი პროფესიული მომზადების პროგრამა - „მხატვრული მინის მცირე და ...
26/06/2026

🎓 პროფესიულ კოლეჯ "სახელობო სკოლაში" წარმატებით დასრულდა ორი პროფესიული მომზადების პროგრამა - „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ და „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“.

🎨 პროგრამების მონაწილეებმა სასწავლო კურსის დასასრულს საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს, სადაც თვალსაჩინოდ აისახა მათ მიერ სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნა და გამომუშავებული პრაქტიკული უნარები.

🎯 აღნიშნული პროგრამები ორიენტირებულია გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებაზე, ასევე თვითდასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.

📢 ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ გეგმავს ახალი მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის – „ხის დეკორატიულ...
19/06/2026

📢 ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ გეგმავს ახალი მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამის – „ხის დეკორატიული და ფუნქციური ნაკეთობების დამზადება“ – დანერგვას.

🔰პროგრამა მოიცავს ხის დამუშავების ძირითად ტექნოლოგიებს
🔰ესკიზირების საფუძვლებსა და სხვადასხვა დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების ნაკეთობების დამზადებას.

გთხოვთ, დაგვითმოთ 2 წუთი და მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში. თქვენი მოსაზრება მნიშვნელოვანია პროგრამის დაგეგმვისა და განვითარებისათვის.

კითხვარის შესავსებად გადადით ლინკზე.
👇

https://forms.gle/1hxAyPtRU5MrmDSh6

🧵✨ პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამების - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და „მინის მცი...
17/06/2026

🧵✨ პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამების - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და „მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების დამზადება (ფიუზინგი)“ – მსმენელებმა მეწარმეობის ტრენინგი გაიარეს.

📌ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საკუთარი საქმიანობის დაწყებისა და განვითარების ძირითად ეტაპებს. მათ პრაქტიკულად იმუშავეს ბიზნესის დაგეგმვის საკითხებზე, შეისწავლეს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურები, გადასახადების ადმინისტრირების თავისებურებები და RS.GE პორტალზე გადამხდელად რეგისტრაციის პროცესი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბაზრის შესწავლას, ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რისკების მართვასა და იმ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებიც მცირე ბიზნესის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია.

📕ამ ტიპის ტრენინგების ჩატარებით, "სახელობო სკოლა" კურსდამთავრებულებს დამატებით აძლევს ცოდნასა და უნარებს, რომლებიც მათ საკუთარი იდეების რეალურ შესაძლებლობებად გარდაქმნაში დაეხმარება.

2026 წლის 15 ივნისს, პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამის - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვ...
15/06/2026

2026 წლის 15 ივნისს, პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლაში“ პროფესიული მომზადების პროგრამის - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ - ფარგლებში, საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი სასწავლო პროცესში მიღებული პრაქტიკული გამოცდილებისა და შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა იყო.

🧵ღონისძიების ფარგლებში მსმენელებმა კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროგრამის განმახორციელებელ პირს საკუთარი ხელით შეკერილი ნამუშევრები წარუდგინეს. მათ ასევე ისაუბრეს სამკერვალო საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე, გამოყენებულ ტექნიკებსა და სასწავლო პროცესში მიღებულ გამოცდილებაზე.

📍პროგრამის მომდევნო ეტაპზე მსმენელები საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციაში,- პრემიერა ტმ-ში გაივლიან, სადაც შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო განიმტკიცონ პროფესიული უნარები, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

12/06/2026

პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“ აგრძელებს პრაქტიკულ და თანამედროვე პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

🎬ვიდეოში წარმოდგენილია პროფესიული მომზადების პროგრამებზე - „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“, „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ და „მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების დამზადება“ - სწავლების ფარგლებში მიმდინარე პრაქტიკული სამუშაოები.

📌ჩვენი მსმენელები რეალურ სამუშაო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ეუფლებიან პროფესიას, ავითარებენ პრაქტიკულ უნარებს და ქმნიან ხარისხიან, ხელნაკეთ და შემოქმედებით ნამუშევრებს.

ახალ პროფესიულ კოლეჯში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავებ...
02/06/2026

ახალ პროფესიულ კოლეჯში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ხის მხატვრული დამუშავების პროფესიული მომზადების პროგრამის შემუშავებაზე, რომელიც განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით, უახლოეს პერიოდში წარედგინება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება ხელს შეუწყობს კოლეჯში სახელობო მიმართულებების გაფართოებას და კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდასა და ზრდასრულს მისცემს შესაძლებლობას დაეუფლოს მოთხოვნად და შემოქმედებით პროფესიას, განივითაროს პრაქტიკული უნარები და წარმატებით დასაქმდეს.

პროგრამის შემუშავების მიზნით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კოლეჯის დირექტორი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ხარისხის მართვისა და სასწავლო პროცესის სპეციალისტები.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს:
▪️ პროფესიული პროგრამის მიზნები და სწავლის შედეგები;
▪️ ხის მხატვრული დამუშავების თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების სწავლების საკითხები;
▪️ პრაქტიკული სწავლების კომპონენტები და სახელოსნოს აღჭურვის მოთხოვნები;
▪️ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა და დასაქმების პერსპექტივები;
▪️ უსაფრთხოების სტანდარტები და პროფესიული ეთიკის საკითხები;
▪️ სასწავლო მოდულების შინაარსი, შეფასების მეთოდები და პრაქტიკული დავალებების ფორმები;
▪️ ადგილობრივ ოსტატებთან და პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ახალი პროფესიული კოლეჯი განაგრძობს მუშაობას პროგრამის სრულყოფაზე, რათა მომავალ მსმენელებს შესთავაზოს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული, პრაქტიკაზე ორიენტირებული პროფესიული განათლება.

🔰 ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის - „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - მსმენელებისთვის ჩ...
22/05/2026

🔰 ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის - „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - მსმენელებისთვის ჩატარდა მეწარმეობის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ბიზნესუნარების განვითარება და საკუთარი საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის გაძლიერება.

📌 ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

✅ ბიზნესის როლი ეკონომიკაში;
✅ ბაზრის სტრუქტურა და ინფორმაციის მნიშვნელობა;
✅ მეწარმე სუბიექტის არსი და ბიზნესის სახელის შერჩევა (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
✅ ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
✅ ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და სარეგისტრაციო დოკუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
✅ გადამხდელად რეგისტრაცია RS.GE პორტალზე (პრაქტიკული ნაწილი);
✅ მცირე ბიზნესის ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირება და რისკების მართვა;
✅ სახელობო სპეციალობის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონმდებლობის გაცნობა.

✨ ტრენინგი კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიულ უნარებთან ერთად, უკეთ გაეცნონ მეწარმეობის საფუძვლებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

Address

თბილისი (სოფელი დიღომი) დავით აღმაშენებლის ქ. 52 ტელ:90320
Tbilisi
5858

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995591002025

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პროფესიული კოლეჯი “სახელობო სკოლა” posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to პროფესიული კოლეჯი “სახელობო სკოლა”:

Shortcuts

Share