ახალი პროფესიული კოლეჯი

ახალი პროფესიული კოლეჯი

Share

განათლება

ახალი პროფესიული კოლეჯი დაფუძნდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2010 წლის იანვარში და თავდაპირველად წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელს ატარებდა.
შენობა-ნაგებობა, რომელშიც ორგანიზაცია განთავსდა, სახელმწიფოს თანადგომით გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, - კეთილმოეწყო, სათანდო რესურსებით აღიჭურვა და იმ პერიოდისთვის საპატრიარქოს სივრცეში

22/05/2026

🔰 ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამის - „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ - მსმენელებისთვის ჩატარდა მეწარმეობის ტრენინგი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ბიზნესუნარების განვითარება და საკუთარი საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნის გაძლიერება.

📌 ტრენინგის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

✅ ბიზნესის როლი ეკონომიკაში;
✅ ბაზრის სტრუქტურა და ინფორმაციის მნიშვნელობა;
✅ მეწარმე სუბიექტის არსი და ბიზნესის სახელის შერჩევა (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი);
✅ ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
✅ ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები და სარეგისტრაციო დოკუმენტების პრაქტიკული გაცნობა;
✅ გადამხდელად რეგისტრაცია RS.GE პორტალზე (პრაქტიკული ნაწილი);
✅ მცირე ბიზნესის ფარგლებში გადასახადების ადმინისტრირება და რისკების მართვა;
✅ სახელობო სპეციალობის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონმდებლობის გაცნობა.

✨ ტრენინგი კურსდამთავრებულებს დაეხმარება პროფესიულ უნარებთან ერთად, უკეთ გაეცნონ მეწარმეობის საფუძვლებს, დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.

Photos from ახალი პროფესიული კოლეჯი's post 20/05/2026

🔰 უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და შრომის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება ახალი პროფესიული კოლეჯისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

საგაზაფხულო მიღების მსმენელებისა და პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასა და საგანგებო ვითარებებში სწორი მოქმედების პრინციპებს.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
🔥 ხანძრის პრევენციისა და რისკების შემცირების პრაქტიკულ მიდგომებზე;
🚨 საგანგებო შემთხვევების დროს სწრაფი და ორგანიზებული რეაგირების მნიშვნელობაზე;
🧯 უსაფრთხოების პირველადი საშუალებების დანიშნულებასა და გამოყენების წესებზე;
🏫 დაწესებულებაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობასა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე.

უსაფრთხო გარემო სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია - ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანია იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მონაწილე თავს დაცულად და ინფორმირებულად გრძნობს.

13/05/2026

ახალი პროფესიული კოლეჯის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამებზე - ,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“, „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ და „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ - სასწავლო პროცესი აქტიურად და დიდი ინტერესით მიმდინარეობს. ✨

ჩვენი კოლეჯი ორიენტირებულია ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე, თანამედროვე პრაქტიკულ სწავლებასა და თითოეული მსმენელის პროფესიულ განვითარებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა შეიძინოს მოთხოვნადი პროფესია, განივითაროს საკუთარი უნარები, დასაქმდეს და ჩამოყალიბდეს წარმატებულ პროფესიონალად.

სწავლა, გამოცდილება და პროფესიული ზრდა - ეს არის გზა უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენ კი მზად ვართ, ეს გზა თითოეულ სტუდენტთან ერთად გავიაროთ. 🌿

12/05/2026

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს გულითადად ვულოცავთ აღსაყდრებას.
ღმერთმა მრავალი წელი ამყოფოს იგი საქართველოს, ეკლესიისა და ქართველი ერის საკეთილდღეოდ, ამინ!

12/04/2026
18/03/2026

ახალი პროფესიული კოლეჯი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II -ის გარდაცვალების გამო.

ვიზიარებთ ამ დიდ მწუხარებას და თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს.

23/02/2026

🔰ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: „ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“
🔰რეგისტრაციის ვადები: 23/02-08/03
🔰სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი - 16 მარტი
🧵სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე
🪡პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
✔️პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
✔️პროგრამაზე სწავლა უფასოა.
📌დაფინანსებულია, - საქართველოს საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ.
🖇️რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს : https://vet.emis.ge/ #/training-programs
🖇️ვრცლად პროგრამის შესახებ: https://proficollege.ge/index.php

23/02/2026

🔰ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში გამოცხადდა მსმენელთა მიღება პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი"
🔰რეგისტრაციის ვადები: 23/02-08/03
🔰სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი - 17 მარტი
🔰სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე
📌პროგრამის განხორციელების უფლება გაცემულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
📌პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი.
✔️პროგრამაზე სწავლა უფასოა. ✔️დაფინანსებულია, - საქართველოს საპატრიარქოსა და საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ.
🔗რეგისტრაციისათვის მიყევით შემდეგ ბმულს : https://vet.emis.ge/ #/training-programs
🔗ვრცლად პროგრამის შესახებ: https://proficollege.ge/index.php

03/01/2026

თქვენო უწმინდესობავ,

ახალი პროფესიული კოლეჯის სახელით გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

თქვენი სულიერი და საზოგადოებრივი მსახურება ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ ეკლესიის განმტკიცების, არამედ განათლებისა და შრომის კულტურის აღორძინების მაგალითია. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ 2010 წელს თქვენი კურთხევითა და თანადგომით, დაარსდა ახალი პროფესიული კოლეჯი, - ეკლესიის სივრცეში პირველი პროფესიული სასწავლებელი, რომელმაც მრავალ ადამიანს მისცა შესაძლებლობა ღირსეულ გარემოში დაუფლებოდნენ სახელობო პროფესიებს.

თქვენი განსაკუთრებული სურვილით კოლეჯში, სხვა დარგებთან ერთად, მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ტიხრული მინანქრის სწავლებას - იმ უნიკალურ ისტორიულ ხელობას, რომელიც საქართველოში სწორედ თქვენი თაოსნობითა და მზრუნველობით კვალვ აღორძინდა. ეს არა მხოლოდ პროფესიული უნარების გადაცემაა, არამედ, ეროვნული კულტურის, სულიერი მემკვიდრეობისა და იდენტობის დაცვა და გაგრძელებაა.

თქვენი მხარდაჭერით, დღეს კოლეჯში ყველა ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლოს, შეიძინოს პროფესია და საკუთარი შრომით შექმნას ღირსეული მომავალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ღვთის შემწეობას თქვენს დიდებულ მსახურებაში საქართველოს საკეთილდღეოდ!

Photos from ახალი პროფესიული კოლეჯი's post 31/12/2025

მიმდინარე წლის 29 დეკემბერს ახალ პროფესიულ კოლეჯში გაიმართა კოლეჯის პროფესიული მომზადების პროგრამების: ,,მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“,
„ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“,
„ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ მსმენელების მიერ სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

🧵ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული განათლების მნიშვნელობა, მსმენელების პროგრესი და მათი შესაძლებლობები რეალურ პრაქტიკაში. გამოფენა-გაყიდვა იყო კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარებისთვისა და მსმენელების წახალისებისთვის.

🖌️ ახალი პროფესიული კოლეჯი აგრძელებს ისეთი სივრცის შექმნას, სადაც პროფესიული უნარები, კრეატიულობა და პრაქტიკული სწავლება ერთმანეთს წარმატებით ერწყმის.

30/12/2025

ახალი პროფესიული კოლეჯის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება 🎉

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


თბილისი (სოფელი დიღომი) დავით აღმაშენებლის ქ. 52 ტელ:90320
Tbilisi
5858

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00