17/09/2026
ასოციაცია „მცოდნელი“ გიწვევთ Carnegie Council for Ethics in International Affairs-ის მიერ შექმნილი Global Ethics Day 2026-ის აღსანიშნავ ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში.
Global Ethics Day არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს ეთიკის, ღირებულებებისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის გასააზრებლად.
კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესოა:
👩🏫 მასწავლებლებისთვის
🏫 სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციისთვის
🧠 ფსიქოლოგებისთვის
🎓 განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
რატომ არის ეს დღე მნიშვნელოვანი?
დღეს განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას აღარ ნიშნავს.
ის გულისხმობს პასუხისმგებლობას, სამართლიანობას, ნდობას, პროფესიულ ეთიკას და ადამიანურ ღირებულებებს.
სკოლაში მიღებული გადაწყვეტილებები, მასწავლებლის სიტყვა, ლიდერის მაგალითი და მოსწავლესთან ურთიერთობის კულტურა ქმნის იმ საზოგადოებას, რომელშიც მომავალი თაობა იცხოვრებს.
✨ Global Ethics Day 2026 გვაძლევს შესაძლებლობას დავფიქრდეთ:
• როგორ შევქმნათ ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული სასკოლო გარემო?
• როგორ გავაძლიეროთ პროფესიული პასუხისმგებლობა?
• როგორ ვასწავლოთ მომავალ თაობას ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება?
• როგორ ვაქციოთ სკოლა ნდობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის სივრცედ?
🌐 გახდით გლობალური ინიციატივის ნაწილი.
21 ოქტომბერს თბილისი შეუერთდება მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე Global Ethics Day-ის აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები, უნივერსიტეტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული გაერთიანებები და სხვა ორგანიზაციები საკუთარ ღონისძიებებს ატარებენ.
📢 რეგისტრაცია უკვე დაიწყო!
Global Ethics Day არის საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც ადამიანებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს ეთიკის, ღირებულებებისა დ...