კოლეჯი ფანასკერტელი

კოლეჯი ფანასკერტელი საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი
შენი უკეთესი მომავლისთვის

,,საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი“ დაფუძნების პირველივე დღიდან ემსახურება განათლებული და კვალიფიციური კადრის მომზადებასა და დასაქმებას ხელშეწყობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულთა უმეტესობა დასაქმებულია საქართველოს წამყვან ორგანიზაციებში, კლინიკებსა თუ სააფთიაქო ქსელებში.

საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

1. საექთნო განათლება - V დონე;
2. ფარმაცია (სააფთიაქო) - V დონე;
3. აღმზრდელი (სკოლამდელი განათლება) - V დონე;
4. საინფორმაციო ტექნოლოგიები - III დონე;
5. საფინანსო სერვისები - III დონე;


საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელის მისიაა დავძლიოთ გამოწვევები განვითარების გზაზე და გავიმყაროთ წამყვანი პოზიცია, როგორც მდგრადმა, ინოვაციურმა და განვითარებადმა მრავალპროფილურმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ასევე, უზრუნველვყოთ კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრის მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, ქალაქ თბილისსა და კახეთის რეგიონში. ჩვენ, როგორც ტრადიციული დაწესებულება, ვზრუნავთ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე, პიროვნული და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების ხელშეწყობასა და დასაქმებაზე.
კოლეჯის მისია ზუსტად პასუხობს მის განაცხადს – „მოდი, ისწავლე, დასაქმდი“.


კოლეჯის ხედვაა, გავხდეთ ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საკუთარი ინფრასტრუქტურით, ინტელექტუალური და მატერიალური შესაძლებლობებით შეძლებს უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრის მომზადებას შრომის ბაზრისთვის, რაც აისახება დასაქმების გაზრდილ მაჩვენებელზე 2025 წლისათვის.

ჩვენი ღირებულებებია - პატრიოტიზმი, სამართლიანობა, თანასწორობა, ხარისხი, სოციალური პასუხისმგებლობა, გუნდურობა, გამჭვირვალობა, ინოვაციებისკენ სწრაფვა და მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე.

 #ფარმაცია #ფანასკერტელი🔷საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს!
25/09/2026

#ფარმაცია
#ფანასკერტელი

🔷საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს!

🇬🇷 სასწავლო ვიზიტის მეორე დღე სალონიკშიEVTA-ს ორგანიზებით მიმდინარე სასწავლო ვიზიტის მეორე დღე CEDEFOP-ში - პროფესიული ს...
24/09/2026

🇬🇷 სასწავლო ვიზიტის მეორე დღე სალონიკში

EVTA-ს ორგანიზებით მიმდინარე სასწავლო ვიზიტის მეორე დღე CEDEFOP-ში - პროფესიული სწავლების განვითარების ევროპულ ცენტრში გაიმართა.

დღის მთავარი ნაწილი Erasmus+ SupportSphere პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას დაეთმო. პროექტის მიზანია პროფესიული განათლების სტუდენტების მხარდაჭერა, სწავლის მიტოვებისა და NEET მდგომარეობაში დარჩენის რისკის შემცირება, ასევე კარიერული კონსულტირებისა და მენტორობის გაძლიერება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი პრაქტიკული ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც პროფესიულ სასწავლებლებს ეხმარება დროულად დაინახონ სტუდენტის საჭიროებები, უკეთ დაგეგმონ მხარდაჭერა და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლას.

💡 განსაკუთრებით საინტერესო იყო სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მოსმენა და მსჯელობა იმაზე, თუ როგორ შეიძლება მსგავსი მიდგომების გამოყენება ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში.

🇬🇷 Day Two of the Study Visit in Thessaloniki

The second day of the study visit organised by EVTA took place at CEDEFOP - the European Centre for the Development of Vocational Training.

A key part of the day was the final conference of the Erasmus+ SupportSphere project. The project focuses on supporting VET students, reducing the risk of early school leaving and becoming NEET, and strengthening career guidance and mentoring.

The conference presented practical tools and resources developed within the project to help VET providers identify students’ needs at an early stage, provide better support, and facilitate young people’s transition from education to employment.

💡 It was particularly valuable to hear experiences from different countries and discuss how similar approaches could be applied in our own everyday practice.

🇬🇷 პროფესიული სრულყოფილების მიმართულებით - გამოცდილების გაზიარება სალონიკში📍23 სექტემბერს, სალონიკში, EVTA-ს ორგანიზებით...
23/09/2026

🇬🇷 პროფესიული სრულყოფილების მიმართულებით - გამოცდილების გაზიარება სალონიკში

📍23 სექტემბერს, სალონიკში, EVTA-ს ორგანიზებით გაიმართა სასწავლო ვიზიტის პირველი სამუშაო დღე, რომელიც პროფესიულ განათლებაში სრულყოფილების (Vocational Excellence) განვითარებასა და ევროპული გამოცდილების გაზიარებას დაეთმო.

🔹სასწავლო ვიზიტში საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელს წარმოადგენდნენ კოლეჯის ხელმძღვანელი შორენა ხაჭაპურიძე და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მარიამ კორძახია.

🔸დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ EVTA-სა და ETF-ის ხედვებს პროფესიული სრულყოფილების შესახებ. შეხვედრები გაიმართა University of Macedonia-სა და SAEK Thermis-ში, სადაც მასპინძლებმა გაგვიზიარეს პროფესიული სრულყოფილების ცენტრების (CoVE – Centres of Vocational Excellence) განვითარების გამოცდილება, მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის პრაქტიკა.

👉ეს გამოცდილება ფანასკერტელისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია. წელს კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ISATCOVE-ის საერთაშორისო თვითშეფასების პროცესში და მიიღო „Committed to Vocational Excellence“ სერტიფიკატი.

✔️ამ პროცესის ფარგლებში მიღებული შედეგები ჩვენთვის შემდგომი განვითარების საფუძველია. კოლეჯი აგრძელებს მუშაობას პროფესიული სრულყოფილების მიმართულებით - სწავლა-სწავლების ხარისხის, პარტნიორული თანამშრომლობის, ინსტიტუციური განვითარების და საერთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

სალონიკში გამართული შეხვედრები კი კარგი შესაძლებლობა იყო, ადგილზე გავცნობოდით CoVE-ების ევროპულ გამოცდილებას, მოგვესმინა უკვე მოქმედი პრაქტიკის შესახებ და გვენახა, რა მიდგომების გამოყენება შეგვიძლია ფანასკერტელის შემდგომი განვითარებისთვის.

🇬🇷 Towards Vocational Excellence - Sharing Experience in Thessaloniki

📍On 23 September, the first working day of the study visit organised by EVTA took place in Thessaloniki, focusing on the development of Vocational Excellence and the exchange of European experience.

🔹Community College Panaskerteli was represented by Shorena Khachapuridze, Head of the College, and Mariam Kordzakhia, Human Resources Manager.

🔸Throughout the day, participants were introduced to EVTA’s and ETF’s perspectives on Vocational Excellence. Meetings were held at the University of Macedonia and SAEK Thermis, where the hosts shared their experience in developing Centres of Vocational Excellence (CoVEs), as well as their ongoing projects and approaches to cooperation.

👉This experience is particularly relevant and valuable for Panaskerteli. This year, the College participated in the ISATCOVE international self-assessment process and received the “Committed to Vocational Excellence” certificate.

✔️The results of this process provide a foundation for our further development. The College continues its work towards Vocational Excellence by further strengthening the quality of teaching and learning, partnerships and cooperation, institutional development, and international connections.

The meetings in Thessaloniki provided a valuable opportunity to learn first-hand about European CoVE practices, hear about approaches already being implemented, and explore which of these practices could contribute to Panaskerteli’s further development.

📍 Thessaloniki, Greece 🇬🇷

22/09/2026

🎓 გინდა დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას სრული დაფინანსებით?

აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი - სწავლა თბილისში ან თელავში და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი!

📅 რეგისტრაცია: 21 სექტემბერი – 9 ოქტომბერი
🔗 დარეგისტრირდი: [www.vet.ge](http://www.vet.ge)
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
მოდი, ისწავლე, დასაქმდი!

#კოლეჯიფანასკერტელი #პროფესიულიგანათლება #სრულიდაფინანსება #მიღება2026 #თბილისი #თელავი

🤝აირჩიე მოთხოვნადი პროფესია და შექმენი შენი კარიერა საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში!   📆 2026 წლის საშემოდგომო მიღება ...
21/09/2026

🤝აირჩიე მოთხოვნადი პროფესია და შექმენი შენი კარიერა საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში!

📆 2026 წლის საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს 21 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით.
🤔 რატომ ფანასკერტელი?
🔷 სწავლა სრულად ფინანსდება;
🔶 გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი;
🔷 პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
🔶გამოცდილი პროფესიული მასწავლებლები;
🔷დასაქმების რეალური შესაძლებლობები.
პროფესიული პროგრამები:
💉 საექთნო განათლება
💊ფარმაცია
👧აღმზრდელი
🗄საფინანსო სერვისები
💻ინფორმაციის ტექნოლოგია — მხოლოდ თბილისში სწავლა შესაძლებელია თბილისსა და თელავში
გაიარე რეგისტრაცია:
👩‍💻 https://vet.ge/registration/citizenship_selection
გაიარე ავტორიზაცია:
👨‍💻 https://shorturl.at/0vgc5
📱☎️კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდი: 568 40 20 20

🎓საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი - 34 წლიანი გამოცდილება პროფესიულ განათლებაში.
მოდი, ისწავლე, დასაქმდი!
#პროფესიულიგანათლება #კოლეჯიფანასკერტელი #მიღება2026 #სრულიდაფინანსება #სახელმწიფოდიპლომი #პროფესიისწავლა #საექთნოგანათლება #ფარმაცია #აღმზრდელი #საფინანსოსერვისები #ინფორმაციისტექნოლოგია #თბილისი #თელავი

20/09/2026

საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში ღია კარის დღე გაიმართა 💙

სტუმრებს გავაცანით ჩვენი სასწავლო პროგრამები, ვუმასპინძლეთ კოლეჯის სივრცეებში, ვისაუბრეთ პროფესიულ განათლებაზე, ჩვენს პარტნიორებზე და დასაქმების შესაძლებლობებზე. დღე კიდევ უფრო საინტერესო გახადა სახალისო ვიქტორინებმა და ინტერაქციულმა აქტივობებმა.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ სტუმარს ინტერესისთვის, ჩართულობისა და გულწრფელი ემოციებისთვის. სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა, თქვენი შეკითხვების მოსმენა და სამომავლო გეგმებზე საუბარი.

ვიმედოვნებთ, დღევანდელი შეხვედრა ბევრ თქვენგანს დაეხმარა პროფესიის არჩევაში. გვჯერა, რომ მალე შეგხვდებით ფანასკერტელის სტუდენტების რანგში! 🎓

#ფანასკერტელი #ღიაკარისდღე #პროფესიულიგანათლება #აირჩიეპროფესია #შექმენიშენიმომავალი

👩‍⚕️ გაიცანით ჩვენი სტუდენტი — სიმა ორუჯოვასიმა პრაქტიკას ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის სამეანო განყოფილებაში გადის. პ...
20/09/2026

👩‍⚕️ გაიცანით ჩვენი სტუდენტი — სიმა ორუჯოვა

სიმა პრაქტიკას ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის სამეანო განყოფილებაში გადის. პრაქტიკის ფარგლებში იგი ეცნობა განყოფილების მუშაობის სპეციფიკას, აკვირდება სამედიცინო პერსონალის საქმიანობას და შესაბამისი ზედამხედველობით მონაწილეობს პაციენტების მოვლის პროცესში.

📣 კოლეჯ ფანასკერტელში 2026 წლის საშემოდგომო მიღება 21 სექტემბერს დაიწყება!

🔗 გაიარე წინასწარი რეგისტრაცია:
[https://forms.gle/tWZuNX7Tn5uScFS38](https://forms.gle/tWZuNX7Tn5uScFS38)

🎓 მოდი, ისწავლე, დასაქმდი!

#კოლეჯიფანასკერტელი #პროფესიულიგანათლება #საექთნოგანათლება #სტუდენტურიპრაქტიკა #სამეანოგანყოფილება #ავთანდილყამბარაშვილისკლინიკა #თელავი

17/09/2026

🎓 გინდა დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას სრული დაფინანსებით?

აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი - სწავლა თბილისში ან თელავში და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი!

📅 რეგისტრაცია: 21 სექტემბერი – 9 ოქტომბერი
🔗 დარეგისტრირდი: www.vet.ge
📩 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
მოდი, ისწავლე, დასაქმდი!

#კოლეჯიფანასკერტელი #პროფესიულიგანათლება #სრულიდაფინანსება #მიღება2026 #თბილისი #თელავი

16/09/2026

🎓 გინდა სწრაფად დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას?

აირჩიე საზოგადოებრივი კოლეჯი ფანასკერტელი!

📍 თბილისი და თელავი
🎓 სახელმწიფო დიპლომი
💯 სწავლა სრულად ფინანსდება
📅 რეგისტრაცია: 21 სექტემბერი – 9 ოქტომბერი

🔗 გაიარე წინასწარი რეგისტრაცია:
https://forms.gle/tWZuNX7Tn5uScFS38

**მოდი, ისწავლე, დასაქმდი!**

#პროფესიულიგანათლება #კოლეჯიფანასკერტელი #პროფესიისწავლა #სრულიდაფინანსება #მიღება2026

🎓 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში საგაზაფხულო მიღების ინფორმაციის ტექნოლოგიისა და საფინანსო...
15/09/2026

🎓 ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

საზოგადოებრივ კოლეჯ ფანასკერტელში საგაზაფხულო მიღების ინფორმაციის ტექნოლოგიისა და საფინანსო სერვისების პროგრამების სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი დაიწყო.

პირველ დღეს სტუდენტები გაეცნენ კოლეჯის შინაგანაწესს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმებს. პროგრამების ხელმძღვანელებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამის შინაარსის, სწავლის პროცესისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ.

დღის ბოლოს სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. 🎁

ვულოცავთ მათ სტუდენტური ცხოვრების დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს! 💙💛

#ფანასკერტელი #პროფესიულიგანათლება #ინფორმაციულიტექნოლოგია #საფინანსოსერვისები #სტუდენტურიცხოვრება

Address

ქ. თბილისი, გ. ზაზიაშვილის ქ. №1
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995568402020

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოლეჯი ფანასკერტელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კოლეჯი ფანასკერტელი:

Shortcuts

Share