27/08/2026
🌸 დედა ღვთისმშობლი
ის იყო საშუალო სიმაღლის. სახე ჰქონდა ხორბლისფერი, თმა — ღია ქერა, ოდნავ ოქროსფერში გადასული. თვალები — ნათელი, სუფთა, დაწმენდილი; გამოხედვა — სწრაფი და გამჭოლი. წარბები ოდნავ დაშვებული, მუქი ფერისა. ცხვირი საშუალო, ბაგეები ვარდისფერი და ტკბილმოუბარნი. სახე არც მთლად მრგვალი იყო. ხელის თითები მოგრძო.
მასში არ იყო არავითარი სიამაყე, ყველაფერში იყო მხოლოდ უბრალოება, ოდნავი მოჩვენებითობის გარეშე. არავითარი განებივრება და გააზიზება — ყველაფერში სრული მორჩილება. ტანსაცმელს ატარებდა უბრალოს, უპირატესობას ანიჭებდა ბუნებრივ ფერებს. ყოველ მის საქმეში ღვთიურად ანათებდა უხვი მადლი. ასეთი იყო გარეგნობით დედა ღვთისა.
•••••••✨
საკვირველია სიტყვები წმიდა დიონისე არეოპაგელისა, ის ამბობდა, თუ პავლე მოციქულის მიერ არ იქნებოდა ღვთის მეცნიერებაში განსწავლული, მაშინ აუცილებლად ყოვლადწმიდა ქალწულს მიიჩნევდა ღმერთად! თუ ასეთი დიდებულება იყო მის გარეგნობაში, მაშინ რაღა ითქმის მის შინაგან, სულიერ დიდებულებაზე? რას ვიტყვით იმ დიდებაზე, იმ მშვენიერებაზე, რომელიც იყო ამა მეფისა სულში?!🩷
ღვთისმშობლობას გილოცავთ! ✨
📸ატენის სიონი