განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალური გვერდი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა.

EMIS-ის მისიას წარმოადგენს განათლების სფეროში თანამედროვე ინფორმაციულ – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი/შეფასება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება/გადამზადება, ასევე ახალი ელექტრონული მართვის სისტემებისა და ბაზების შექმნა.


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრატეგიას წაროადგენს საგანმანათლებლო სივრცეში, თანამედროვე საინფორმაციო – საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით, ხელი შეუწყოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამართულ ფუნქციონირებას.

30/09/2026

გვსურს, გამოვეხმაუროთ საჯარო სკოლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია აღნიშნული საკითხის შესახებ.

სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ზოგიერთი სკოლის სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გადატანას, აღნიშნული წარმოადგენს დროებით აუცილებლობას, რათა საბოლოოდ მოსწავლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სკოლებს და გაუმჯობესებულ, უსაფრთხო და შესაბამის გარემოში გააგრძელონ სწავლა.

სოციალურ ქსელებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია სკოლის ტერიტორიების გასხვისებასთან დაკავშირებით, რაც არის სრული სიცრუე და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტავთ აღნიშნულ პროცესს — სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებისა და განვითარების მიზნით, საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მიმდინარე წელს განსაზღვრა იმ საჯარო სკოლების ჩამონათვალი, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა საჭირო.

აღნიშნული ჩამონათვალი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნა, რათა შესაბამისი საექსპერტო შეფასებებისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე, თითოეულ სკოლასთან მიმართებით განესაზღვრათ საჭირო სამუშაოების სპეციფიკა და მასშტაბი — განხორციელდება სკოლის სრული რეაბილიტაცია თუ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო გახდება იმავე ტერიტორიაზე ახალი სკოლის მშენებლობა.

აქვე გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული სკოლის შენობას, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით, IV კატეგორია ენიჭება.

მთავრობის დადგენილების თანახმად, IV კატეგორია ნიშნავს, რომ შენობის 30-50% დაზიანებულია, მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარეგანი ზემოქმედების შემთხვევაში არსებობს ცალკეული კონსტრუქციების მყისიერი ჩამოშლის რისკი.

შესაბამისად, როგორც კი კონკრეტული სკოლის შემთხვევაში IV კატეგორია განისაზღვრება, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დაუყოვნებლივ იღებს პრევენციულ გადაწყვეტილებას, რომ სასწავლო პროცესი დროებით, დაახლოებით ერთი კვირით, გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.

მნიშვნელოვანია, რომ IV კატეგორიის მინიჭება ავტომატურად არ ნიშნავს სკოლის ახალი შენობის მშენებლობის აუცილებლობას. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება დამატებითი ექსპერტული შეფასებისა და შესაბამისი უწყებების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე. კერძოდ, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის მიზნით, იმართება უწყებათაშორისი კომისია, სადაც თითოეული უწყება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აფასებს სკოლის შენობის მდგომარეობას და მსჯელობს ორ უმთავრეს საკითხზე:

✔️ შესაძლებელია თუ არა სასწავლო პროცესის იმავე შენობაში გაგრძელება და რა ტიპის სამუშაოებია ამისთვის აუცილებლად ჩასატარებელი, ასევე, რა ვადით შეიძლება შენობაში სწავლა-სწავლების პროცესის გაგრძელება.

✔️ თუ ადგილზე სასწავლო პროცესის გაგრძელება შეუძლებელია, როგორ უნდა მოიძებნოს მყისიერად შესაბამისი ალტერნატიული სასწავლო სივრცე და პარალელურად დაიწყოს აქტიური მუშაობა ახალი სკოლის მშენებლობისთვის ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

კომისიის გადაწყვეტილებები ეყრდნობა ორ უმთავრეს პრინციპს — მოსწავლეთა და პერსონალის უსაფრთხოების დაცვასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობის შენარჩუნებას.
სკოლების შენობების რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება, სხვადასხვა სკოლასთან მიმართებით, განსხვავებული იყოს.

კომისიამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, სკოლაში განხორციელდეს ყველა აუცილებელი სამუშაო, რათა სასწავლო პროცესი დროებით იმავე შენობაში გაგრძელდეს და ექსპლუატაციის პერიოდში შენობის მდგომარეობაზე გაგრძელდეს მუდმივი დაკვირვება.

ასეთ შემთხვევაში, სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. სამუშაოების მიმდინარეობასა და ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ.

სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება. მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მანდატურის სამსახური დამატებით პერსონალს გამოყოფს. ამასთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გააგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობასთან დაკავშირებით შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც სკოლის არსებულ შენობაში სასწავლო პროცესის გაგრძელება დაუშვებელია — კომისია იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის ალტერნატიულ სივრცეში გაგრძელებასთან დაკავშირებით. პარალელურად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს მუშაობას კონკრეტულ გეგმა-გრაფიკზე — როდის დაიწყება სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა, რამდენ ეტაპად, რა ვადებში განხორციელდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი.

კარგად გვესმის, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, დავიწყეთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლების პროცესი, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების სისტემურად და თანმიმდევრულად გადაჭრა და თითოეული მოსწავლისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ღირსეული სასწავლო გარემოს შექმნა.

მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნულ პროცესში გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი უწყებების, ექსპერტებისა და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობით, კონკრეტული გარემოებებისა და პროფესიული შეფასებების საფუძველზე. სამწუხაროდ, ცალკეული პირების მიერ ამ საკითხის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა აზიანებს არა მხოლოდ მიმდინარე პროცესს, არამედ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესებს.

მოვუწოდებთ კონკრეტულ პირებსა და მედიასაშუალებებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს და თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

🔈განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს კონკურსს ბიზნეს ანალიტიკოსისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზ...
25/09/2026

🔈განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აცხადებს კონკურსს ბიზნეს ანალიტიკოსისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციებზე

📌კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა 2026 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

დაინტერესებულ პირები უნდა გაეცნონ ვაკანტური პოზიციის დეტალურ პირობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განაცხადი დადგენილი წესისა და ვადის შესაბამისად წარმოადგინონ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ვაკანსიის გვერდს - https://www.hr.ge/announcement/494978/-biznes-analitikosiprogramuli-uzrunvelyofis-testeri

🔈პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო📝 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული ...
21/09/2026

🔈პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

📝 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განსაზღვრული მისაღები ადგილების საერთო რაოდენობა 21 372-ს შეადგენს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ როგორც საბაზო, ისე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს. ამასთან, აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული პროგრამით განსაზღვრული დაშვების წინაპირობები, რომლებიც პროგრამის ტიპისა და დონის შესაბამისად განსხვავდება.

პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გათვალისწინებით, აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირს პროგრამაზე რეგისტრაციის უფლება შეზღუდული აქვს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე პროგრამას ახალ პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე დაასრულებს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ დაწესებულებებში კი ვაუჩერული დაფინანსება გაიცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.

12 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით აპლიკანტთა შერჩევა შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შერჩევა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგების მიხედვით მოხდება. ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 24 ოქტომბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - 25 ოქტომბერს ჩატარდება.

შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტთა შეფასების შედეგების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღები პირის სტატუსისა და მიღწეული განათლების დონის გათვალისწინებით აპლიკანტთა რეიტინგულ სიას ადგენს.

თუ აპლიკანტმა რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩია, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით, ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს საბოლოო არჩევანი და მონიშნოს ერთ-ერთი პროგრამა, რომელზეც ჩარიცხვის უფლება მოიპოვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, დაწესებულებების, მიღების პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე - vet.ge.

პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს: (+995 32) 2200 220, ან მოგვწერონ ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

პროფესიული განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=YYEJZ7t7qEQ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=4V6pgRHhhjk

15/09/2026
15/09/2026
🎓2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომიასტუდენტს მობილობის შედეგის ნახვ...
11/09/2026

🎓2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია

სტუდენტს მობილობის შედეგის ნახვა მობილობის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე შეუძლია.

მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წერილობითი განცხადებით და გაიაროს ჩარიცხვისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები, მათ შორის, წარადგინოს პირადი საქმის ასლები. საბოლოო ჩარიცხვა ხორციელდება მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის საფუძველზე.

მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს აღიარებული კრედიტების ოდენობას. სტუდენტს უფლება აქვს, გაეცნოს კრედიტების აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას და წერილობით დააფიქსიროს თანხმობა ან უარი. უარის შემთხვევაში, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემამდე.

სტუდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაწესებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გამოცდის, გასაუბრების, შემოქმედებითი ტურის ან სხვა კონკურსის გავლა. შესაბამისი მოთხოვნები მითითებულია მობილობის ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის შესახებ ინფორმაციის „შენიშვნის“ გრაფაში.

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში, 11-21 სექტემბერს მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახავენ, ხოლო სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვისა და ამორიცხვის პროცედურები 22 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ან დაუკავშირდეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცხელ ხაზს - (+995 32) 2 200 220.

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი...
08/09/2026

🎓მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სტუდენტებს მოუწოდებს, რეგისტრაცია დადგენილ ვადაში გაიარონ და ვადის ამოწურვამდე ყურადღებით გადაამოწმონ საკუთარი განაცხადი, მათ შორის, პირველ პრიორიტეტად არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელი ქულა და პრეტენდენტთა რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა აქვთ, შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ განაცხადში.

ელექტრონულ პორტალზე მობილობის კონკურსი სტუდენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და საკონკურსო ქულის გათვალისწინებით მიმდინარეობს. პირველ რიგში, ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა პირველ პრიორიტეტად აქვთ მითითებული. დარჩენილი ადგილები შემდგომი პრიორიტეტების შესაბამისად ნაწილდება.

მოცემულ ვადაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ პორტალზე დააკვირდეს კონკურსის მიმდინარეობას, შეადაროს საკუთარი საკონკურსო ქულა პროგრამაზე მიმდინარე გამსვლელ ქულას და კონკურსის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს განაცხადი. კერძოდ, შეცვალოს პროგრამების პრიორიტეტული თანმიმდევრობა, წაშალოს ან ჩაანაცვლოს პროგრამა, დაამატოს ახალი პროგრამა ან შეცვალოს განაცხადში მითითებული პროგრამების ჩამონათვალი. ამასთან, სტუდენტმა უნდა გადაამოწმოს მობილობით სარგებლობისთვის დადგენილი წინაპირობები და დარწმუნდეს, რომ გადახდილი აქვს მობილობის საფასური, ჩაბარებული აქვს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრული შესაბამისი საგნები და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მინიმუმ ერთი აქტიური წელი უფიქსირდება.

მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე მითითებული „გამსვლელი ქულა“ წარმოადგენს საორიენტაციო მონაცემს და არ არის წინასწარ განსაზღვრული მინიმალური ზღვარი. საბოლოო შედეგი დამოკიდებულია კონკურსში მონაწილე სტუდენტთა საკონკურსო ქულებზე, მათ პრიორიტეტებსა და პროგრამაზე არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის გამოცდა, გასაუბრება, შემოქმედებითი ტური, ათვისებული კრედიტების რაოდენობა და სხვა პირობები. შესაბამისი ინფორმაცია სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია ელექტრონულ პორტალზე, პროგრამის „შენიშვნების“ გრაფაში.
სტუდენტმა განაცხადში ნებისმიერი ცვლილება 8 სექტემბრის 18:00 საათამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ცვლილების შეტანა აღარ იქნება შესაძლებელი.

მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს ელექტრონული პორტალის - students.emis.ge - პირად სარეგისტრაციო გვერდზე 11 სექტემბერს შეეძლებათ.

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ო...
24/08/2026

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.

Address

ფანჯიკიძის 1 ა
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322200220

Alerts

Be the first to know and let us send you an email when განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა:

Shortcuts

Share