16 დღე

16 დღე

Share

16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმი 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბრის, ადამიანის უფლებათა დაცვის დღის, ჩათვლით გრძელდება. 16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად; ძალადობის მხილება და დოკუმენტირება მისი აღმოფხვრისაკენ გადადმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
16 დღიანი კამპანიის ინიციატორი "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფია" (WISG).

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებ 22/02/2021

📣სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმა მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა სასწრაფოდ გაატარონ სისტემური ცვლილებები. მათ შორის:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
· სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან და ოჯახის წევრებთან რეალურად განხორციელდეს როგორც სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის ჩართულობა.
· სოციალური მუშაკის მხრიდან განხორციელდეს მსხვერპლზე ორიენტირებული კომპლექსური მუშაობა, საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც ფსიქოლოგის მომსახურებასთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს გინეკოლოგის, ფსიქიატრის, სექსოლოგის ან სხვა სპეციალისტის კონსულტაციას.
· გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საჭიროების მიხედვით. შეიქმნას გეგმა, რაოდენობის ზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
· მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალების (ექიმების) კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, რათა შეძლონ სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და ძალადობის მსხვერპლ პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება და სწორი რეაგირება.
· საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდეს საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძალადობის ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას და სექსუალურ დანაშაულზე მცდარი შეხედულებების შეცვლას."

🔴საკოორდინაციო პლატფორმა მიმართავს:
*შინაგან საქმეთა სამინისტროს,
*საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
*საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს,
*საქართველოს პარლამენტს.

🔗მიმართვის ტექსტი სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.
#სჯრუ

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებ ჩვენ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები...

სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეს ეხმიანებ 12/02/2021

!! ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეზე და სახელმწიფო უწყებებს მოვუწოდებთ დროულად გამოიძიონ მომხდარი. გამოძიების ფარგლებში შესწავლილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ორგანოს/თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, ვისაც მსხვერპლის მიმართ მხარდაჭერისა და მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე გამოძიების წარმოების ვალდებულება ჰქონდა.
⚫️ აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ჯეროვანი გულისხმიერების სტანდარტის დარღვევა, რაც საქართველოში სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს.
⚫️ ამგვარ დანაშაულებზე მართლმსაჯულება ხშირ შემთხვევაში, მოძველებული, დისკრიმინაციული მიდგომებით და გენდერული დანაშაულებისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით მიმდინარეობს, რაც სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს.

სამოქალაქო ორგანიზაციები ქობულეთში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის უმძიმეს საქმეს ეხმიანებ ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელ...

რატომ უტარებენ გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს ექსპერტიზას კაცები 08/02/2021

WISG-ის იურისტი, ქეთი ბახტაძე On.ge-სთან ამბობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპრტიზის ჩატარებაზე ხშირად უარს აცხადებენ და ამის მიზეზი ტრავმული გამოცდილებაა, რაც, მათ შორის, ექსპერტის სქესსაც უკავშირდება.
"დაზარალებულმა უნდა აირჩოს, საკუთარ პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა და ღირსების უფლების შელახვა უფრო მნიშვნელოვანია თუ მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა", — აღნიშნავს ის.

რატომ უტარებენ გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს ექსპერტიზას კაცები 22 წლის მარი გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. მასზე მაშინ იძალადეს, როცა მეგობრებთან ერთად გასართობად იმყოფებოდა. .....

გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიმართ გასცეს რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა, მათ შ 27/01/2021

🌐გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასეს.
🟪სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის ნაწილში, საქართველომ Women's Initiatives Supporting Group-ის მიერ მომზადებულ ანგარიშებში დასმული მრავალი რეკომენდაცია მიიღო.
🟦ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები მოიცავდა საზოგადოებაში ჰომოფობიური სტიგმის დაძლევას (ბრაზილია, ჩილე, არგენტინა); სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, როგორც პრევენციას, ისე სათანადო გამოძიებას (საფრანგეთი, ბელგია, დანია, ირლანდია, თურქეთი, კანადა, კვიპროსი, ექუადორი, მექსიკო); სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემას (გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა) და ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებას; ასევე სოგი-ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (გაერთიანებული სამეფო, ურუგუაი, ავსტრალია, ბრაზილია, დანია, ფიჯი, ისლანდია, ისრაელი).
🟪ამასთან, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან, საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგი-ს ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად;
იხილეთ ვრცლად ბმულზე.

გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიმართ გასცეს რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა, მათ შ დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარ...

WISG-ის მიმართვა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია საფუძვლად დაედო სამხარაულის ბიუროს გადაწყვ 22/01/2021

WISG-ის მიმართვა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია საფუძვლად დაედო სამხარაულის ბიუროს გადაწყვ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი მიესალმება სამხარაულის სახელობისექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მი...

გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების მემარჯვენე დაჯგუფებებმა მსოფლიოს გარშემო 280 მილიონი 05/11/2020

გამოაშკარავდა, რომ შეერთებული შტატების მემარჯვენე დაჯგუფებებმა მსოფლიოს გარშემო 280 მილიონი შეერთებული შტატების მემარჯვენე, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციასთან მჭიდრო კავშირში მყოფმა, არაერთმა ჯგუფმა ს....

მაია დერენის ქორეოსინემა 28/10/2020

მაია დერენის ქორეოსინემა დერენი უმეტესად ფორმის ძიებითაა დაკავებული. მის ფილმებში, გარდა კულიოშოვის ეფექტისა (ეს უკანასკნელი თავის თავშ.....

საქართველოში გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაჩქა 07/08/2020

🏳️‍⚧საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარების მოთხოვნით სტრასბურგში გაგზავნილ საქმეზე გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაჩქარდეს.

🔷“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ, რომ ჩვენი აპლიკანტების მდგომარეობა შეაფასონ როგორც არაადამიანური მოპყრობა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა. აპლიკანტის გენდერის მარკერის ცვლილების შესახებ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია სასამართლოს და ვფიქრობ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო დააჩქარებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

🔷ამ გადაწყვეტილების შემდეგ კი სახელმწიფოს მოუწევს აღიაროს გენდერის სამართლებრივი აღიარების მექანიზმის არარსებობა პრობლემად და სასწრაფოდ შექმნას სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს რაიმე ტიპის სამედიცინო ჩარევის მოთხოვნას ჩანაწერის ცვლილებისთვის”, – აღნიშნავს ქეთი ბახტაძე, WISG-ის იურისტი, “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

#გენდერისსამართლებრივიაღიარება

საქართველოში გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სტრასბურგის გადაწყვეტილება, შესაძლოა, დაჩქა slideshow, ახალი ამბები მიხეილ გვაძაბია - 07.08.2020 საქართველოში გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე სტრასბურგის გადაწყვეტილ...

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi