Culinary School "Interservice"

Culinary  School "Interservice"

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Culinary School "Interservice", Tbilisi.

Как определиться с трендами в ресторанной сфере 19/10/2023

Как мы знаем, ресторанная индустрия зависит сегодня от окружающего мира, от людей и от технологий. Чтобы научиться работать с трендами и прогнозировать их, нужно разобраться в структуре трендов. И они имеют свои уровни!

ПЕРВЫЙ УРОВЕНЬ …

Как определиться с трендами в ресторанной сфере Чтобы научиться работать с трендами и прогнозировать их, нужно разобраться в структуре трендов. И они имеют свои уровни!

როგორ განვსაზღვროთ ტრენდები სარესტორნო სფეროში 19/10/2023

როგორც ვიცით, დღეს სარესტორნო ინდუსტრია დამოკიდებულია გარე სამყაროზე, ადამიანზე და ტექნოლოგიებზე. იმისათვის, რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიმუშაოთ ტრენდების პროგნოზირების ხერხებთან, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი სტრუქტურა. ტრენდებს გააჩნიათ საკუთარი დონეები!

ტრენდების პირველი დონე …

როგორ განვსაზღვროთ ტრენდები სარესტორნო სფეროში იმისათვის, რომ ვისწავლოთ თუ როგორ ვიმუშაოთ ტრენდების პროგნოზირების ხერხებთან, ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი სტრუქტუ...

სარესტორნო ბიზნესი - როგორ ვიპოვოთ იდეა? 06/07/2023

https://e-chef.ge/gakvetilebi-rchevebi/sarestorno-biznesi-rogor-movdzebnot-idea.html?lang=geo

დავიწყოთ იმით, რომ სარესტორნო ბიზნესი უაღრესად რთული საქმეა. სტატისტიკის მიხედვით, კვების ობიექტების 60% იხურება პირველი ორი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე გავითვალისწინოთ ყველა დეტალი.

მდგრადი, მუშა იდეა არის ის, რომელიც პირველ რიგში მოგწონს შენ და იქნება მოთხოვნადი ბაზარზე - ის უნდა შეესაბამებოდეს სარესტორნო ინდუსტრიის შიდა და გარე ტენდენციებს და ასევე იქნება აქტუალური იქ, სადაც აპირებ ბიზნესის დაწყებას.

! რას ნიშნავს ბიზნეს-იდეა - ეს არის შენი მომავალი ბიზნესის მოკლე და მარტივი აღწერა.

სარესტორნო ბიზნესი - როგორ ვიპოვოთ იდეა? მდგრადი, მუშა იდეა არის ის, რომელიც პირველ რიგში მოგწონს შენ და იქნება მოთხოვნადი ბაზარზე - ის უნდა შეესაბამებოდე....

БИЗНЕС В ОБЩЕПИТЕ - КАК НАЙТИ ИДЕЮ? 06/07/2023

https://e-chef.ge/gakvetilebi-rchevebi/sarestorno-biznesi-rogor-movdzebnot-idea.html?lang=rus

Начнём стого, что бизнес в общепите - крайне сложное занятие. По статистике, 60% заведений общепита закрываются в течение первых двух лет, а 90% в первый же год. Поэтому так важно с самого начала учитывать все детали.

Крутая идея, та, которая нравится тебе и будет востребована на рынке - она должна соответствовать внутренним и внешним трендам в ресторанной сфере и создать актуальное для твоего города заведение.

! Идея - это описание бизнеса, который ты хочешь открыть.

Она формулируется коротко и просто.

БИЗНЕС В ОБЩЕПИТЕ - КАК НАЙТИ ИДЕЮ? Крутая идея, та, которая нравится тебе и будет востребована на рынке - она должна соответствовать внутренним и внешним трендам в ресторанной сфере и создать актуал....

Основы бульонов, соусов и супов 27/02/2023

Почему так значимы бульоны и соусы в кулинарии большинства стран мира?
Во все времена и в кулинариях всех стран бульоны и соусы предназначались для придания блюду более богатого вкуса, текстуры, влажности, вязкости, а также для того, чтобы придать тарелке контрастные или дополнительные оттенки и цвета, сблизить различные ее элементы и сделать ее цельной, а блюдо более привлекательным и приятным. Умение готовить соусы, является важной составляющей профессионального мастерства повара в большинстве стран мира.
Неудивительно, что повара, громко заявляющие о своих амбициях в кулинарном мире, обычно видят в этой компетенции вершину собственных достижений. И действительно, ни для кого не секрет, что умение приготовить самые вкусные блюда кухни разных стран во многом зависит от умения готовить соответствующих соусов.

Основы бульонов, соусов и супов Цель курса: Научиться готовить качественные основы для соусов, классические и современные соусы, основы ароматики в кулинарии. Повышение компетенций повара.

ნახარშების, სოუსებისა და სუპების საფუძველი 27/02/2023

რატომ ანიჭებენ ბულიონებს, სოუსებს და სუპებს ესოდენ მაღალ მნიშვნელობას მსოფლიოს უმეტესი ქვეყანების კულინარიაში?
გასაკვირი არ არის, რომ მზარეულები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ თავის ამბიციებს კულინარიის სამყაროში, ამ კომპეტენციას, როგორც წესი, მიიჩნევენ საკუთარი მიღწევების მწვერვალად. და მართლაც, დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოს უგემრიელესი კერძების მომზადების შესაძლებლობა დიდწილადაა დამოკიდებული შესაბამისი სოუსებისა და საწებლების ხარისხიანად მომზადევის უნარზე.
არაორდინალური სოუსების მომზადების ცოდნა სულ უფრო აქტუალური ხდება ამ პრობლემატიკაში ჩახედულ მოყვარულებში და განსაწავლულ დიასახლისებშიც. ამის გამო მოთხოვნილება საჭირო ცოდნის შეძენის მიმართ იძენს მზარდ ტენდენციას.

ნახარშების, სოუსებისა და სუპების საფუძველი კურსის მიზანი: კლასიკური ბაზების, მსოფლიოს წამყვანი სამზარეულოს ძირითადი არომატიკის საფუძვლებისა და სოუსების ....

სალვადორ დალის კულინარიული შედევრები 15/02/2023

ასევე: ცნობილი ადამიანების კერძების კრებულები და ორიგინალური რეცეპტები.

ალბათ, ბევრ მკითხველს გაუკვირდება, რომ კულინარიით გატაცებული ყოფილა თურმე არა მხოლოდ სალვადორ დალი. მრავალი სხვა ცნობილი ადამიანიც ავლენდა სერიოზულ ინტერესს კერძების კრებულების ან ორიგინალური რეცეპტების შედგენის თვალსაზრით.

მაგლითად, ვარაუდობენ, რომ კულინარიის მიმართ ინტერესს იჩენდა ლეონარდო და ვინჩი. მაგრამ ზოგიერთი ცნობით, უპირატესობას ანიჭებდა ვეგეტარიანულ კერძებს. აგრეთვე, თურმე, მსოფლიოში ცნობილი წინასწამეტყველი ნოსტრადამუსი ყოფილა „კონფიტურების შესახებ ტრაქტატის" ავტორი.

ხოლო მე-19 საუკუნის საოპერო ხელოვნების მეტრი ჯოაკინო როსინი კულინარიული ხელოვნების ისტორიაში აღინიშნა საკუთარი კერძით „Turnedo a la Rossini".

კულინარიის საიდუმლოებებით გატაცებული მწერალი ალექსანდრე დიუმა კი თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა სამი ათასი რეცეპტისგან შემდგარი „დიდი კულინარიული ლექსიკონის" შექმნას. დიუმას აგრეთვე მოიხსენებენ „სალათი ა ლა დიუმა"-ს ავტორად. ნ.გოგოლიც მწერლობის გარდა დაკავებული იყო მაკარონისგან კერძის შედგენით, გარდა ამისა თხის რძისა და რომის გამოყენებით ის ამზადებდა სასმელს, რომელსაც „გოგოლ-მოგოლი"დაარქვა.

ხოლო, მაგალითად, უკვე ჩვენმა თანამედროვემ, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ თავისი კულინარიული ამბიციები განაცხადა მის მიერ შედგენილი წიგნით "ჩემი სამზარეულო".

კულინარიით გატაცებულთა შორის არაერთი მსოფლიოში აღიარებული მხატვარიც იყო. მავანმა შესაძლოა იფიქროს - რა აქვს საერთო, ან შეხების რა წერტილები გააჩნია სახვით ხელოვნებასა და კულინარიას? მხატვრული ფორმებისა და ფერების უცნაური თამაში კერძების დიზაინში? თუ ელემენტარულად და უბრალოდ თვით მხატვრების კულინარული მიდრეკილებები? სინამდვილეში კი მხატვართა ინტერესი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კულინარიული ვნებებით, იგი გამოიხატა ღრმა და ხანგრძლივი ინტერესით ამ სფეროს მიმართ.

სალვადორ დალის კულინარიული შედევრები ასევე: ცნობილი ადამიანების კერძების კრებულები და ორიგინალური რეცეპტები. იცით თუ არა, რომ ბევრი მსოფლიოში ცნობილ....

რას ვჭამთ და რა შეიცვლება ჩვენს კვებაში მომავალში 12/02/2023

სერიოზული ანალიტიკური წყაროების პროგნოზირების დაყრდნობით მოგითხვრობთ იმის თაობაზე თუ რა შეიცვალა უკვე ჩვენს კვებაში და რა შეიცვლება ათწლეულის ბოლოს. დღეისათვის, ადამიანები თითქმის ყოველდღე აწყობენ „კუჭის ზეიმს". ჩვენ წინა საუკუნეების მეფეებზე უკეთესად ვიკვებებით. დღეს სიმსუქნე ძალიან ბევრი ადამიანისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, გარდა ამისა სიკვდილის მიზაზიც გახდა. არ არის საუდუმლო, რომ ე.წ. ელიტარული საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევენ გურმანებად, „კარგი ჭამის" შემდეგ, გულის რევის შედეგად, ისუფთავენ კუჭს. სხვები კი, იმისათცის, რომ უკეთესად გამოიყურებოდნენ - ქირურგიული ოპერაციით იშორებენ ქონებს. ადამიანს სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის არ სჭირდება ბევრი საკვები და ჭარბი კვება წარმოადგენს ნაგავს, რომელიც ცხიმის სახით გროვდება ორგანიზმში. რას ველოდოდ მომავლის მენიუში მეტ წილად?

არ აღელვდეთ - ამ მხრივ „კატასტროფა" არ გველის, იმავდროულად სერიოზული ტექნოლოგიური "რევოლუცია" მართლაც შესაძლებელი ხდება. მოსალოდნელია ინდივიდუალური დიეტა, კვების ინგრედიენტებში გაჩნდება უჩვეულო ბოსტნეული.

რობოტი - მზარეული მოგვიმზადებს საჭმელს. აქტიურად შემოვა საქონლის ხორცის შემცვლელი პროდუქტი, რომელიც მოგვაცილებს დანაშაულის შეგრძნებას იმის გამო, რომ საჭმელად ვიყენებთ დახოცილი ცხოველის ან ფრინველის ხორცს.

ხორცისკენ ჩვენი მიდრეკილების გათვალისწინებით ისეთი კომპანიები, როგორიცაა Memphis Meats, Impossible Foods, Finless Fish и Beyond უკვე შეიმუშავებენ მის შემცლელ ახალ პროდუქტებს. მწარმოებელი კომპანიები და ინვესტორები, მათ შორის ბილ გეითსი და რიჩარდ ბრენსონი, ახდენენ მრავალ მილიონიან ინვესტიციას, რათა ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა ამ მხრივ შეცვალონ ჩვენი კვება. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ეს უჩვეულოა, მაგრამ ამგვარ მიდგომაში არც აპოკალიფსური არაფერია.

დავუფიქრდეთ და ვაღიაროთ: 1928 წლამდე არავის გაუსინჯია საღეჭი რეზინი, დღეს კი ის მტკიცედ შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში; 90-იანი წლების ბოლოს, Red Bull - მა მოახდინა უცნაური "სამკურნალო" არომატის დემონსტრირება, რომელიც შემდეგ გახდა ენერგეტიკული სასმელის „სინონიმი" და რომელსაც ბევრი ჩვენგანი აქტიურად მოიხმარს. ანუ რეალობა გამოიხატება იმაში, რომ საკვები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მუდმივად იცვლება და ვითარდება, იქმნება ახალი გემოებიც.

რას ვჭამთ და რა შეიცვლება ჩვენს კვებაში მომავალში რა შეიცვალა ჩვენს კვებაში დღეს და რა შეიცვლება ათწლეულის ბოლოს

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tbilisi
0160