08/08/2026
👩🎓 ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას.
✨ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე გისურვებთ წინსვლას, წარმატებას, დასახული მიზნების მიღწევასა და ბედნიერ მომავალს.
🥇აღსანიშნავია, რომ სკოლა ,,ქორალი" ოქროს მედალზე თორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა.
✅ ჩვენი სკოლის აბიტურიენტთა უმრავლესობამ მოიპოვა დაფინანსება, ისინი სწავლას აგრძელებენ საქართველოსა თუ უცხოეთში არსებულ სხვადასხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში.
🧑🎓🎯 დიდ მადლობას ვუხდით იმ მასწავლებლებს, რომლებმაც მოამზადეს ჩვენი აბიტურიენტები და მათ წარმატებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს.
🧑🏫✨ ,,ქორალის" კურსდამთავრებულთა უმაღლეს საგამოცდო შედეგებსა და მიღწევებს განაპირობებს თითოეული ჩვენი მასწავლებლის თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა, რასაც ვაფასებთ და გვეამაყება! 💙