თბილისის კლასიკური გიმნაზია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის კლასიკური გიმნაზია

თბილისის კლასიკური გიმნაზია Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თბილისის კლასიკური გიმნაზია, Education, რუსთაველის გამზ. N 10/Rustaveli Av. # 10, Tbilisi.

ოქტომბრიდან თბილისის კლასიკურ გიმნაზიაშიგანათლების სამინისტროს STEM პროექტის ფარგლებშიგაიხსნება უფასო რობოტიკისა და კომპ...
23/09/2026

ოქტომბრიდან თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში
განათლების სამინისტროს STEM პროექტის ფარგლებში
გაიხსნება უფასო რობოტიკისა და კომპიუტერული
ტექნოლოგიების კლუბი.
მოგწონს ტექნოლოგიები? გსურს ისწავლო რობოტების მართვა და პროგრამირება? შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გახდი ინოვაციების ნაწილი!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!ეს დღე ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და ცოდნის გაღრმავების დასაწყისია. განსა...
15/09/2026

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ეს დღე ახალი შესაძლებლობების, აღმოჩენებისა და ცოდნის გაღრმავების დასაწყისია. განსაკუთრებით ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაბიჯეს სკოლის სამყაროში, და აბიტურიენტებს, რომლებსაც წინ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოწვევები ელით.

14/09/2026
26/08/2026

რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებს.
🔻 კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:
• 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის
• 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის
• დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის

გაცნობებთ, რომ გიმნაზიის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ცხრილზე, როგორც დისტანციური, ისე ადგილზე დასწრების რეჟიმისთვის, და სასწავლო პროცესის დაწყებამდე მას მოსწავლეებსა და მშობლებს მიაწვდის.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის.

25/08/2026

ძვირფასო კურსდამთავრებულებო,
თბილისის კლასიკური გიმნაზიის სახელით, მთელი გულით გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას და უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას!
ეს წარმატება თქვენი ყოველდღიური შრომის, ინტერესისა და იმ სულისკვეთების ბუნებრივი შედეგია, რომლითაც გიმნაზიის კედლებში სწავლის წლები გაატარეთ. იმედი გვაქვს, ის ცოდნა, ღირებულებები და მეგობრობა, რაც აქ შეიძინეთ, საიმედო საყრდენი გახდება თქვენს სტუდენტურ გზაზე.
გვიხარია თითოეული თქვენგანის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. დარწმუნებულები ვართ, არჩეულ პროფესიებში საკუთარ ხელწერას დატოვებთ და კიდევ არაერთხელ გვასახელებთ.
გისურვებთ საინტერესო, აღმოჩენებით სავსე სტუდენტობას და დასახული მიზნების მიღწევას.
გახსოვდეთ, გიმნაზია მუდამ თქვენს მშობლიურ კერად რჩება!

ძვირფასო მშობლებო, გაცნობებთ, რომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის პირველკლასელთა სასკოლო ფორმების შეძენა/რეალიზება განხორცი...
21/08/2026

ძვირფასო მშობლებო, გაცნობებთ, რომ თბილისის კლასიკური გიმნაზიის პირველკლასელთა სასკოლო ფორმების შეძენა/რეალიზება განხორციელდება მე-20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ( ბროსეს 8 ) 6 სექტემბერს, 11:00 დან 19:00 საათამდე.

📌 ყველაფერი სასკოლო ფორმების შესახებ.

​ძვირფასო მშობლებო, დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ​ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ამომწურავ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
​🎁 ვის გადაეცემა სასკოლო ფორმა უფასოდ (უსასყიდლოდ)?
​ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
​სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
​მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
​მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
​თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
​უკრაინელი მოსწავლეები;
​ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
​🔎 რა ღირს სასკოლო ფორმა?
​სასკოლო პიჯაკი: 45 ლარი
​სასკოლო შარვალი: 25 ლარი
​სასკოლო ქვედაკაბა: 25 ლარი
​
​💳 როგორ ხდება გადახდა?
​ანგარიშსწორება ადგილზე ხორციელდება უნაღდო ფორმით, ტერმინალის საშუალებით, ასევე შესაბამის კოდზე გადარიცხვის მეშვეობით, რომლის ქვითარსაც წარადგენთ სარეალიზაციო პუნქტში( ​გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: მოსწავლის პირადი ნომერი, სახელი და გვარი)
​🔄 შეიძლება თუ არა ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება?
​დიახ! ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
​პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
​📍 სად და როდის მოხდება პირველკლასელთა ფორმების გაცემა?

​სარეალიზაციო პუნქტები ძველი თბილისის რაიონის სკოლებისთვის:
ჩუღურეთი, კიევის ქ.N2;
მთაწმინდა, N20 საჯარო სკოლა, ბროსეს ქუჩა N8;
N51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქუჩა N2.

​გაცემის პერიოდი: 1–14 სექტემბერი
​სამუშაო საათები: 11:00 – 19:00 საათი (ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით)
​ადგილზე გექნებათ საშუალება, ბავშვებს ფორმები ზომაზე მოარგოთ.
​🗓️ როგორ გადანაწილდება ნაკადი (გეგმა-გრაფიკი)?
​რიგებისა და შეფერხებების თავიდან ასაცილებლად საჯარო სკოლები(დირექტორები) მოგაწვდიან გეგმა-გრაფიკს.
​📅 როდის მოვა მაღალი კლასების ფორმები?
​II, III და IV კლასების ფორმები შემოვა ოქტომბრის შუა რიცხვებში.
​V და VI კლასების ფორმები შემოვა ნოემბრის დასაწყისში.
​📌 გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალი სკოლიდან მიღებულ შეტყობინებებს და დაიცვათ მითითებული ვადები.

Address

რუსთაველის გამზ. N 10/Rustaveli Av. # 10
Tbilisi
0108

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის კლასიკური გიმნაზია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category