„ N 217 საჯარო სკოლა““

„ N 217 საჯარო სკოლა““ N217 სკოლის სიახლეები

26/08/2026

ძვირფასო მშობლებო, მოგეხსენებათ დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. ახალი სასწავლო წლის მზადების პროცესში გიზიარებთ ინფორმაციას ფორმების მიღებასთან, შეძენასა და მოქმედ წესებთან დაკავშირებით:
პირველ კლასელთა ფორმების გაცემა მოხდება N117 საჯარო სკოლის სპორტ დარბაზში. (გთხოვთ, ისარგებლოთ სკოლის უკანა ეზოს შემოსასვლელით, რადგან სკოლის წინა მხარეს მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები).
217 საჯარო სკოლის პირველკლასელთათვის ფორმების გაცემის დღე იქნება 5 სექტემბერი 11:00 – 19:00 საათი
ასევე სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge

ფორმები უფასოდ გადაეცემა შემდეგ კატეგორიას:
- სოციალურად დაუცველები (ქულა 65 001-ზე ნაკლები);
- მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
- მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა და თავშესაფრების ბენეფიციარები;
- თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები;
ასევე, 65001-დან 12001 ქულამდე ოჯახის 1-6 კლასის მოსწავლეს, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის წევრია.
საჯარო სკოლებში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები.
ახალი სტატუსის მიღება: თუ მოსწავლე წლის განმავლობაში მოიპოვებს ბენეფიციარის სტატუსს, მშობელმა წერილობით უნდა მიმართოს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“. განაცხადი განიხილება 10 სამუშაო დღეში.
ზომის შეუსაბამობის ან ქარხნული წუნის შემთხვევაში, ფორმის გადაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.
პირობა: ნივთს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს სასაქონლო იერსახე, ეტიკეტი და არ უნდა ეტყობოდეს მოხმარების კვალი.
სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:
ა) ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
ბ) გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

მშობლების საყურადღებოდ! სიახლე: მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 💜
22/08/2026

მშობლების საყურადღებოდ! სიახლე: მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 💜

სიახლე სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით⬇️

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე პირების შვილებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლებია.

✅ სასკოლო ფორმა ასევე უფასოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:

• რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

• ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;

• განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;

• ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;

• განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

• 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

18/07/2026
თბილისის N 217 საჯარო სკოლა განსაკუთრებული წარმატებით ასრულებს 2025-26 სასწავლო წელს! განათლების ხარისხის განვითარების ე...
03/07/2026

თბილისის N 217 საჯარო სკოლა განსაკუთრებული წარმატებით ასრულებს 2025-26 სასწავლო წელს! განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ 3 ივლისის სხდომაზე სკოლას 9 წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა. მადლობა ყველა თანამშრომელს, თითოეულ პედაგოგს, შრომისმოყვარეობისვის, თავდაუზოგავი საქმიანობისთვის და გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს!

ახალ 2026 წელს გილოცავთ თბილისის N 217 საჯარო სკოლის სრულიად სასკოლო საზოგადოებას❤️❤️❤️ თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პ...
01/01/2026

ახალ 2026 წელს გილოცავთ თბილისის N 217 საჯარო სკოლის სრულიად სასკოლო საზოგადოებას❤️❤️❤️ თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და პედაგოგებს🎊🎊🎊 გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას, ბავშვებს სილაღეს, ბევრ სიხარულს, წარმატებას, ოცნებების ასრულების და მიზნების მიღწევის ახალ წელიწადს!
მრავალჟამიერ🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

28/12/2025
22/12/2025

🌲🌲❄️⛄☃️❤️🙏

წინსვლა და წარმატებები გიგი 🇬🇪🇬🇪🙏🙏🙏
25/11/2025

წინსვლა და წარმატებები გიგი 🇬🇪🇬🇪🙏🙏🙏

🏆⚽️ ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა 2025-2026" U18-ის I ტურის გულშემატკივრის რჩეული გახდა გიგი შველიძე, 217-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

ℹ️ ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაცია, კალენდარი და სატურნირო მდგომარეობა იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე 🔗 https://www.schooleague.ge/tbilisi/tournaments/football-u18/calendar

თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly
თბილისის მერია / Tbilisi City Hall

გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

პარტნიორი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation | ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი

მხარდამჭერები - SMH Sports | ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაცია | VELI.store | Vitamini.Ge • ვიტამინები და საკვებდანამატები 🔗 https://vitamini.ge

ტექნიკური სპონსორი - KELME • კელმე

სასკოლო ლიგა იმართება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით.

#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს #სასკოლოლიგა #მინიფეხბურთი

წარმატებები გიორგი🇬🇪👏⚽
24/11/2025

წარმატებები გიორგი🇬🇪👏⚽

🏆⚽️ ,,თბილისის მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგა" U12-ის 2025-2026 წლების სეზონის გულშემატკივრის რჩეული გახდა გიორგი ფლიონაშვილი, 217-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly
თბილისის მერია / Tbilisi City Hall

გენერალური სპონსორი - საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

პარტნიორი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation | ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი

მხარდამჭერები - SMH Sports | ქართული სპორტის მხარდამჭერთა ასოციაცია | VELI.store | Vitamini.Ge • ვიტამინები და საკვებდანამატები 🔗 https://vitamini.ge

ტექნიკური სპონსორი - KELME • კელმე

სასკოლო ლიგა იმართება საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით.

#როდესაცსპორტიცვლისსამყაროს #სასკოლოლიგა #მინიფეხბურთი

Address

არჩილ მეფის ქუჩა N5
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when „ N 217 საჯარო სკოლა““ posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category