29/11/2019
✅ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში 2016 წლიდან დღემდე ქართული კვლევითი ორგანიზაციების მიღწეული შედეგები შეფასდა.
🌏 საერთაშორისო კონფერენციაზე Making the most of Georgia’s Association to Horizon 2020 ქართველმა და ევროპელმა მკვლევრებმა, ევროკომისიის წარმომადგენლებმა, საქართველოს უმაღლესი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
🔴 საქართველო პროექტის „ჰორიზონტი 2020“ ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა და მას შემდეგ პროექტის ფარგლებში არაერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.
🔵 აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის ფანდრაიზერი & პროექტების განვითარების მენეჯერი ქეთევან ბულისკერია.
12/11/2019
✅ 2019 წლის 11 ნოემბერს შეხვედრა გამართეს ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა ქალბატონმა მანანა სანაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ
🔴 პეკინის მუნიციპალიტეტის განათლების კომისიისა და
WECO განათლებისა და კულტურის ასოციაციის პეკინის ოფისის წარმომადგენლებთან.
🔵შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა საგანმანათლებლო სფეროში.
🔴ამასთანავე ჩინეთსა და საქართველოში სტუდენტების გაცვლითი პროგრამები.
25/10/2019
(For english scroll down)
🔻ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი 2 წლისაა❗️🎉🎉
🔻დიახ, 2017 წლის 25 ოქტომბერს, წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს უნივერსიტეტმა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა დააფუძნა კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაცია.
2019 წლის 1 მარტიდან ასოციაციამ შეიცვალა სახელი და გახდა - ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი.
2 წლის განმავლობაში ჩვენ გავაერთიანეთ 20 უმაღლესი სასწავლებელი. ✅
🔻ალიანსმა შექმნა რეალური პლატფორმა განათლების სფეროში საჯარო და კერძო სექტორს შორის ჯანსაღი დიალოგისა და ოპონირების.
საკანონმდებლო ინიცირების ფუნქციას ალიანსი პრაქტიკულად ანხორციელებს.
ჩვენ შევქმენით პარტნიორთა ფართო ქსელი.
განვახორციელეთ არა ერთი საგრანტო პროექტი. დავიწყეთ საკონსულტაციო რეჟიმში ურთიერთობები დონორებთან.✅
🔻წინ ბევრი გამოწვევა, ინიციატივა, პროექტია და, რაც მთავარია, რწმენა, რომ ჩვენ გაერთიანებას შესწევს ძალა - შეასრულოს განვითარებისა და ახალი იდეების გენერირების ფუნქცია ❗️
„გაერთიანება თავისუფალი აკადემიისთვის!“
The Alliance of New Europe Universities is two years old!
Yes, on October 25, 2017, despite the challenges, University of Georgia and Grigol Robakidze University established the International Association of Private Universities.
For 2 years we have been able to unite 20 higher education institutions. ✅
The Alliance has created a real platform for healthy dialogue and opinions between public and private sector in education.
The Alliance is practically implementing the legislative initiative.
We have created a wide network of partners.
We have implemented lots of grant projects. We started consulting with donors in consultation mode.
There are many challenges, initiatives, projects, and most importantly, the belief that we are able to unite the power of the development and new ideas generating function!
“The Union for the Free Academia!”