შპს "სკოლა-ლიცეუმი ლამპარი"

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შპს "სკოლა-ლიცეუმი ლამპარი"

შპს "სკოლა-ლიცეუმი ლამპარი" შპს ,,სკოლა-ლიცეუმი ლამპარი" - LTD ,,School-Lyceum Lampari"

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით დავგეგმეთ და ჩავატარეთ შეხვედრა სკოლის ექიმთან , ნაილი  ხურციძესთან. შეხვედრა ...
01/05/2026

პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით დავგეგმეთ და ჩავატარეთ შეხვედრა სკოლის ექიმთან , ნაილი ხურციძესთან.

შეხვედრა მოეწყო. მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რადგან მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს სამედიცინო სფეროს მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში. ექიმმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ექიმის პროფესიის თავისებურებები, სწავლების ეტაპები, საჭირო უნარები და პასუხისმგებლობები, რაც ამ სფეროს თან ახლავს. მან ასევე ისაუბრა სამედიცინო სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ, გააზიარა პირადი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები, რამაც მოსწავლეებს უკეთ გააცნობიერებინა პროფესიის რეალური მხარე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ შრომის ბაზარზე ამჟამად მაღალი მოთხოვნაა როგორც ექიმებზე, ასევე ექთნებზე.ექიმმა ხაზი გაუსვა ამ პროფესიების მნიშვნელობას საზოგადოებისთვის და მოსწავლეებს მოუწოდა, თუ მათ აქვთ ინტერესი და შესაბამისი უნარები, სერიოზულად დაფიქრდნენ ამ მიმართულებით პროფესიის არჩევაზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ ფორმატში – მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, მიიღეს ამომწურავი პასუხები და აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. აღნიშნულმა აქტივობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათ ინფორმირებულობასა და პროფესიული არჩევანის შესახებ

29/04/2026

მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა განსაკუთრებული და გულით შექმნილი პროექტი — „თითების ნაამბობი“.

ეს იყო დღე, როცა ბავშვებმა საკუთარი სული, ფიქრები და ემოციები ხელოვნებად აქციეს. თითოეული ნამუშევარი თითქოს უხმოდ ყვებოდა ისტორიას — პატარა თითებით ნაქსოვ ოცნებებს, მონდომებასა და სიყვარულს.

გამორჩეულნი იყვნენ დები ჭკადუები, რომელთაც მძივების საოცარი სამყაროთი დაგვამახსოვრეს თავი — მათი შექმნილი ჩანთები და ყვავილების თაიგულები სილამაზითა და სიზუსტით აღფრთოვანებას იწვევდა.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მეშვიდე კლასელი თაკო ღვინიაშვილის თაიგული — ნაზი, ფერადი და სიცოცხლით სავსე, თითქოს ბუნების სუნთქვა გადმოეტანა.
თამარ სეხნიაშვილის ნაქარგები კი სინატიფის ნამდვილი მაგალითი იყო — თითოეულ ნაკერში იგრძნობოდა მოთმინება და სითბო.
ცოტნე სეხნიაშვილმა კი ტყვავის ჩანთებით წარმოაჩინა ძალა, გემოვნება და შრომის განსაკუთრებული კულტურა.

პატარა მონაწილეები კი უდიდესი სიყვარულით ქმნიდნენ თოჯინებს — თითოეულში ჩადებული იყო ბავშვური გულწრფელობა და სითბო, რაც განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო.

„თითებით ნაამბობი“ მხოლოდ პროექტი არ ყოფილა — ეს იყო ბავშვების გულით მოთხრობილი ამბები, რომლებიც ხელოვნებად იქცა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რა დიდია პატარა ხელების ძალა.

საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩატარდა შემეცნებითი და საინტერესო კონფერენცია თემაზე — „ქიმია ჩვენს ირგვლივ“.კონფერენციის მი...
29/04/2026

საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩატარდა შემეცნებითი და საინტერესო კონფერენცია თემაზე — „ქიმია ჩვენს ირგვლივ“.

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში ქიმიისადმი ინტერესის გაღვივება, მათთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე ქიმიური პროცესების გააზრება და იმის დანახვა, რომ ქიმია მხოლოდ ფორმულები და ლაბორატორია არ არის — ის ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ყოველდღიურობაშია.

მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნაშრომები, განიხილეს გარემოში მიმდინარე ქიმიური მოვლენები და წარმოაჩინეს, თუ როგორ უკავშირდება ეს მეცნიერება ბუნებას, ჯანმრთელობასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს. კონფერენციამ ხელი შეუწყო ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, კვლევის უნარების გაღრმავებასა და მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბებას.

ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა — ქიმია მხოლოდ საგანი კი არა, სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზა არის.@

სკოლა-ლიცეუმ ლამპარში , ეკოკლუბის ინიციატივით და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა საინტერესო და შემეცნებითი ვიზ...
29/04/2026

სკოლა-ლიცეუმ ლამპარში , ეკოკლუბის ინიციატივით და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეკოლოგიის ლაბორატორია — სივრცე, სადაც თეორია ცოცხლდება და მეცნიერება რეალურ გამოცდილებად იქცევა. თითოეული დეტალი მათთვის ახალი აღმოჩენა იყო, თითოეული აპარატი — ცოდნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ვიზიტის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი კი პრაქტიკული აქტივობები აღმოჩნდა. სტუდენტების დახმარებით მოსწავლეებმა თავად ჩაატარეს საინტერესო ცდები, დაკვირვებით შეისწავლეს პროცესები და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საკუთარი დასკვნებიც გააკეთეს.

ეს დღე მხოლოდ ვიზიტი არ ყოფილა — ეს იყო გამოცდილება, რომელმაც ბავშვებში ცნობისმოყვარეობა, კვლევის სურვილი და მეცნიერებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. სწორედ ასეთი შეხვედრები ქმნის მომავალს, სადაც ცოდნა და პრაქტიკა ერთიანდება.

17/03/2026
25/02/2026

სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გაიმართა მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება.
რაიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლების 2024 წელს სკოლადამთავრებულ ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გადაეცათ.
ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა კოკაია, ქვემო სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია წიკლაური და მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი ესწრებოდნენ.

წიგნები 235 ოქროს და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეს გადაეცა.

20/11/2025

14 ნოემბერს, განათლების სამინისტროში თბილისის საჯარო სკოლების 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსც....

18/11/2025
მეტალები გარემოში,მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები,მძიმე მეტალები იყო საპრეზენტაციო თემა მე-11 -ე კლასისთვის ქიმიაში.პრე...
25/03/2025

მეტალები გარემოში,მეტალთა საერთო ქიმიური თვისებები,მძიმე მეტალები იყო საპრეზენტაციო თემა მე-11 -ე კლასისთვის ქიმიაში.პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა

07/01/2025

Address

10 Kaloubani Street
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995 (32) 2455702

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შპს "სკოლა-ლიცეუმი ლამპარი" posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to შპს "სკოლა-ლიცეუმი ლამპარი":

Shortcuts

Share